მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს მილიონ-მილიონი ლარის ოდენობის გირაო შეეფარდათ
ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ - ერთად გავიმარჯვებთ - თიბისისთან ერთად
ოპოზიციური პარტიები - ვიბრძოლებთ, რომ ძალაუფლება დაუბრუნდეთ მათ, ვისაც ის რეალურად ეკუთვნის - ქართველ ხალხს
შსს - სამართალდამცველებმა შეკვეთილი მკვლელობა აღკვეთეს - დაკავებულია 2007 წელს დაბადებული პირი
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილედ გიორგი კვარაცხელია დაინიშნა
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილედ ბესიკ ფარცვანია დაინიშნა
ევროკომისია პაველ ჰერჩინსკის წერილთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს
ელენე ხოშტარია - ბოდვას, რაც გუშინ მოვისმინეთ, საქმედ არ მივიღებ - არანაირი შეხება ე.წ. სასამართლო პროცესთან არ მექნება

მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს მილიონ-მილიონი ლარის ოდენობის გირაო შეეფარდათ

08.11.2025 ნახვები: 219

თბილისის საქალაქო სასამართლომ, ე.წ. საბოტაჟის საქმეზე, „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ პროკურატურის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა და მათ აღკვეთის ღონოსძიების სახით მილიონ-მილიონი ლარის ოდენობის გირაო შეეფარდათ. გირაოს გადახდის ვადად კი 30 დღე განესაზღვრათ.

რაც შეეხება დანარჩენ ბრალდებულებს, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიმართ წინასასამართლო სხდომის თარიღად 25 დეკემბერი, 13:00 საათი განისაზღვრა.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილმა ადგილზე თათბირით მიიღო.

ცნობისთვის, გენერალურმა პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა