ევროკომისიის პრესსპიკერი - ევროკავშირი მხარს უჭერს ელენე ხოშტარიას და ყველა უსამართლოდ დაკავებულ პოლიტპატიმარს საქართველოში
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა - ლარიზაციის დინამიკა კვლავ გრძელდება
თიბისი ტექსკოლაში უფროსკლასელების რეგისტრაციები დაიწყო
პროკურატურამ მკლავჭიდელ ქალს, ხატია ვიბლიანს არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტზე ბრალდება წარუდგინა
ალეკო ელისაშვილი - ვითხოვთ განმარტებებს საგარეო უწყებისგან, რა ნაბიჯებს დგამს იმისთვის, რომ გიორგი კინოიანი არ გადაეცეს რუსეთს
ალეკო ელისაშვილი - წარმოგიდგენიათ რა ბოდვაში ვცხოვრობთ? - იმ ბანერის დაზიანების გამო იჭერენ ხალხს, კალაძეს რომ თვალები დაუყვლეფია
საქართველოში ამინდი გაუარესდება
გიორგი ბარამიძე - 4 ოქტომბერს მოვაწყობთ მშვიდობიან რევოლუციას!

ალეკო ელისაშვილი - წარმოგიდგენიათ რა ბოდვაში ვცხოვრობთ? - იმ ბანერის დაზიანების გამო იჭერენ ხალხს, კალაძეს რომ თვალები დაუყვლეფია

16.09.2025 ნახვები: 235

 

კალაძე ასეულობით მილიონს იპარავს და არავის არაფერი მოუთხოვია, ვითომ კორუფციას რომ ებრძვიან და ჩანჩურებს იჭერენ... ბანერის დაზიანების გამო, რომ დაუყვლეფია იმ ბანერზე თვალები კალაძეს, ბოტოქსებიანი სიფათით რომ მოგვჩერებია, მაგის გამო იჭერენ ხალხს. წარმოგიდგენიათ, რა ბოდვაში ვცხოვრობთ?! - ასე ეხმაურება „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას დაკავებას.

როგორც ელისაშვილმა აღნიშნა, „ეს მარაზმი უნდა დავასრულოთ“.

„დაუჯერებელი რაღაცები ხდება. კალაძე იპარავს ასეულობით მილიონს და ამისთვის არავის არაფერი მოუთხოვია, ვითომ კორუფციას რომ ებრძვიან და ჩანჩურებს იჭერენ, სადღაც სატყეოს მოადგილის დამკვრელებს. ამ დროს კალაძე ასეულობით მილიონს იპარავს, მთელი „ქართული ოცნება“ იპარავს და ამის გამო არავინ არავის იჭერს. ბანერის დაზიანების გამო, რომ დაუყვლეფია იმ ბანერზე თვალები კალაძეს, ბოტოქსებიანი სიფათით რომ მოგვჩერებია, მაგის გამო იჭერენ. წარმოგიდგენიათ, რა ბოდვაში ვცხოვრობთ?! მარაზმია სადაც აღმოვჩნდით, ეს მარაზმი ამ ქვეყანაში უნდა დავასრულოთ“, - აღნიშნა ელისაშვილმა.

ცნობისთვის, ელენე ხოშტარიამ 14 სექტემბერს, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან, მის ბანერს გაუკეთა წარწერა „რუსული ოცნება“. შესაბამისი ვიდეო სოციალურ ქსელში მან თავადვე გაავრცელა და განაცხადა, რომ ამ ფორმით სოლიდარობას უცხადებს მეგი დიასამიძეს, რომელიც რამდენიმე დღის წინ სწორედ კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების ფაქტზე დააკავეს. მომხდარის გამო ელენე ხოშტარია 15 სექტემბერს დააკავეს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა