რეჯეფ თაიფ ერდოღანი თურქული C130 სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
წალენჯიხის მერიის ინიციატივით, კლინიკა "ოფთალმიჯის“ ექიმები წალენჯიხის მუნიციპალიტეტში უფასო გამოკვლევებს ჩაატარებენ
კორუფციულ დანაშაულში მხილებულ საჯარო მოხელეებსა და პოლიტიკური თანამდებობის პირებს, 30 წლის განმავლობაში ქონებრივი დეკლარაციების შევსების ვალდებულება ექნებათ
ევროკომისიის პრესსპიკერი - შემიძლია დავადასტურო, რომ საქართველო გაფართოების ფორუმზე მიწვეული არ არის
მზია ამაღლობელი - ჩემი პატიმრობა რეჟიმის გადაწყვეტილებაა: იშვიათად ყოფილა კვირა, რომ ძალაუფლებაში მყოფი „ოცნების“ ლიდერები პროპაგანდისტული ეთერებიდან არ დამსხმიან თავს
შსს - სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველოს საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში, ჩამოვარდა თურქული სამხედრო თვითმფრინავი
გოჩა მირცხულავა: საპატრიარქოში კასტინგია - ხვალ ვინ შეიძლება გახდეს პატრიარქი
Occupiers seize cars from residents of Skadovsk at gunpoint – partisans

ევროკომისიის პრესსპიკერი - შემიძლია დავადასტურო, რომ საქართველო გაფართოების ფორუმზე მიწვეული არ არის

11.11.2025 ნახვები: 233

შემიძლია დავადასტურო, რომ საქართველო გაფართოების ფორუმზე მიწვეული არ არის, - ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერმა გაფართოების, საერთაშორისო პარტნიორობისა და ხმელთაშუა ზღვის საკითხებში გიომ მერსიემ „ევროსკოპის“ რედაქტორს, თამარ ნუცუბიძეს განუცხადა.

კითხვაზე, ადასტურებს თუ არ ინფორმაციას, რომ მომავალ კვირას ბრიუსელში დაგეგმილ გაფართოების ფორუმზე საქართველო მიწვეული არ არის, პრესსპიკერმა უპასუხა:

„გასულ კვირას გამოვაქვეყნეთ გაფართოების ანგარიში, რომელიც კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ საქართველო სულ უფრო შორდება ევროკავშირისკენ მიმავალ გზას. ანგარიშში აღნიშნულია, რომ იყო უკუსვლა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საჭირო რეფორმებთან დაკავშირებით და ეს უპრეცედენტოა კანდიდატი ქვეყნისთვის. სიტუაცია გაუარესდა გასული თვეების განმავლობაში და ჩვენ აღვნიშნეთ დემოკრატიული უკუსვლა“.

მისი თქმით, ბრიუსელმა შეამცირა კონტაქტები საქართველოს ხელისუფლებასთან.

„რაც შეეხება ჩვენს ურთიერთობებს საქართველოს ხელისუფლებასთან, როგორც იცით, შევამცირეთ პოლიტიკური კონტაქტები საქართველოს ხელისუფლებასთან, გარდა იმ კონტაქტებისა, რომლებიც ორიენტირებული იყო არსებულ სიტუაციაში წინსვლის გზის პოვნაზე. ასე რომ, გაფართოების ანგარიშთან, გაფართოების ფორუმთან დაკავშირებით შემიძლია დავადასტურო, რომ ამ ფონზე, საქართველო გაფართოების ფორუმზე არ მიიწვიეს“, - აღნიშნა პრესსპიკერმა.

ინფორმაციისთვის, გაფართოების ფორუმი ბრიუსელში 18 ნოემბერს უნდა გაიმართოს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა