War update: 183 clashes on frontline over past day
US Army Secretary Driscoll meets Russian delegation in Abu Dhabi
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,120 over past day
Trump and Xi hold telephone talks
Senior Russian officers accused of orchestrating deadly playground attack in Kryvyi Rih
Vast majority of points in “peace plan” have been agreed upon - White House
Zelensky on “peace plan”: no longer 28 points, many correct elements taken into account
თინა ბოკუჩავა - ხელქვეითები ივანიშვილს ატყუებენ, როცა ეუბნებიან, რომ თუ ტყვეებს აიყვანს, შესაძლოა, დასავლეთი მოლაპარაკების მაგიდასთან დაუჯდეს

მარკ რუტე - მიამიტი არ ვარ იმასთან დაკავშირებით, რაც საქართველოში ხდება

25.11.2025 ნახვები: 190

მიამიტი არ ვარ იმასთან დაკავშირებით, რაც საქართველოში ხდება, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ „რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

კითხვაზე, საქართველო კვლავ ასპირანტი ქვეყანაა თუ არა, მარკ რუტემ უპასუხა, რომ „ევროატლანტიკურ სივრცეში ნებისმიერ ქვეყანას, რომელსაც ნატო-ს წევრობა სურს, შეუძლია სურვილი გამოხატოს და შემდეგ პროცესი იწყება“.

„რა თქმა უნდა, მიამიტი არ ვარ იმასთან დაკავშირებით, რაც საქართველოში ხდება. ჩვენ ძალიან შეშფოთებულები ვართ. ჩვენ ამის შესახებ ქართველებს ნათლად ვაცნობეთ. ჩვენ მათთან ვთანამშრომლობთ. ვფიქრობ, თანამშრომლობა ემსახურება იმ მიზანს, რომ არხი გვქონდეს, რათა ჩვენი შეშფოთება ნათლად გამოვხატოთ. მოდით, ამ ყველაფერს ოდნავ ჰოლისტურად შევხედოთ, რადგან საქართველო არის, მაგრამ, ასევე, ვხედავთ იმას, რა ხდება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, რაც ბევრად უკეთეს მდგომარეობაშია იმის დამსახურებით, რასაც პრეზიდენტი ტრამპი აკეთებს. ამდენად, მე საქართველოს მთლიანი სამხრეთ კავკასიის კონტექსტში შევხედავდი“, - განაცხადა მარკ რუტემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა