ლიეტუვამ სავიზო სანქციები საქართველოს კიდევ 10 მოქალაქეს დაუწესა, მათ შორის არიან მოსამართლეები, პროკურორები, მარიამ ლაშხი და ნინო წილოსანი, რაჟდენ კუპრაშვილი და სულხან თამაზაშვილი
დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინისთვის მიცემულ 50-დღიან ვადას 10 ან 12 დღემდე ამცირებს
თიბისი კონცეპტი და Visa თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის მხარდამჭერები არიან
თიბისის განათლების შესაძლებლობები სტუდენტებისთვის: გაიცანით მარიამ სტურუა
გიორგი ვაშაძე - დროზე დავიწყოთ კონსულტაციები ერთიანი წინააღმდეგობის ცენტრის შესაქმნელად, ესაა ის, რასაც ხალხი ითხოვს
გოჩა მირცხულავა: "ოცნებაში“ ყველას ცუდად აქვს საქმე, გარკვეული პირები ცხოვრებისა და არსებობის უფლებას დროებით ყიდულობენ"
BBC - ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა სავაჭრო შეთანხმების ჩარჩოს მიაღწიეს
Border guards show how they use Vampire drones to destroy Russian positions

გოჩა მირცხულავა: "ოცნებაში“ ყველას ცუდად აქვს საქმე, გარკვეული პირები ცხოვრებისა და არსებობის უფლებას დროებით ყიდულობენ"

28.07.2025 ნახვები: 540

"კალაძე საკუთარ უსაფრთხოებას ბიტკოინებით იყიდის"

 

"მდინარაძე შემსრულებელია იმ დავალებების, რომელსაც შავად იღებს"

 

„ახალი თაობის“ კითხვებს ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა პასუხობს.

- გოჩა, როგორ აფასებთ ბოლო პერიოდის პოლიტიკურ პროცესებს ქვეყნის შიგნით თუ გარეთ? თქვენთვისაც ცნობილია, რომ ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერებას სერიოზული საფრთხე ემუქრება, თუმცა ხელისუფლებას ეს საერთოდ არ ანაღვლებს. რამდენად იაზრებს ამ საფრთხეს საზოგადოება და როგორია თქვენი მოლოდინი?

- რაც შეეხება ვიზა ლიბერალიზაციასთან დაკავშირებულ პრობლემებს, რატომღაც მგონია, რომ ქართული საზოგადოების გარკვეული ნაწილი შეეგუა იმას, რომ შესაძლოა, ეს მოხდეს. ხოლო მეორე ნაწილი დაამშვიდა იტალიის პოზიციამ  იმასთან დაკავშირებით, რომ იტალია და კიდევ რამდენიმე ქვეყანა წინააღმდეგი არიან ვიზა ლიბერალიზაციის შეწყვეტის. მათი პოზიციაა, რომ ქართველი ხალხი არ უნდა დაისაჯოს ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერებით.

თუმცა უმცირესობას წარმოადგენენ ასეთი ქვეყნები. დიახ, რაოდენობრივად მეორე მხარეს მეტი ქვეყანაა და იტალიისა და კიდევ რვა სახელმწიფოს გარეშეც მოაგროვებენ ამ ხმებს. რატომღაც მშვიდად არის ჩვენი საზოგადოება და ამ მოსალოდნელ საფრთხეზე არ რეაგირებს. ფაქტი რომ დადგება და მერე ვიხმაურებთ, ეს მოცემულობას ვეღარ შეცვლის. ეს იქნება ერთ-ორდღიანი ხმაური, ორთქლს გამოუშვებენ და მერე ამასაც შეეგუებიან.

 „ქართული ოცნების“ სტრატეგიაც სწორედ ეს არის. ისინი ფიქრობენ, რომ ნამდვილად ასე მოხდება და სულაც არ ანაღვლებთ, ვის რა გულისწყრომა ექნება. საკუთარი ბაბლი უკვე შეაჩვიეს იმას, რომ ეს ფაქტი მოხდება. როგორც ჩანს, ეს ხალხი ვერ იაზრებს, თუ რა სიკეთეები მოგვიტანა ვიზა ლიბერალიზაციამ. ვერ ვხედავ,  რომ ამ საფრთხეს ადეკვატურად აღიქვამდეს საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი. გნებავთ ქოცების მხარეს და გნებავთ ამ მხარეს. ე.წ. შუაშისტებზე და ჩუმად მყოფ ადამიანებზე, საერთოდ ლაპარაკიც არ ღირს. ისინი არც მკვდრებში წერიან და არც ცოცხლებში. რატომ აქვს ვინმეს ამ სეგმენტის იმედი, ამას ვერასდროს ვერ ვხვდები.

- თქვენ რა მოლოდინი გაქვთ? შეჩერდება?

- ჩემი მოლოდინი რამდენიმე ნიუანსზე იქნება დაკავშირებული. ჩვენ ცხადად ვიცით დათქმა, რომელიც არსებობს ევროკავშირისგან, ვადა აგვისტოს ბოლომდეა და  შესაბამისად, ევროკომისიამ რაღაც გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. ამ გადაწყვეტილების პროცესი ბიუროკრატიულად რა ვადით გაიწელება და ეს რომ პირველ სექტემბერსვე არ მოხდება, ცხადია. ევროკავშირი ამ თემაზე ან უკვე მუშაობს, ან ინტენსიურად იმუშავებს.

- საუბარია, რომ ამ ფონზე თითქოს გაურკვევლობაა "მეგობარ აქტთან" დაკავშირებით. ითქვა ისიც, რომ შესაძლოა, აღარც მიიღონ. რა ხდება ამ საკითხთან დაკავშირებით?

- არანაირი გაურკვევლობა არ არის. „ქართული ოცნება“ ცდილობს იმ ხალხის დემორალიზაციას, ვინც მათ წინააღმდეგ ბრძოლაშია ჩართული. ეს არის „ოცნების“ და მათი მომხრეების მიერ შემოგდებული ფანდი. არსებობს პროცედურები, მით უფრო ზემო პალატაში, თუ როგორ მიიღება კანონები. ამ კანონების მიღებასთან დაკავშირებით, აუცილებელია კონსენსუსი. თუ კანონი მიიღება დაჩქარებული წესით, მაშინ ასივე სენატორის თანხმობაა საჭირო. ამ ეტაპზე ვიცით მხოლოდ და მხოლოდ ის,  რომ პირველ ეტაპზე სამმა სენატორმა შეაჩერა "მეგობარი აქტის" მიღება. თუმცა ეს ნამდვილად არ გაუკეთებიათ „ოცნების“ და მათი პოლიტიკის მხარდაჭერის გამო. 97 ხმა უკვე აქვს "მეგობარ აქტს" სენატში, მაშინ, როცა 51 ხმითაც შესაძლებელია მისი მიღება! უბრალოდ, ეს დროის საკითხია და ამით თავს ნურავინ დაიმშვიდებს. ყველაფერს აქვს თავისი წესები და ამერიკა თავის კონსტიტუციასა და თამაშის წესებს ვერ შეცვლის იმის გამო, რომ ჩვენ გვეჩქარება!

- რა მოლოდინი გაქვთ, შეძლებს „ოცნება“ დალაგდეს ამერიკის ადმინისტრაციასთან?

- არა! აბსოლუტური სისულელეა იმაზე საუბარი, რომ იქ ელჩი დაინიშნა და დიპლომატიური ეტიკეტის მიხედვით, რაიმე დათბობაზე და დალაგებაზე ვისაუბროთ. თამარ ტალიაშვილის გარდა, 12 ქვეყნის ელჩი იყო იქ, რომელმაც ზუსტად იგივე პროცედურა გაიარა. ამერიკის შეერთებულ შტატებში აგერმანის გადაცემის პროცედურას, ყოველთვის ესწრება საგარეო საქმეთა მინისტრი. ატეხეს აჟიოტაჟი, შეხვედრას ესწრებოდაო, არა, ბატონებო, ეს იყო ფორმალური ცერემონიალი! შეხედეთ რა ხდება ამ ყველაფრის პარალელურად.…

- რას გულისხმობთ?

- სწავლება, რომელიც ახლა ჩვენთან მიმდინარეობს და ამბობენ, რომ ეს არის ნატოს სწავლება. ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების მიერ, ჯერ კიდევ ორი წლის წინ დაგეგმილი სამხედრო სწავლება. წლებია ჩვენთან ნატოს სწავლებები არ გამართულა, არც ეს არის ნატოს სწავლება. ეს არის ამერიკა-საქართველოს სწავლება, სადაც ამერიკული მხარე, როგორც ინიციატორი, იწვევს სხვა მონაწილეებსაც და თქვენ წარმოიდგინეთ რა ხდება, ამ სამხედრო სწავლებას არ დაესწრო არა თუ მთავარსარდლად წოდებული პრეზიდენტი, არ დაესწრო „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი, არ დაესწრო თავდაცვის მინისტრი და  არც გენერალური შტაბის უფროსი. ამ პირობებში მეუბნებით, რომ მათ ამერიკის შეერთებულ შტატებთან რაიმე ტიპის ურთიერთობის გაუმჯობესება სურთ?! ან ამერიკაში ამ დამოკიდებულებას ვერ ხედავენ?!

- გოჩა, რას იტყვით „ოცნების“ შიდა პოლიტიკაზე? ვხედავთ, რომ ემზადებიან ადგილობრივი არჩევნებისთვის. იქ დაპატიმრებულ ოპოზიციონერ ლიდერებს შეწყალებას სთავაზობენ. რა გეგმა აქვთ მათ?

- „ოცნებას“ ახლა ყველაზე მეტად ერთადერთი რამ უნდა, საკუთარი ხელისუფლების ლეგიტიმაცია. ამისთვის ნებისმიერი შანსის გამოყენება სურს ყველა იმ ფორმით, რომელიც მისთვის მისაღები იქნება. მიუხედავად  იმისა, რომ ირაკლი კობახიძემ ფეხქვეშ გათელა ადამიანის უფლებები და დაპატიმრებულებს წინასწარ დამნაშავეები ეძახა ამ ფონზე, ამის პარალელურად ჩვენ ვნახეთ რამდენიმე განცხადება, რომ თითქოს ეს იძულებითი ქმედებები იყო და ზუსტად ამ ვადაში ხდება, როდესაც პროკურატურამ მზია ამაღლობელს საპროცესო გარიგებას სთავაზობს. ცდილობენ, დასავლეთს აჩვენონ, რომ აი, ეს ადამიანები სახელმწიფოს საფრთხეს უქმნიდნენ, ჩვენ კი, ნახეთ, როგორი მოწყალე ვართ. მოგვმართოს ქალბატონმა მზიამ და საპროცესოს გავუფორმებთო. საპროცესო შეთანხმება კი ალბათ ყველამ კარგად იცის, რომ დანაშაულის აღიარებას ნიშნავს. აქეთ ეს ე.წ. პრეზიდენტი იხვეწება, რომ დაწერეთ, მომმართეთ, მთხოვეთ, რომ შეგიწყალოთო. იქვე ხომ არ ავიწყდება ვინმეს, ეს რა სასჯელებია და რას გულისხმობს?! ვერცერთი ლიდერი თანამდებობას ვერ დაიკავებს, რისთვის უნდათ არჩევნებში მონაწილეობის მიღება?!

- როგორ ფიქრობთ, დათანხმდება რომელიმე ოპოზიციონერი ლიდერი?

- დათანხმდება თუ არა, ამას რა მნიშვნელობა აქვს?! ვერცერთი ლიდერი თვითონ ვერ იყრის კენჭს ქალაქის მერობაზე. ორი წლის განმავლობაში ეკრძალებათ თანამდებობის დაკავება. მაშინ ნასამართლეობა უნდა მოუხსნან. მოკლედ დიდ გაუგებრობაში არიან. შეეცადნენ პოლიტიკურად დაევარცხნათ სიტუაცია, მაგრამ ეს არ გამოსდით.

- გოჩა, კალაძე ამტკიცებს, რომ კვლავაც მე ვიქნები თბილისის მერი და „ოცნების“ კანდიდატიო, თუმცა ბოლო პერიოდია, არცთუ სახარბიელო მდგომარეობაშია. თუკი რამ ცუდი მოხდა თბილისში, ყველაფერი მისი პასუხისმგებლობაა და მის სახელს დაუკავშირდა. როგორ ფიქრობთ, რა ბედი ელის მას? როგორ აქვს საქმე?

- კალაძეს კი არა, „ოცნებაში“ ყოველთვის ყველას ცუდად აქვს საქმე, ვიდრე გარკვეული პირები, ცხოვრებისა და არსებობის უფლებას არ ყიდულობენ. რამდენი ხნით იყიდა და დალაგდა კალაძე ბიძინა ივანიშვილთან, ეს ჩემთვის ჯერჯერობით უცნობია. ბერასთან კარგი ურთიერთობა ვერ უშველის მას. თუ დააყენეს მისი კანდიდატურა, ცხადი იქნება, რომ საკუთარ წინასაარჩევნო კამპანიასაც თავად დააფინანსებს და გარდა ამისა, ჩემოდნებით და საკუთარი ბიტკოინებით გადაიხადა საკუთარი უსაფრთხოებისა თუ თავისუფლებაზე ყოფნისთვის. მძევლად ყოფნა ზუსტად იმას ნიშნავს, რა მდგომარეობაშიც ახლა კალაძე იმყოფება. არა მხოლოდ კალაძე, საკმაოდ ბევრი ადამიანია მის დღეში.

- საუბრობენ, რომ მამუკა მდინარაძეც საეჭვოდ დაიარება თურქეთში, მას რა დავალება აქვს? რიჟვაძე უნდა გააჩუმოს?

- მდინარაძე შემსრულებელია იმ დავალებების, რომელსაც ის შავად იღებს.  მდინარაძე შეხვდება თუ არა თურქეთში რიჟვაძეს, ან მისი ოჯახის წევრებს, თუნდაც იმ გარანტიის მისაღებად, რომ ჩვენ გავჩერდებით და შენ კი, ის, რაც მოხდა მედიას, ოპოზიციას და შენზე განხორციელებულ ბულინგს დააბრალე. ამ განცხადებას გააკეთებინებენ თუ არა, ამას შედეგით ვნახავთ. მე არც იმას გამოვრიცხავ, რომ მდინარაძეს ფარული შეხვედრები ჰქონოდა. ზოგი იმასაც იტყვის, ოჯახთან ერთად იყო დასასვენებლადო, მაგრამ ამ დროს ქოცებისთვის ოჯახი კარგი ფარი და საშუალებაა. ძალიან კარგად ვიცით, ეს ადამიანები საკუთარ ოჯახებს როგორ იყენებენ. დაველოდოთ, ადრე თუ გვიან, ყველაფერი გამოჩნდება. ერთს ვიტყვი, რაც არ უნდა ქნას „ოცნებამ“, რა გზითაც არ უნდა იაროს, 4 ოქტომბერი არ იქნება იოლი დღე ქართულ-ქოცური სახელმწიფო სისტემისთვის!

ნონა ცაბაძე

ახალი თაობა

ყველას ნახვა
ყველას ნახვა