„საქსტატი“ - იანვარ-ივლისში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ 3 845.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა,
თიბისი ახალი ვიდეო რგოლით გვახსენებს, რომ დიდი თავგადასავლის წინ, მნიშვნელოვანია ვინ დგას შენს გვერდით
გოჩა მირცხულავა: ჩვენ ვნახავთ ივანიშვილს ნერონზე უარეს დღეში!
Russia's war casualty toll in Ukraine climbs by 890 over past day
Von der Leyen thanks Trump for raising issue of Ukrainian children abducted by Russia
Macron: Europeans must take their fair share in providing security guarantees for Ukraine
Ukraine expects to receive written security guarantees soon – president
Trump says he has begun arrangements for Zelensky-Putin meeting

გოჩა მირცხულავა: ჩვენ ვნახავთ ივანიშვილს ნერონზე უარეს დღეში!

19.08.2025 ნახვები: 309

"რუსეთი თავისი ნებით და თავისი გადაწყვეტილებით, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს არასოდეს დააბრუნებს"

ქართულ ოცნებასსაკმაოდ ცხელი შემოდგომა ელოდება"

"უმძიმესი ეკონომიკური მდგომარეობა გვაქვს, ადამიანები შიმშილის ზღვარზე არიან. არ ვსაუბრობ ტუჩებდაბერილი და გაბზეკილ კასტაზე..."

„ახალი თაობის“ კითხვებს ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა პასუხობს.

-  გოჩა, როგორ აფასებთ ბოლო პერიოდის პოლიტიკურ პროცესებს? გასული კვირის მთავარი ამბავი იყო ტრამპი-პუტინის შეხვედრა და ვაშინგტონში გამართული შეხვედრები, ზელენსკის და ევროპელი ლიდერების, სწორედ ამ თემის გაგრძელებაა. რა გვაჩვენა ტრამპი-პუტინის შეხვედრამ და რა მოლოდინი შეიძლება იყოს ახლა?

- პირველი და უმთავრესი, რაც ქართულ კონტექსტში გვაჩვენა ალასკაზე გამართულმა შეხვედრამ, იმას ნიშნავს, რომ რუსეთი თავისი ნებით და თავისი გადაწყვეტილებით, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს არასოდეს დააბრუნებს. „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს, მის ლიდერებს თუ ბაბლს, თუ იმისი იმედი აქვს, რომ ბიძინა რამდენიმე მილიარდად გამოისყიდის ამ ოკუპირებულ ტერიტორიებს, ეს არის ილუზია და ეს უნდა დაივიწყონ.

მათ სულ სხვაგვარი დასკვნები გამოიტანეს ამ შეხვედრიდან. პაპუაშვილის და მდინარაძის აზრით, ჩვენი ქვეყანაც გამზადებული იყო ომში ჩასათრევადო.

- მოდით „ქართული ოცნების“ ცალკეული წევრების განცხადებების კომენტირებას ნუ გავაკეთებთ. ეს ყველაფერი გათვლილია მათ ტვინგამორეცხილ ამომრჩეველზე. მათ სინდისზე და ნამუსზე იყოს, რასაც ისინი ამ განცხადებებით საქართველოს უშავებენ! მარტო სინდისზე ვერ გადაივლის ეს ყველაფერი. მოვა დრო, როდესაც სხვაგვარი პასუხისმგებლობა დადგება.

- რა შეიძლება ითქვას პუტინის და ტრამპის შეხვედრაზე?

- პუტინი-ტრამპის შეხვედრას მე შევაფასებ ასე, მსოფლიოს კიდევ ერთხელ დაანახეს რუსეთის იმპერიალისტური პოლიტიკა. რუსეთი ითხოვს არა მხოლოდ იმ ტერიტორიებს, რომელსაც ამ წუთს აკონტროლებს, არამედ იმ ტერიტორიებს, რომელიც მას ჰიპოტეტურად სჭირდება. რუსეთს უკრაინის მიმართ რამდენიმე ამოცანა ჰქონდა მიზნად დასახული, თუმცა დღევანდელი მონაცემებით, ვერცერთს ვერ ასრულებს. ნებისმიერი შეთანხმების პირობებში, გარკვეულწილად უკრაინაც დაზარალდება, მაგრამ ის მაინც გამარჯვებული გამოვა. დღეს უკრაინას სერიოზული უსაფრთხოების გარანტიები აქვს და მის მიმართ მხარდაჭერაც დიდია.

- ზელინსკისთან ერთად ვაშინგტონში ჩასული ევროპელი ლიდერებიც ხომ ამის ნათელი მაგალითია, რომ ყველა მის გვერდით დგას და მხოლოდ ომის შეწყვეტის საკითხი ტრამპისა და პუტინის სურვილებით ვერ გადაწყდება.

- რა თქმა უნდა. ევროპას ამ შემთხვევაში მისი უსაფრთხოების ბედიც აწუხებს. დღეს უკრაინა ერთ-ერთი ყველაზე დიდი ევროპული სახელმწიფოა. შესაბამისად, მათ თვალნათლივ ნახეს ყველაფერი. ისიც იციან, თუ რა ამბიციები ამოძრავებს რუსეთს. შესაბამისად, ისინი საკუთარ უსაფრთხოებაზე აპელირებენ და ეს გასაგებია. ამერიკის შეერთებული შტატები ტერიტორიულადაც შორს არის რუსეთისგან, ევროპა კი საკმაოდ ახლოს. რუსეთს აქვს ამბიცია, რომ ჩაყლაპოს ცალკეული ევროპული ქვეყნები და მიიტაცონ მათი ტერიტორიები. ევროპული სახელმწიფოები გადასარევად გრძნობენ იმ საფრთხეებს, რომელიც მოსკოვიდან მოდის. ამიტომ, ამ ფორმით მათი ჩასვლა შეერთებულ შტატებში, ეს არის პირველ რიგში,  უკრაინისთვის გამოხატული უდიდესი სოლიდარობა და, რა თქმა უნდა, ევროპის უსაფრთხოებისთვის გადადგმული ნაბიჯი.

- არის შანსი, რაღაც გამოვიდეს აქედან და კონკრეტულ საკითხებზე შეთანხმდნენ?

- გარკვეულწილად ტრამპს მოუწევს ევროპისთვის ანგარიშის გაწევა. სხვა შემთხვევაში, ის ძალიან რთულ სიტუაციას მიიღებს. გააბრაზებს მთავარ მოკავშირეებს ევროკავშირის სახით და მსოფლიოში მის ნომერ პირველ მოკავშირეს, დიდ ბრიტანეთს.  რა თქმა უნდა, ყველას სურვილია დასრულდეს ეს ომი და შეწყდეს ცეცხლი, მაგრამ თუ ისევ პუტინს მოუწია ბრძანებების გაცემა, როგორ უნდა დასრულდეს და როგორი უნდა იყოს უკრაინის მომავალი, ამაზე ევროპა არ დათანხმდება!

- ყველა თანხმდება, რომ ეს შეკრება საკმაოდ მნიშვნელოვანია, თუმცა მოვისმინეთ თეა წულუკიანის საკმაოდ მდარე იუმორით გაჯერებული კომენტარი - ზელენსკის ხელის მოსაკიდებელი ადგილი აღარ დარჩაო...

- ცოტა შორიდან დავიწყებ, აგვისტოს ომის დროს, ჩვენ რომ ამხელა მხარდაჭერა გვქონოდა ევროკავშირის მხრიდან, შესაძლოა,  დღეს სულ სხვა მოცემულობა გვქონოდა. მაშინ ევროკავშირი რეალურად არ იყო მზად იმისათვის, რომ სწორად გაეაზრებინა ის პოლიტიკა. დღეს ევროპა საკუთარ უსაფრთხოებას უყურებს აბსოლუტურად სწორად, გააზრებულად და ხელის მოსაკიდებელი ადგილი რომ არ დარჩა, ეს დიდი პატივია! ეს მეტყველებს იმაზე, რომ ზელენსკი, როგორც პოლიტიკური ფიგურა, არის საკმაოდ მნიშვნელოვანი პერსონა. ყველა სახელმწიფო ინატრებდა ასეთ თანადგომას, რა თანადგომასაც დღეს უკრაინა იღებს. გიჟი თავისუფალიო, ხომ გაგიგიათ? ამ შემთხვევაში ვინ არის მხარდაჭერილი,  ვინ მიტოვებული და მიგდებული, ამას კარგად ვხედავთ! საქართველოში ევროპელებს საერთოდ არანაირი ინვესტიციის განხორციელება აღარ უნდათ. ახლა ამ ფონზე ვიღაცას რაღაცაზე დასცინო,  ეს წულუკიანის დაცინვა კი არ არის, ეს არის „ქართული ოცნების“ მესიჯბოქსი, რომელსაც წულუკიანი საკმაოდ ცინიკურად ახმოვანებს. რაზეა საუბარი?! იმაზე, რომ ათასობით ადამიანი იხოცება ორივე მხარეს და ამ შემთხვევაში ევროპელი ლიდერები მხარს უჭერენ უკრაინას და ეს არის სასაცილო?! ბავშვები რომ იხოცებიან ლამის ყოველ დღე და ამ ომის დასრულების გზების ძიება რომ მიდის, ეს არის სასაცილო?!

- რა პოლიტიკური ვითარება დღეს ჩვენს ქვეყანაში? „ოცნებაყველაფრის მიუხედავად, აქტიურ წინასაარჩევნო კამპანიაშია. ვისმენთ შეფასებებს, რომ ოპოზიციაშიც არ არის სახარბიელო მდგომარეობა, მხარდაჭერა სულ უფრო მცირდებაო. რა მოლოდინი გაქვთ, როგორი შემოდგომა გველის?

- ვიცით, რომ გახარია და "ლელო" მიდიან ამ არჩევნებზე, შესაბამისად, ეს ორად გაყოფილი პოზიცია, ბოიკოტისა და არჩევნებში შესვლის, რეალურად ასე დარჩება. მე რასაც ვუყურებ, ლევან ხაბეიშვილს აქვს ხალხში ძალიან დიდი მხარდაჭერა. მესმის ძალიან ბევრი პოზიტიური გამოხმაურება. რა თქმა უნდა, ჩვენ საკმაოდ მძიმე და ცხელი შემოდგომა გვექნება. მიუხედავად იმისა, რომ მე მივეკუთვნები იმ ადამიანების რიგს, ვინც სწორად არ მიიჩნევს არჩევნებში შესვლას, თუმცა დღევანდელი სურათიდან გამომდინარე, ეს ორი ფრთა, როგორც არჩევნებში შესვლის მომხრე, ისე ბოიკოტში მყოფი საზოგადოება, გარკვეულ კონფიგურაციებს შეცვლის. ზოგადად პოლიტიკაში პროგნოზების გაკეთება უმადური საქმეა, რადგან ქართველი პოლიტიკოსები არიან არაპროგნოზირებადები, შესაბამისად, მათი მწყობრი ნაბიჯების გააზრება აბსოლუტურად შეუძლებელია. თუმცა საზოგადოებაში არსებული განწყობის გათვალისწინებით, ბიძინა ივანიშვილსა და „ქართულ ოცნებას“ საკმაოდ ცხელი შემოდგომა ელოდება.

- ექნება ამას ლოგიკური დასასრული?

- მთელი ის პროცესები, რომელიც დაიწყო აპრილ-მაისში, საგარეო თუ საშინაო კუთხით და მიმდინარეობს დღემდე, თვალნათლივ მეტყველებს იმაზე, რომ ამას ლოგიკური დასასრული უნდა ჰქონდეს. უმძიმესი ეკონომიკური მდგომარეობა გვაქვს, ადამიანები შიმშილის ზღვარზე არიან. არ ვსაუბრობ ტუჩებდაბერილი და გაბზეკილ კასტაზე და მათ დროსტარებაზე. არც ბიუჯეტის ქურდებზე და მათ ოჯახებზე მაქვს საუბარი. თუმცა ისიც ძალიან კარგადაა შესამჩნევი, რომ არც მათთან არის ერთმნიშვნელოვანი კეთილგანწყობა. ყველა მილიონერი შეშინებულია, განსაკუთრებით იმ ფონზე, რასაც ჩვენ ვუყურებთ. ბიძინა ივანიშვილმა „თავისი ნაზარდი შვილების“ ჭამა დაიწყო. როცა საკუთარ შვილებს ჭამს, იქ ვიტია ჯაფარიძე და დანარჩენები რაში ენაღვლება?! როცა მოშივდება, მაშინ გადაყლაპავს. გეუბნებით, ეს ადამიანები, შიშით იძინებენ და შიშით იღვიძებენ. ძალიან ბევრმა უკვე გადაიხადა მილიონები, თუმცა ამით არ დამთავრებულა, ახლა ამ ადამიანებს არჩევნების დაფინანსება დაავალეს. ვნახავთ რამდენ მილიონს აახევენ თეთრად თუ შავად.

სამყაროს კანონზომიერებაა, რომ ბოროტი კეთილზე ვერასდროს იმარჯვებს. ჩემთვის კი ბოროტი ძალაა „ქართული ოცნება“, რომელმაც ქართველ ხალხს საქართველოს კონსტიტუცია თავზე გადაახია, ყველა სხვა უბედურებასთან ერთად. სამყარო ამას ივანიშვილს კი არა, არავის არ აპატიებს! ჩვენ ვნახავთ ივანიშვილს ნერონზე უარეს დღეში! მე გეუბნებით ამას.

 

ნონა  ცაბაძე

ახალი თაობა

ყველას ნახვა
ყველას ნახვა