წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ფახულანის ადმინისტრაციულ ერთეულში, ფახულანი-ქალაღალის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის დაგების პროცესს მუნიციპალიტეტის მერი გუბა საჯაია გაეცნო.
ახალი გზა 4 კილომეტრზე იგება. საგზაო სამუშაოები, ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილი თანხით ხორციელდება. მიმდინარე სამუშაოები წლის ბოლოს დასრულდება.
სამუშაოებს მერთან ერთად მისი პირველი მოადგილე ბესიკ ფარცვანია, საკრებულოს წევრი, ფახულანის მაჟორიტარი დეპუტატი დათა კუკავა, მერიის ზედამხედველობის სამსახურის, საორგანიზაციო და სამშენებლო ინსპექტირების განყოფილების უფროსი ჯემალ კვარაცხელია და მერის წარმომადგენელი ფახულანის ადმინისტრაციულ ერთეულში ნიკოლოზ ქარდავა ადგილზე გაეცნენ.