საგარეო საქმეთა სამინისტრო - ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე საქართველო-ევროკავშირის დიალოგის შეხვედრა ევროკავშირის გადაწყვეტილებით გადაიდო
Axios - აშშ და რუსეთი უკრაინაში ომის დასრულების შესახებ ახალ გეგმაზე მუშაობენ
კონგრესმა ჯეფრი ეპშტეინის ფაილების გასაჯაროების შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის 105 მილიონი დოლარის ღირებულების Patriot-ის ტიპის სისტემების აღჭურვილობის მიყიდვა დაამტკიცა
ნატო-ში აშშ-ის ელჩი - ევროპის მიერ რუსული გაყინული აქტივების კონფისკაცია ახალ ნაბიჯს აჩვენებს - უფრო აგრესიულ ევროპას
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ მზია ამაღლობელის განაჩენი ძალაში დატოვა
მზია ამაღლობელი - მე პატიმრობა კი არ მაშინებს, არამედ ის, რა დამხვდება გარეთ
პარლამენტი ახალი რედაქციის „საარჩევნო კოდექსის“ განხილვას იწყებს

კონგრესმა ჯეფრი ეპშტეინის ფაილების გასაჯაროების შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა

19.11.2025 ნახვები: 200

აშშ-ის კონგრესის ორივე პალატამ მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს ავალდებულებს, გამოაქვეყნოს მასალები სექსუალური ტრეფიკინგის საქმეში ბრალდებული, გარდაცვლილი ჯეფრი ეპშტეინის შესახებ. კანონპროექტი სენატიდან პრეზიდენტს გადაეგზავნება, რომელმაც ხელი უნდა მოაწეროს იმისთვის, რომ კანონროექტი კანონად იქცეს.

წარმომადგენელთა პალატამ კანონპროექტი 427 ხმით 1-ის წინააღმდეგ დაამტკიცა, სენატმა კი ერთხმად, დაჩქარებული წესით, ფორმალური კენჭისყრის გარეშე მიიღო.

კანონპროექტი გენერალურ პროკურორ პემ ბონდის ავალდებულებს, კანონის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 30 დღისა გამოაქვეყნოს ეპშტეინთან და მის თანამოაზრე გისლეინ მაქსველთან დაკავშირებული ყველა საიდუმლო ჩანაწერი, დოკუმენტი, კომუნიკაცია და საგამოძიებო მასალა, რომელსაც გრიფი "საიდუმლო" არ ადევს.

ეს მასალები მოიცავს იუსტიციის დეპარტამენტის შიდა კომუნიკაციებს, ფრენის ჩანაწერებს და ეპშტეინთან დაკავშირებულ პირებსა და ორგანიზაციებს. თუმცა, კანონპროექტი ასევე ბონდის აძლევს უფლებამოსილებას, დამალოს ინფორმაცია, რომელიც საფრთხეს შეუქმნის გამოძიებას ან რომელიმე მსხვერპლის იდენტიფიცირებას მოახდენს.

შეგახსენებთ, პრეზიდენტმა ტრამპმა კონგრესს მოუწოდა, ხმა მიეცა ჩანაწერების გამოქვეყნებისთვის. გასულ კვირას, ტრამპი და მისი კავშირები ეპშტეინთან კვლავ ყურადღების ცენტრში მოექცა მას შემდეგ, რაც გამოქვეყნდა დოკუმენტის 20 000-ზე მეტი გვერდი დოკუმენტი, რომლის ნაწილში პრეზიდენტიც იყო ნახსენები.

ცნობისთვის, ფინანსისტ ჯეფრი ეპშტეინს სექსუალური ტრეფიკინგის საქმეზე ბრალი 2019 წელს წაუყენეს. ოფიციალური ცნობებით, ეპშტეინი ათობით არასრულწლოვანის სექსუალურ ტრეფიკინგს ეწეოდა. ის ციხეში გარდაიცვალა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა