Zelensky signs law on temporary deferral from mobilization for defense industry workers with military registration issues
General Staff confirms strike on Saratov oil refinery and several Russian army logistics facilities in Luhansk region
სალომე ზურაბიშვილი - დიპლომატია არ არის მორჩილება! ქვეყნის ერთგულება არ იზომება კარიერული სიჩუმით!
ნარკოტიკების შემოტანის საქმეზე დაპატიმრებული ბრიტანეთის მოქალაქე, 19 წლის მეი კალი თავისუფალია
უკრაინულმა დრონებმა სარატოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს
არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი - კითხვა მაქვს: ოპოზიციონერო პოლიტიკოსებო, მოაზროვნე ქართველებო, სახლში როგორ ჩერდებით, როცა ხედავთ დიდს თუ პატარას არ ინდობენ?
საპროტესტო აქციაზე დაკავებულმა 71 წლის აზა ჩილაჩავამ მშრალი შიმშილობა დაიწყო
დონალდ ტრამპი - პუტინთან სხვაგვარად მოვიქეცი

უკრაინულმა დრონებმა სარატოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს

03.11.2025 ნახვები: 232

უკრაინის თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებმა რუსეთში, სარატოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

გენშტაბში განმარტავენ, რომ სარატოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა რუსეთის ერთ-ერთი უძველესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაა. 2023 წლის მონაცემებით, მისი გადამუშავების სიმძლავრე 4.8 მილიონი ტონა იყო. ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა რუსეთის შეიარაღებული ძალების საჭიროებების დაკმაყოფილებით არის დაკავებული.

ამასთან, გენშტაბის ცნობით, ხანძრის შედეგად დროებით ოკუპირებულ ლუგანსკის ოლქში რუსეთის ლოჯისტიკური ობიექტები დაზიანდა.

„დაზიანდა სოფელ როსკოშნოეში მდებარე ლოჯისტიკური საწყობი და დოლჟანსკში მდებარე საწვავისა და საპოხი მასალების საწყობი. თავდაცვის ძალები თანმიმდევრულად ახორციელებენ სხვადასხვა ზომებს ტერორისტული სახელმწიფოს სამხედრო-სამრეწველო ბაზის კრიტიკული ელემენტების განადგურების მიზნით, რათა მას აგრესიის გაგრძელების შესაძლებლობა წაერთვას“, - ნათქვამია გენშტაბის განცხადებაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა