ნინო დათაშვილს ფსიქიატრიული ექსპერტიზისთვის შესაბამის დაწესებულებაში სავარაუდოდ, დღეს ან ხვალ გადაიყვანენ
183 clashes on frontline in 24 hours, most attacks are in Pokrovsk and Lyman sectors
Russian army loses 1,010 more soldiers in war against Ukraine
AFU switching to new type of camouflage
War update: 153 clashes on front lines, most Russian assaults concentrated in Pokrovsk sector
President announces new prisoner exchange, says work on lists ongoing
მზია ამაღლობელის განაჩენი შესაძლოა, დღეს გამოცხადდეს
უკრაინული ძალებმა ვოლგოგრადის ოლქში რკინიგზის სადგური დაბომბეს

წინასაარჩევნო ქაოსი ოპოზიციაში - არჩევნები თუ ქუჩა?

04.08.2025 ნახვები: 495

ქართულ პოლიტიკას სხვა, მრავალ თანდაყოლილ მანკიერებასთან ერთად აქვს ერთიც  - შიდა დემოკრატიის და შემწყნარებლობის დეფიციტი.

ერთი შეხედვით, დღეს, ისე როგორც არასდროს, მოვიდა ერთობის თუ არა, ყოველ შემთხვევაში, ერთმანეთზე თავდაუსხმელობის და სხვადახვა პარტიების მიერ არჩეული სტრატეგიის და მიდგომების მინიმუმ აღიარების დრო.

იმ დასკვნამდე მისვლა, რომ განსხვავებული - არ ნიშნავს მტრულს,  ან მტრის მიერ მართულს.

დღეს პოლიტიკურ პარტიებს ემუქრებათ სრული განადგურება, მათ ლიდერებს კი - ციხეში გამოკეტვა და თითქოს ამ პირობებში წესით ქართულ პოლიტიკუმს ტრადიციული მიდგომები - სიტყვიერი ომი ჯერ ხელისუფლებასთან, მერე კი ერთმანეთთან -  უნდა შეეცვალა.

თუმცა, როგორც მოსალოდნელი იყო, არსებულმა კრიზისმა და ბართოლომეს ღამის მოლოდინმაც კი ვერ იმუშავა - პოლიტიკური პარტიები კვლავ რჩებიან ერთმანეთთან კონკურენციის რეჟიმში.

ცხადი რომ იყოს - ეს მსოფლიო ნორმაა. ვერც ერთ ქვეყანაში ვერ ნახავთ პოლიტიკურ პარტიებს ან პოლიტიკოსებს, რომლებიც ერთმანეთის მიმართ ჩასაფრებულები არ არიან - ასე ხდება ყველგან და წესით არც ისაა გასაკვირი, რომ საქართველოში იგივე სურათი გვაქვს.

საქართველოში ყველა რომ წუწუნებს ოპოზიციაზე და ბოლო სიტყვებით ლანძღავს ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს - არც ესაა რაღაცა წარმოუდგენელი სამუზეუმო საოცრება - პირიქით, თითქმის ყველა თავისუფალ, მრავალპარტიულ ქვეყანაში არ უყვართ თავიანთი პოლიტიკოსები, მიაჩნიათ ისინი ხარბ, გაუნათლებელ და მხოლოდ საკუთარ თავზე ორიენტირებულ ადამიანებად.

საქართველო რომ იყოს მეტ-ნაკლებად ცივილიზებული ქვეყანა, ის ფაქტი რომ მათ შორის ოპოზიციურად განწყობილი ადამიანებიც კი დღევანდელ ქართულ ოპოზიციას მკაცრად აკრიტიკებენ - სავსებით ნორმალური მოვლენაა.

მაგრამ საქართველო არაა ნორმალური, ან თუნდაც ნორმალურთან მიახლოვებულ ქვეყანა და ის, რაც სხვაგან შესაძლოა მისაღებად ჩაითვალოს, აქ - სახელმწიფოებრიობის დანგრევის ტოლფასია.

ქოციანობასთან ბრძოლისთვის არაა საკმარისი იყო “ნორმალური”, “ჩვეულებრივი”, “როგორც ყველგან”  - ბანდიტურ-მაფიოზურ სახელმწიფოსთან ჭიდილში პოლიტიკოსები უნდა იყონ ათი თავით მაღლა, ვიდრე ეს ხდება “ნორმალურ” ქვეყნებში.

დამოუკიდებლობის 35 წლის მანძილზე საქართველო არასდროს არ იდგა ასე ახლოს სახელწიფოებრიობის გაუქმებასთან, როგორც დღეს.

35 წელია ქართული ოპოზიცია მრავლდება, იქ სადაც საჭიროა 2-3 პარტია, მოქმედებს 20 - შესაბამისი ეფექტურობით და შედეგით.

35 წელია ქართველი პოლიტიკოსები ჩხუბობენ და ამართლებენ ამას იმით, რომ “მიზანი ყველას ერთი, მაგრამ ტაქტიკა - განსხვავებული გვაქვს”.

35 წლის წინ და ცოტა უფრო ადრე - ეს რიტორიკა ჭრიდა, რამაც შეუწყო ხელი ქართულ “მრავალპარტიულობას” აქცენტით “მრავალზე” და არა “პარტიულობაზე”.

თუმცა, გავიმეორებ  - დღეს რა გამოწვევაც აქვს ქართულ სახელმწიფოს, ასეთი არ ჰქონდა არც ერთხელ ამ 35 წლის მანძილზე: მაშინ, როდესაც სოხუმში შედიოდნენ აფხაზები და ჩრდილოკავკასიელები; მაშინ, როდესაც რუსის ჩექმა იგდა იგოეთთან - სახელმწიფოებრიობის გაუქმების საფრთხე არ ყოფილა, დღეს კი - არის.

ამიტომაც, ქართულმა ოპოზიციამ ერთხელ მაინც უნდა შეიგნოს - დღეს ერთმანეთთან რიტორიკული შეჯიბრების დრო არაა.

ბოლოს და ბოლოს, უნდა გაიაზრონ, რომ განსხვავებული არ უდრის მტრულს.

დღეს ქართულ პოლიტიკაში ყველაზე დიდი წყალგამყოფია  მუნიციპალური არჩევნები. ძალიან საკამათო თემა, რომელზეც სავარაუდოდ, ერთიანი აზრი ვერ ჩამოყალიბდება. ორივე მხარეს გააჩნია თავისი არგუმენტაცია, რომელსაც აქვს არსებობის უფლება.

“ლელომ” და გახარიამ, ორმა არც თუ ისე მეგობრულმა პარტიამ ცალ-ცალკე. ერთმანეთისგან დამოუკიდებლად გადაწყვიტა არჩევნებში მონაწილეობის მიღება.

როგორც ჩანს, ეს გადაწყვეტილება იმდენად მყარია, რომ მას უკვე ვერაფერი შეცვლის - დაპატიმრებამდე 5 წუთით ადრე, “ლელოს” ოფისში ხაზარაძემ და ჯაფარიძემ ისევ ილაპარაკებს საარჩევნო გეგმებზე.

ეს ინიციატივა მიუღებელია სხვა პარტიებისთვის და ესეც უკვე ცხადია.

მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს იმას, რომ რომელიმე მხარე “ასრულებს ბიძინას შეკვეთას” - ეს თუნდაც იქედან ჩანს, რომ ორივე ფლანგის ლიდერები ერთნაირად სხედან ციხეებში და ორივე ფლანგის პარტიებს გაუქმება და აკრძალვა ემუქრებათ.

საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა ყველა პარტიას მიეღო ერთიანი გადაწყვეტილება - მივდივართ არჩევნებზე თუ არა.

ყველაზე ცუდი - ის, რაც დღეს ხდება - გაწევ-გამოწევა,ღია კონფლიქტი და დაპირისპირება ორ ბანაკს შორის.

თუმცა, არის მესამე, შუალედური ვარიანტი, რომელიც წესით დღეს ოპტიმალური  უნდა იყოს - არავითარი ბრალდებები, არავითარი “ბიძინას აგენტები” - საბოლოო გადაწყვეტილება თავად პარტიებს ეკუთვნის და მეორე ბანაკმა ის უნდა მიიღოს და აღიაროს.

არ გინდათ არჩევნებზე გასვლა? არ გახვიდეთ. გინდათ? გადით. საკუთარი პასუხისმგებლობით.

წააგებთ - გისამძიმრებთ და გავაგრძელებთ თქვენთან თანამშრომლობას, მოიგებთ - მოგილოცავთ.

და რა თქმა უნდა - არავითარი იარლიყები, არავითარი ღია კონფლიქტი, არავითარი მტრობა.

დღეს საქართველოს ერთი მტერი ჰყავს  - იმათ ვინც მიდის არჩევნებზე და იმათაც ვინც არ მიდის.

ავტორი: თენგიზ აბლოთია

ნეიშენ ჯორჯია

ყველას ნახვა
ყველას ნახვა