საქართველო ორი ძალის მიერაა ოკუპირებული: რუსეთისა და რუსეთ/ჩინეთის მარიონეტი “ქართული ოცნების” მიერ, - ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) სოციალურ ქსელში წერს.
“საქართველო ორი ძალის მიერაა ოკუპირებული: რუსეთისა და რუსეთ/ჩინეთის მარიონეტი “ქართული ოცნების” მიერ. შეერთებულ შტატებსა და ქართველ ხალხს შორის მეგობრობა, რომელიც თავისუფლების სიყვარულითაა შეკრული, ურყევია. MEGOBARI [აქტის] მიღება - რაც მეგობარს ნიშნავს ქართულად - ამ სიმართლის მოწმობა იქნება!”, - წერს უილსონი.