საქართველოს ტერიტორიაზე ჩამოვარდნილი თურქული სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავის „შავი ყუთი“ თურქეთში ჩაიტანეს
Russian army lost 1,180 troops and two air defense systems in day of war against Ukraine
In Kharkiv region, border guards destroyed bridge and Russian equipment using drones
Defense forces eliminated Russian sabotage and reconnaissance group in Vovchansk direction
FM Sybiha met with president of World Congress of Ukrainians in Canada
Ukraine in OSCE: Russia waging war of terror and nuclear blackmail
Unknown drone monitors Leclerc tank convoy in France
SBU uncovers Russian intelligence operative planning series of terrorist attacks in Kyiv's metro, shopping centers

დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა კანონპროექტს, რომლითაც აშშ-ის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივ „შათდაუნი“ დასრულდა

13.11.2025 ნახვები: 213

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა კანონპროექტს მთავრობის ხელახლა გახსნის შესახებ ამერიკის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი ე.წ. „შათდაუნის“ შემდეგ.

მანამდე, კანონპროექტი მიიღო აშშ-ის სენატმა და წარმომადგენელთა პალატამ.

წარმომადგენელთა პალატამ კანონპროექტი 222 ხმით 209-ის წინააღმდეგ დაამტკიცა. მას მხარი ექვსმა „დემოკრატმა“ კონგრესმენმაც დაუჭრა.

დონალდ ტრამპმა ე.წ. „შათდაუნში“ „დემოკრატები“ კიდევ ერთხელ დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მთავრობის მუშაობის დახურვა „მხოლოდ პოლიტიკური მიზეზების გამო“ მოხდა.

პრეზიდენტმა ამერიკელებს მოწოდა, ახსოვდეთ ეს მომენტი, როდესაც კონგრესის წევრები ხელახლა იყრიან კენჭს 2026 წლის ნოემბერში, შუალედურ არჩევნებში.

„უბრალოდ მინდა ვუთხრა ამერიკელ ხალხს, რომ შუალედური არჩევნების დროს ეს არ უნდა დაივიწყონ“, - აღნიშნა ტრამპმა.

მისი თქმით, „დემოკრატები“ „ბედნიერები იყვნენ მილიონობით ამერიკელის ტანჯვით“.

აშშ-ში ე.წ. „შათდაუნი“ 43 დღის წინ დაიწყო. ის ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი აღმოჩნდა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა