ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი განცხადებას ავრცელებს
თიბისის მხარდაჭერით და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, თბილისში, ბიზნესგამოფენა გაიმართება
თიბისის და საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის პარტნიორობით საჯარო ლექციების სერია „AI და ...“ იწყება
ზურაბ ჯაფარიძემ პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე უარი განაცხადა
ბაიბა ბრაჟე - ლატვია ოფიციალური პირების გარკვეული კატეგორიისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას მხარს უჭერს
გელა ხასია - როგორ შემიძლია ზეწოლა მოწმეებზე, ვიდრე ამ ქვეყნის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს შეუძლია, რომელიც გირაოს სანაცვლოდ არის გარეთ
გელა ხასაია - ბორკილები დამადეს იქამდე, ვიდრე მეტყოდნენ, რომ დაკავებული ვიყავი და შემდეგ დაიწყეს ოქმის შედგენა
ახალი რედაქციის „საარჩევნო კოდექსით“, არჩევნების და მასთან ერთად, რეფერენდუმისა და პლებისციტის დეფინიცია იცვლება - სამივე შემთხვევაში ხდება მითითება, რომ ის საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში ტარდება

გელა ხასია - როგორ შემიძლია ზეწოლა მოწმეებზე, ვიდრე ამ ქვეყნის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს შეუძლია, რომელიც გირაოს სანაცვლოდ არის გარეთ

20.11.2025 ნახვები: 424

ღარიბაშვილს თავისი გაჭირვება აქვს, - ასე უპასუხა მოსამართლე ნატო ხუჯაძემ პარტია „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ბრალდებულ წევრს, გელა ხასაიას.

სხდომაზე, სადაც მისი და დაკავებულ ვასილ ქერდიყოშვილის აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვაზე მსჯელობდნენ, ხასაიამ სიტყვით ისარგებლა.

მან მოსამართლესა და პროკურორს სთხოვა განემარტა, როგორ მოახდენდა ის მოწმეებზე ზემოქმედებას, მან ბრალდებული ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მაგალითი მოიყვანა, რომელიც გირაოს სანაცვლოდაა თავისუფალი.

„მთელი ეს პერიოდი, ვცდილობ, ამ ყველაფერში პატარ-პატარა სიმართლის დადგენას. შევეგუებოდი, თუკი სასამართლო, პროკურორი ამიხსნის, როგორ შემიძლია ზეწოლა მოწმეებზე, ვიდრე ამ ქვეყნის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს შეუძლია, რომელიც გირაოს სანაცვლოდ არის გარეთ",- განაცხადა ხასაიამ, მას მოსამართლემ ნატო ხუჯაძემ სიტყვა შეაწყვეტინა და უთხრა, მისი საქმის გარშემო ესაუბრა.

„ღარიბაშვილს თავისი გაჭირვება აქვს",- განაცხადა მოსამართლე ხუჯაძემ.

მისი გადაწყვეტილებით, ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტზე პარტია „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ბრალდებული წევრი, გელა ხასაია და ვასილ ქერდიყოშვილი კვლავ პატიმრობაში რჩებიან.

საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა.

ცნობისთვის, პროკურატურა გელა ხასაიას ედავება, რომ მან 1-ელ სექტემბერს, თბილისში, თამარ მეფის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე ვასილ ქერდიყოშვილთან ერთად, ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ დაზიანება მიაყენა დაზარალებულს - რამაზ ჩადუნელს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა