ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კიკნაძესა და სერგეი კუხარჩუკს 2-2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
UK imposes new sanctions on Russia over illegal deportation of Ukrainian сhildren
UK defense secretary visits site of Russian strike on British Council in Kyiv
Russia launches over 500 drones and 24 missiles against Ukraine – Zelensky
Trump again says he is disappointed in Putin
ვალერი თეთრაშვილი - პროკურორებმა მინდა იცოდეთ, ძალიან დიდ ძალისხმევას ვხარჯავ, რომ თან გიყუროთ და თან სიმშვიდე შევინარჩუნო
ირაკლი ქერაშვილი - იმის მიუხედავად, რომ პროკურატურა ბოროტებას სჩადის, მომავალში სავარაუდოდ, გადავიკვეთებით როგორც ექიმი და პაციენტი
რუსლან სივაკოვი - ბრალდება სრული აბსურდია - გაუმარჯოს საქართველოს, თავისუფლება პოლიტპატიმრებს, დიდება უკრაინას

ლუკა ჯაბუა - დიდი ხნით ციხეში ყოფნა არ მეშინია, მე მეშინია იმის, რომ ამ დიდი ხნის შემდეგ ქვეყანა არ აღმოჩნდეს ისეთ სიტუაციაშია, საიდანაც ამოსვლას უფრო დიდი ხანი მოუნდება

03.09.2025 ნახვები: 229

არ მეშინია დიდი ხნით ციხეში ყოფნა, მე მეშინია იმის, რომ ამ დიდი ხნის შემდეგ ქვეყანა არ აღმოჩნდეს ისეთ სიტუაციაშია, საიდანაც ამოსვლას უფრო დიდი ხანი მოუნდება - ისეთივე დარწმუნებული ვარ ჩემს უდანაშაულობაში, როგორც აქციების პირველ დღეებში, - ამის შესახებ პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულმა ლუკა ჯაბუამ დასკვნითი სიტყვისას სასამართლოში განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მისი პროტესტი გამოიხატებოდა კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლებებით და არ ცდებოდა მათ.

„დიდი იმედი არ მაქვს, მით უმეტეს გუშინდელი განაჩენის მერე, რომ რაიმე დადებითი მოხდეს, დიდი ხანია ამ ინსტიტუტების ნდობა დაკარგული მაქვს, მინატრია ბევრჯერ და მისაუბრია, ნეტა ამერიკულ ფილმებში რომაა ასეთი იყოს სასამართლო - მეთქი... მე არ მეშინია დიდი ხნით ციხეში ყოფნა, მე მეშინია იმის, რომ ამ დიდი ხნის შემდეგ ქვეყანა არ აღმოჩნდეს ისეთ სიტუაციაშია, საიდანაც ამოსვლას უფრო დიდი ხანი მოუნდება... არ მინდა ჩემს შვილებს მოუწიოთ უკანონობის გადატანა.

სხვათა შორის, ჩემი ბინა არ მოეწონათ... სად ცხოვრობო.... მიპოვეს ევროკავშირის დროშა: „ნწ ნწ ნწ, ეს რა ჰქონიაო“, ამის შემდეგ მკითხეს, სად არის „მოლოტოვიო“. მომიგეს, შენი გაუბედურება რომ მინდოდეს, ამაზე მარტივი არაფერი იქნებოდაო. მინდა მივმართო: - ვაი, თქვენს პატრონს! ტელეფონი პინკოდით გადავეცი და დაიწყეს „ჩატების“ თვალიერება. შეამჩნიეს ჩემი ფოტოები აქციაზე. მანქანაში სცადეს იქნებ რამე ვათქმევინოთო: „ჰა, ბიჭო თქვით, თორემ გაგცხებთო“.... განყოფილებაში ერთი ცოლშვილიანი მამაკაცი იყო, რომელზეც ამბობდნენ, „ბარიგობისთვის" დავიჭერთო....მომიჯდა გვერდით და ბისექსუალური ხომ არ ხარო? არა - მეთქი, არა, მე ვარო და შენც ხომ არ ხარო, მაინტერესებდაო. 2024 წელი 28 ნოემბერი, პრემიერად გაფორმებული კაცი აკეთებს განცხადებას, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციის 78-ე მუხლთან, უარყოფს წინაპრების მონაპოვარს და ქართველი ხალხის ნებას...

ჩემი პროტესტი გამოიხატებოდა კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლებებით და არ ცდებოდა მათ, მიუხედავად იმ ძალადობისა, რასაც ადგილი ჰქონდა პოლიციელების მხრიდან... არიან ადამიანები, რომლებმაც უკარგესი ადამიანის, უკეთილესი ადამიანის ახობაძის გათავისუფლება საერთო ზეიმად აქციეს, მზიას პატიმრობა კი საერთო გულისტკენის მიზეზი გახდა, ახლა თქვენ განსაჯეთ, რომელი მხარეა ნათელი... ისეთივე დარწმუნებული ვარ ჩემს უდანაშაულობაში, როგორც აქციების პირველ დღეებში. „შკოდებით“ მითვალთვალებდნენ... ვაგრძელებდი აქციაზე სიარულს. დარწმუნებული ვიყავი, რომ არაფერს ისეთს არ ვაკეთებდი, რაც საფუძველს მისცემდა მათ გავესამართლებინე. ეს რომ ვიცოდი და მეგობრებს ვწერდი, არც მივმალულვარ, ჯერ ერთი არაფერი დამიშავებია და რომც დამეშავებინა არ ვაპირებდი პასუხისმგებლობას გავქცეოდი. დაკავების ღამეს, როცა შეკვეთის ასაღებად გავედი, დავინახე პოლიციელები, რომლებიც უნიჭოდ მოეფარნენ მანქანას... ხელებაწეული მივეგებე მათ, 10-მდე პოლიციელი გაჩნდა, შემბოჭეს და რომ ვკითხე რატომ მაკავებდნენ, მითხრეს, თურმე უბნებში ვიღაცები მანქანებს ტეხავდნენ და უნდა გადავემოწმებინე მე ხომ არ ვიყავი“,- განაცხადა ლუკა ჯაბუამ, რომლის სიტყვასაც „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს.

IPN

ყველას ნახვა
ყველას ნახვა