Zelensky signs law on temporary deferral from mobilization for defense industry workers with military registration issues
General Staff confirms strike on Saratov oil refinery and several Russian army logistics facilities in Luhansk region
სალომე ზურაბიშვილი - დიპლომატია არ არის მორჩილება! ქვეყნის ერთგულება არ იზომება კარიერული სიჩუმით!
ნარკოტიკების შემოტანის საქმეზე დაპატიმრებული ბრიტანეთის მოქალაქე, 19 წლის მეი კალი თავისუფალია
უკრაინულმა დრონებმა სარატოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს
არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი - კითხვა მაქვს: ოპოზიციონერო პოლიტიკოსებო, მოაზროვნე ქართველებო, სახლში როგორ ჩერდებით, როცა ხედავთ დიდს თუ პატარას არ ინდობენ?
საპროტესტო აქციაზე დაკავებულმა 71 წლის აზა ჩილაჩავამ მშრალი შიმშილობა დაიწყო
დონალდ ტრამპი - პუტინთან სხვაგვარად მოვიქეცი

საპროტესტო აქციაზე დაკავებულმა 71 წლის აზა ჩილაჩავამ მშრალი შიმშილობა დაიწყო

03.11.2025 ნახვები: 240

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დაკავებულმა 71 წლის აზა ჩილაჩავამ შიმშილობა დაიწყო. აღნიშნულ ინფორმაციას მისი ადვოკატი, მარიკა არევაძე ავრცელებს.

არევაძემ ჩილაჩავა თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში მოინახულა.

„შემაძრწუნებელი სანახავი იყო, როგორ მოჰყავთ ბებო და გისოსებს მიღმა მის გულზე ჩანს წარწერა „გაგრა”! აზა მხნედ არის, უშიშრად, როგორც სჩვევია. დაიწყო შიმშილობა, ბევრი თხოვნის მიუხედავად აზრი ვერ შევაცვლევინეთ (შიმშილობა წყლის გარეშე)”, - აცხადებს ადვოკატი.

ცნობისთვის, აზა ჩილაჩავა სამართალდამცავებმა ადმინისტრაციული წესით დააკავეს. მას გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებიან. ჩილაჩავა ადმინისტრაციულ პასუხისგებაში აქამდეც იყო მიცემული, თუმცა, მას მაშინ სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადეს.

IPN

ყველას ნახვა
ყველას ნახვა