გოჩა მირცხულავა: ვერ ახერხებენ, საკუთარი თავი დაიცვან, ესენი ქვეყანას როგორ იცავდნენ?! უნდა დასრულდეს პოლიტიკური უპასუხისმგებლობა!
არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში
ურსულა ფონ დერ ლაიენი - ევროკომისიის გზავნილი ნათელია: უკრაინა წინსვლისთვის მზად არის
გიორგი ახობაძის განცხადებით, თავს დაესხნენ
71 წლის აქციის მონაწილე აზა ჩილაჩავა გათავისუფლდა
Zelensky signs law on temporary deferral from mobilization for defense industry workers with military registration issues
General Staff confirms strike on Saratov oil refinery and several Russian army logistics facilities in Luhansk region
სალომე ზურაბიშვილი - დიპლომატია არ არის მორჩილება! ქვეყნის ერთგულება არ იზომება კარიერული სიჩუმით!

გიორგი ახობაძის განცხადებით, თავს დაესხნენ

04.11.2025 ნახვები: 207

ექიმ გიორგი ახობაძის განცხადებით, მას აეროპორტთან თავს დაესხნენ. როგორც ის სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში აცხადებს, პირებმა, რომლებმაც მასზე იძალადეს, თავი პოლიციელებად წარუდგინეს.

„აეროპორტიდან ამეკიდა ბოლო მოდელი შავი პრადო და ტაქსის გზა გადაუჭრა, გადმოხტნენ ვიღაც ტიპები, პოლიციიდან ვართ, ღონისძიება ტარდებაო - კარი გამოაღეს და ფიზიკურად გამისწორდნენ. ეგენი არიან ლაშა ბასლანძის სამეგობროს მოგზავნილი ტიპები ან თვითონ ეგენი. ტერორისტები არიან, შუა გზაში, შუა ქალაქში ტაქსის გადაუყენეს მანქანა, პოლიციელებად წარმოგვიდგნენ და დაიწყეს ფიზიკური ძალადობა. რა თქმა უნდა, ამას არავინ გამოიძიებს“,- განაცხადა გიორგი ახობაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა