საქართველოს ტერიტორიაზე ჩამოვარდნილი თურქული სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავის „შავი ყუთი“ თურქეთში ჩაიტანეს
Russian army lost 1,180 troops and two air defense systems in day of war against Ukraine
In Kharkiv region, border guards destroyed bridge and Russian equipment using drones
Defense forces eliminated Russian sabotage and reconnaissance group in Vovchansk direction
FM Sybiha met with president of World Congress of Ukrainians in Canada
Ukraine in OSCE: Russia waging war of terror and nuclear blackmail
Unknown drone monitors Leclerc tank convoy in France
SBU uncovers Russian intelligence operative planning series of terrorist attacks in Kyiv's metro, shopping centers

მიხეილ სააკაშვილი პენიტენციურ დაწესებულებაში დააბრუნეს

13.11.2025 ნახვები: 203

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კლინიკა "ვივამედიდან" N12 პენიტენციურ დაწესებულებაში დააბრუნეს, სადაც საერთო წესით გააგრძელებს სასჯელის მოხდას. ამის შესახებ ნათქვამია სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.

პენიტენციური სამსახური განმარტავს, რომ ვინაიდან, მიხეილ სააკაშვილის "ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი და მას აღარ ესაჭიროება სტაციონარული მკურნალობა", კლინიკიდან გამოწერეს.

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი, სტაციონარული სამედიცინო მომსახურების მიღების მიზნით, 2022 წლის 12 მაისს გადაყვანილ იქნა კლინიკა "ვივამედში", სადაც ის ამ დრომდე იმყოფებოდა და მიეწოდებოდა შესაბამისი სამედიცინო მომსახურება.

საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოდან პაციენტის პენიტენციურ დაწესებულებაში დაბრუნება ხორციელდება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით მკურნალი ექიმის გადაწყვეტილების საფუძველზე.

ვინაიდან, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი და მას აღარ ესაჭიროება სტაციონარული მკურნალობა, ის გამოწერილ იქნა სამოქალაქო სექტორის კლინიკიდან და დაბრუნდა N12 პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც საერთო წესით გააგრძელებს სასჯელის მოხდას”, - ნათქვამია განცხადებაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა