ევროკომისიის პრესსპიკერი - ევროკავშირი მხარს უჭერს ელენე ხოშტარიას და ყველა უსამართლოდ დაკავებულ პოლიტპატიმარს საქართველოში
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა - ლარიზაციის დინამიკა კვლავ გრძელდება
თიბისი ტექსკოლაში უფროსკლასელების რეგისტრაციები დაიწყო
პროკურატურამ მკლავჭიდელ ქალს, ხატია ვიბლიანს არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტზე ბრალდება წარუდგინა
ალეკო ელისაშვილი - ვითხოვთ განმარტებებს საგარეო უწყებისგან, რა ნაბიჯებს დგამს იმისთვის, რომ გიორგი კინოიანი არ გადაეცეს რუსეთს
ალეკო ელისაშვილი - წარმოგიდგენიათ რა ბოდვაში ვცხოვრობთ? - იმ ბანერის დაზიანების გამო იჭერენ ხალხს, კალაძეს რომ თვალები დაუყვლეფია
საქართველოში ამინდი გაუარესდება
გიორგი ბარამიძე - 4 ოქტომბერს მოვაწყობთ მშვიდობიან რევოლუციას!

ალეკო ელისაშვილი - ვითხოვთ განმარტებებს საგარეო უწყებისგან, რა ნაბიჯებს დგამს იმისთვის, რომ გიორგი კინოიანი არ გადაეცეს რუსეთს

16.09.2025 ნახვები: 201

რუსეთის მიერ ძებნილმა საქართველოს მოქალაქემ, გიორგი კინოიანმა სომხეთის საზღვარი გადაკვეთა და ახლა პატიმრობაშია - საგარეო საქმეთა სამინისტროსგან ვითხოვთ განმარტებებს, რა ნაბიჯებს დგამს იმისთვის, რომ ის რუსეთს არ გადაეცეს, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა ამავე კოალიციის წარმომადგენელთან, ვატო სურგულაძესთან ერთად საგარეო საქმეთა სამინისტროს წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ელისაშვილის თქმით, გიორგი კინოიანმა არ იცოდა, რომ ის რუსეთის მიერ ძებნილი იყო.

„კანცელარიაში დავტოვეთ წერილი და საგარეო საქმეთა სამინისტროსგან ვითხოვთ ოფიციალურ განმარტებებს, თუ რას აკეთებს ჩვენი საგარეო პოლიტიკური უწყება იმისთვის, რომ გამოვიხსნათ სომხეთში დაპატიმრებული, ძალიან მაგარი ვაჟკაცი ბიჭი, საქართველოს მოქალაქე, გიორგი კინოიანი. ის უკრაინაში მოხალისედ იბრძოდა. მას დონეცკის სასამართლომ 7-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა და როგორც ირკვევა, ის რუსეთის მიერ იძებნებოდა. მან არ იცოდა, რომ ძებნილი იყო. გადაკვეთა სომხეთის საზღვარი, ჩვენმა მესაზღვრეებმა ის საქმის კურსში არ ჩააყენეს და ახლა პატიმრობაშია. რუსეთი მის გადაცემას ითხოვს. არავითარ შემთხვევაში ეს არ უნდა მოხდეს. მიუხედავად იმისა, რომ სულგაყიდული მოღალატეები არიან, მჯერა, რომ ამ უწყებაში სხვა პატიოსანი, პროფესიონალი ადამიანები მუშაობენ მმართველ პოზიციაზე. ამ ხალხმაც და საქართველოში არავინ არ უნდა დაუშვას, რომ რუსეთს გადაეცეს საქართველოს მოქალაქე და ის მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდეს. ჩვენ ოფიციალურად ვითხოვთ განმარტებებს საგარეო საქმეთა სამინისტროსგან, რა კონკრეტულ ნაბიჯებს დგამს ან გადადგა, რათა ეს ბიჭი საქართველოში დაბრუნდეს და არ გადაეცეს რუსეთს. ამასთან, რა ნაბიჯებს დგამს იმისთვის, რომ უკრაინაში ნაომარ ათასობით ქართველს მსგავსი საფრთხე და პრობლემა არ ჰქონდეს“,- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ბრიფინგზე ასევე, ისაუბრა კოალიციის ერთ-ერთმა წარმომადგენელმაც, ვატო სურგულაძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ „დიახაც, მოვითხოვთ ეს გმირი ადამიანი, გიორგი, დაბრუნდეს საქართველოში და არ გადაეცეს რუსულ ფაშისტებს, სადაც, ალბათ, თუ ციხეში მოხვდა, იცით, როგორ პირობებში იქნება, საერთოდ თუ გადარჩება“.

IPN

ყველას ნახვა
ყველას ნახვა