ელენე ხოშტარია - ბოდვას, რაც გუშინ მოვისმინეთ, საქმედ არ მივიღებ - არანაირი შეხება ე.წ. სასამართლო პროცესთან არ მექნება
თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა
მანანა გიორგობიანს პატიმრობა შეეფარდა
ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტზე დაკავებულთაგან ხუთ პირს, მათ შორის მანანა გიორგობიანს ბრალი წარედგინა - ინცინდენტი თანხის დახურდავებაზე უარუს თანას მოჰყვა
მიხეილ სააკაშვილი - ვაპროტესტებ მხოლოდ ზვიგენის საქმეზე ბრალის წარდგენას და არა სანქციებზე
Ukrainian border guards wipe out Russian drone launch site on Kursk front
Sweden halts airport traffic due to detected drones
Volgograd oil refinery halts operations after Ukrainian drone attack – Reuters

თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა

07.11.2025 ნახვები: 211

 

6 და 7 ნოემბერს თბილისში ორდღიანი რეგიონული კონფერენცია "სანდო ბანკინგი: ბიზნესის მდგრადობა შესაბამისობის გზით" ჩატარდა. ღონისძიება ავსტრიული საბანკო ჯგუფის Raiffeisen Bank International-ის ინიციატივით და “საერთაშორისო სავაჭრო პალატის” ორგანიზებით გაიმართა. თიბისისთან ერთად კონფერენციის მხარდამჭერი “აზიის განვითარების ბანკი” იყო.

 

ღონისძიებაზე აქცენტი საერთაშორისო რეგულაციებსა და მათთან შესაბამისობაზე გაკეთდა. კონფერენციის ფარგლებში ბიზნესისა და საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებს ინფორმაცია მიაწოდეს იმ პრაქტიკებზე, რომლებიც ხელს უწყობს შესაბამისობის სტანდარტების დაცვას, რისკების შემცირებასა და საერთაშორისო ვაჭრობის უსაფრთხო და გამჭვირვალე განხორციელებას.

 

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები კავკასიიდან, ცენტრალური აზიიდან და ევროპიდან, მათ შორის, მსხვილი გერმანული და ავსტრიული ბანკები - Commerzbank, Raiffeisen Bank International, Oddo BHF, LBBW; კონფერენციას ასევე დაესწრნენ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლები: ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია, აზიის განვითარების ბანკი. ღონისძიებამ გააერთიანა როგორც მარეგულირებელი ორგანოების წარმომადგენლები, ასევე, მსხვილი იმპორტიორები და ექსპორტიორები რეგიონის ქვეყნებიდან.

 

კონფერენცია სხვადასხვა ფორმატში ჩატარდა და მოიცავდა როგორც ექსპერტთა პრეზენტაციებს, ასევე პანელურ დისკუსიებს.

 

“თიბისი, როგორც წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი საქართველოში, ზედმიწევნით მიჰყვება ყველა საერთაშორისო რეგულაციას - ეს ჩვენთვის უმთავრესი პრიორიტეტია. ბანკისთვის ასევე მნიშვნელოვანია, რომ პარტნიორ კომპანიებს ჰქონდეთ სრულყოფილი ინფორმაცია საერთაშორისო რეგულაციებსა და შესაბამისობის სტანდარტებზე. სწორედ ამიტომ ვუჭერთ მხარს მსგავს ინიციატივებს, რომლებიც ხელს უწყობს სანდო და გამჭვირვალე ბიზნესგარემოს ჩამოყალიბებას. კონფერენცია შესაძლებლობას აძლევს კერძო სექტორს, მიიღოს უახლესი ინფორმაცია წამყვანი საერთაშორისო ინსტიტუტებისა და მარეგულირებელი ორგანოებისგან, რაც გააძლიერებს მათ საქმიანობას გლობალურ ბაზრებზე”,- თამარ ხიზანიშვილი, თიბისის ვაჭრობის დაფინანსების და ფაქტორინგის დეპარტამენტის დირექტორი.

 

„Raiffeisen Bank International-ში გვჯერა, რომ ნდობა და საერთაშორისო რეგულაციებთან შესაბამისობა საბანკო სექტორში გრძელვადიანი  და სტაბილური ურთიერთობების საფუძველია. მოხარულები ვართ, რომ რეგიონული კონფერენცია სწორედ საქართველოში გაიმართა - პროგრესულ ქვეყანაში, რომელიც ევროპას, კავკასიასა და ცენტრალურ აზიას აკავშირებს. რეგიონს განვითარების დიდი პოტენციალი აქვს, ჩვენ კი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მოლოდინი გვაქვს”,- კრისტიან ნოლი, Raiffeisen Bank International-ის საბანკო მიმართულების ხელმძღვანელი, კორპორატიული და საინვესტიციო ბანკინგის ინსტიტუციური კლიენტების მიმართულება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა