ევროკომისიის პრესსპიკერი - ევროკავშირი მხარს უჭერს ელენე ხოშტარიას და ყველა უსამართლოდ დაკავებულ პოლიტპატიმარს საქართველოში
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა - ლარიზაციის დინამიკა კვლავ გრძელდება
თიბისი ტექსკოლაში უფროსკლასელების რეგისტრაციები დაიწყო
პროკურატურამ მკლავჭიდელ ქალს, ხატია ვიბლიანს არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტზე ბრალდება წარუდგინა
ალეკო ელისაშვილი - ვითხოვთ განმარტებებს საგარეო უწყებისგან, რა ნაბიჯებს დგამს იმისთვის, რომ გიორგი კინოიანი არ გადაეცეს რუსეთს
ალეკო ელისაშვილი - წარმოგიდგენიათ რა ბოდვაში ვცხოვრობთ? - იმ ბანერის დაზიანების გამო იჭერენ ხალხს, კალაძეს რომ თვალები დაუყვლეფია
საქართველოში ამინდი გაუარესდება
გიორგი ბარამიძე - 4 ოქტომბერს მოვაწყობთ მშვიდობიან რევოლუციას!

ევროკომისიის პრესსპიკერი - ევროკავშირი მხარს უჭერს ელენე ხოშტარიას და ყველა უსამართლოდ დაკავებულ პოლიტპატიმარს საქართველოში

16.09.2025 ნახვები: 208

პირველ რიგში, ევროკავშირი მხარს უჭერს ელენეს და ყველა უსამართლოდ დაკავებულ პოლიტპატიმარს, ჟურნალისტს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელს საქართველოში, - ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერმა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ანიტა ჰიპერმა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას დაკავებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

„ჩვენ სრულ სოლიდარობას გამოვხატავთ მათ მიმართ და მათი დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოვუწოდებთ. ჩვენი მხრიდან, ჩვენ უკვე მივიღეთ ზომები და ვაგრძელებთ გზებისა და ვარიანტების შესწავლას, როდესაც საქმე ეხება საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლის განხორციელებას იმ უზარმაზარი დემოკრატიული უკუსვლის გათვალისწინებით, რაც ჩვენ ვნახეთ და ეს უკვე დაიწყო უმაღლესი წარმომადგენლის მიერ საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს მეშვეობით, ასევე ივლისში საგარეო საქმეთა მინისტრების ბოლო შეხვედრაზე. ასევე, მიღებული გადაწყვეტილებები მოიცავს დამატებით ვარიანტებს, თუ რა შეგვიძლია გავითვალისწინოთ, სანქციებიდან დაწყებული უვიზო რეჟიმის შეჩერებით დამთავრებული და სხვა ვარიანტებით“, - აღნიშნა ევროკომისიის პრესსპიკერმა.

მან აღნიშნა, რომ ევროკავშირმა უკვე შეამცირა პოლიტიკური კონტაქტები, შეწყვიტა საქართველოს ხელისუფლებისთვის ფინანსური დახმარების აღმოჩენა და გაზარდა სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა.

IPN

ყველას ნახვა
ყველას ნახვა