წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა გუბა საჯაიამ მერის ახლადანიშნულ წარმომადგენლებთან პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრას მერის პირველი მოადგილე ბესიკ ფარცვანია, მერის მოადგილე გიორგი კვარაცხელია და ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ლაშა არქანია ესწრებოდნენ.
გუბა საჯაიამ და მერის მოადგილეებმა მერის წარმომადგენლებს წარმატებული სამუშაო პერიოდი უსურვეს და სამომავლო გეგმები განიხილეს.
სამუშაო შეხვედრაზე ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებული პრობლემებზე გამახვილდა ყურადღება და სამომავლოდ მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრეს.
მერმა ხაზი გაუსვა ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობის მონიტორინგს. მოქალაქეებისადმი კეთილსინდისიერ მსახურებასა და მათი საჭიროებების მყისიერ და ეფექტიანად მოგვარების საკითხებს.