Politico - აშშ-ის მიერ სანქციების დაწესების გამო „ლუკოილი“ უცხოურ აქტივებს ყიდის
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ ცოტნე შონია აირჩიეს.
Roamingo-ს შეთავაზებებით სარგებლობა უკვე თიბისის ნებისმიერი ბარათით არის შესაძლებელი
მიხეილ სააკაშვილი - ყველაფერი გავაკეთე, ხალხისთვის ამეხსნა, რა ელოდათ ივანიშვილის არჩევის შემთხვევაში
დონალდ ტრამპი - ჩინეთი ამერიკული ენერგორესურსების შეძენას დაიწყებს
კინორეჟისორი გიორგი მრევლიშვილი დააკავეს
არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი - ამბიონი წამართვეს, ამიერიდან ჩემი ამბიონი იქნება რუსთაველის გამზირი
,,კეიპაქსი’’ - სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

მიხეილ სააკაშვილი - ყველაფერი გავაკეთე, ხალხისთვის ამეხსნა, რა ელოდათ ივანიშვილის არჩევის შემთხვევაში

30.10.2025 ნახვები: 279

მუდმივად მადანაშაულებენ თუ რატომ არ ვიმოქმედე უფრო ძალისმიერად 2011-2012-ში, როცა ვხვდებოდი იმ საფრთხეს, რომელსაც წარმოადგენდა ივანიშვილი- ყველაფერი გავაკეთე, რომ საარჩევნო კამპანიის დროს ხალხისთვის ამეხსნა თუ რა ელოდა ივანიშვილის არჩევის შემთხვევაში. მეტის გაკეთება იმას დაემსგავსებოდა, როცა შენს შეყვარებულს სხვაზე უჭირავს თვალი და შენ ამისთვის სცემო, დაასახიჩრო და სახლში ჩაკეტო, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც სააკაშვილი წერს, ბიძინა ივანიშვილს ნულოვანი ემპათია აქვს ხალხის მიმართ, მას კი ხალხი უყვარს.

„ახლა მუდმივად მადანაშაულებენ თუ რატომ არ ვიმოქმედე უფრო ძალისმიერად 2011-2012-ში, როცა ვხვდებოდი იმ საფრთხეს, რომელსაც წარმოადგენდა ივანიშვილი.

სინამდვილეში ყველაფერი გავაკეთე, რომ საარჩევნო კამპანიის დროს ხალხისთვის ამეხსნა თუ რა ელოდა ივანიშვილის არჩევის შემთხვევაში.

მეტის გაკეთება იმას დაემსგავსებოდა, როცა შენს შეყვარებულს სხვაზე უჭირავს თვალი და შენ ამისთვის სცემო, დაასახიჩრო და სახლში ჩაკეტო.

ივანიშვილი რომ სხვა მეთოდებით გამეჩერებინა, ნიშნავდა იმას, რომ მას დავემსგავსებოდი და დიქტატურა დამემყარებინა.

მე კი ამას ვერ გავაკეთებდი მარტივი მიზეზის გამო - მე და ივანიშვილი რადიკალურად განვსხვავდებით.

მას ნულოვანი ემპათია აქვს ხალხის მიმართ, მე კი ხალხი მიყვარს. ამიტომ ნამდვილად ვერ ვიმოქმედებდი ისე როგორც ეს საშიში ბოროტმოქმედი იქცევა. იმედია გამიგებთ“, - წერს სააკაშვილი.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა