ლუკა ჯაბუა - დიდი ხნით ციხეში ყოფნა არ მეშინია, მე მეშინია იმის, რომ ამ დიდი ხნის შემდეგ ქვეყანა არ აღმოჩნდეს ისეთ სიტუაციაშია, საიდანაც ამოსვლას უფრო დიდი ხანი მოუნდება
თბილისში შვილმა მამა დაჭრა
ჯანო არჩაია - 90-იან წლებში ჩვენ ფორმიანებს „ძაღლს“ ვეძახდით, დღეს თქვენ ძაღლებიც არ ხართ. სიმართლისთვის ვისჯებით და რაც გინდათ ის მოგვისაჯეთ
გიორგი ტერიშვილი - ყველაზე დიდი დამნაშავე არის „ქართული ოცნების“ პრემიერი და პროკურატურა, რომელიც ზის ახლა ჩვენ წინ და თავს ვერ სწევს - ასე იქნებით მთელი ცხოვრება, თავს ვერ აწევთ!
ონისე ცხადაძე - ჩემთან რაც დააშავეთ, მიპატიებია, მაგრამ ქვეყანას რასაც უშავებთ, ნურას უკაცრავად
ანდრო ჭიჭინაძე მოსამართლეს და პროკურორებს - ჩემი მხრიდან გპატიობთ იმას, რასაც ჩემ მიმართ ამდენი ხნის განმავლობაში აკეთებდით
ნონა ქურდოვანიძე - ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება აბსურდულია
მამუკა მდინარაძე - „მშვიდობიანი დამხობა“ იცით როგორი ტერმინია? „კეთილი სააკაშვილი“, დაახლოებით ასეთი ოქსიმორონია

ნონა ქურდოვანიძე - ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება აბსურდულია

03.09.2025 ნახვები: 217

საია-ს თავმჯდომარის ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება აბსურდულია.

როგორც ქურდოვანიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, გამოძიების დაწყების მიზანი არასამთავრობო ორგანიზაციებზე ზეწოლის მოხდენა და მათი დაშინებაა.

„ზოგადად, ის ბრალდება, რასთან დაკავშირებითაც მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება, არის ძალიან აბსურდული. არასამთავრობო ორგანიზაციების შესყიდვების დოკუმენტაცია, რაც საჯაროდ გამოქვეყნდა, მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ ეს ნივთები არ შეიძლება რაიმე სახის აკრძალულ ნივთებად ჩაითვალოს. განსაკუთრებით იმ პერიოდში, როდესაც ის არის შესყიდული. მაშინ ასეთი აკრძალვები კი არ არსებობდა, მათ შორის მაგალითად, სახის დაფარვასთან დაკავშირებით. ასე, რომ ეს ბრალდება მთლიანად აბსურდულია და ამას აქვს ზეწოლის, დაშინების მიზანი.დაუშვებელია, სახელმწიფო ასე იქცეოდეს და უპირისპირდებოდეს საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფს, იქნება ეს არასამთავრობო ორგანიზაცია, მედია თუ ასე შემდეგ“, - განაცხადა ქურდოვანიძემ.

ამასთან, მან „სამართლიანი არჩევნების” ყოფილი ხელმძღვანელის ნინო დოლიძის მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოკითხვაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მან ყველა კითხვაზე პასუხი ამომწურავად გასცა.

„ნინო დოლიძემ უპასუხა კითხვებს, რაც პროკურატურას ჰქონდა. ყველა კითხვაზე ამომწურავად გასცა პასუხი. ეს კითხვები ძირითადად შეეხებოდა ზოგადად ორგანიზაციის საქმიანობას, მათ შორის იმას, აკვირდებოდნენ თუ არა აქციებს, მათ შორის არჩევნებს, როგორც სადამკვირვებლო ორგანიზაცია. რა შეიძლება ამას მოჰყვეს ვერ გეტყვით იმიტომ, რომ ის ინფორმაცია, რაც პროკურატურას სჭირდებოდა, ნინო დოლიძის მხრიდან ამომწურავად არის პასუხგაცემული. მე დღევანდელ პროცესში ვმონაწილეობდი, როგორც ადვოკატი“,- განაცხადა ქურდოვანიძემ.

ცნობისთვის, 27 აგვისტოს პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, სადაც აღნიშნული იყო, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ (ა)იპ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" , ა(ა)იპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის", ა(ა)იპ „დემოკრატიის მცველების" , ა(ა)იპ „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" , ა(ა)იპ „საფარის" , ა(ა)იპ „სოციალური სამართლიანობის ცენტრის" საბანკო ანგარიშებზე ყადაღების დადების თაობაზე პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა