ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კიკნაძესა და სერგეი კუხარჩუკს 2-2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
UK imposes new sanctions on Russia over illegal deportation of Ukrainian сhildren
UK defense secretary visits site of Russian strike on British Council in Kyiv
Russia launches over 500 drones and 24 missiles against Ukraine – Zelensky
Trump again says he is disappointed in Putin
ვალერი თეთრაშვილი - პროკურორებმა მინდა იცოდეთ, ძალიან დიდ ძალისხმევას ვხარჯავ, რომ თან გიყუროთ და თან სიმშვიდე შევინარჩუნო
ირაკლი ქერაშვილი - იმის მიუხედავად, რომ პროკურატურა ბოროტებას სჩადის, მომავალში სავარაუდოდ, გადავიკვეთებით როგორც ექიმი და პაციენტი
რუსლან სივაკოვი - ბრალდება სრული აბსურდია - გაუმარჯოს საქართველოს, თავისუფლება პოლიტპატიმრებს, დიდება უკრაინას

გიორგი ტერიშვილი - ყველაზე დიდი დამნაშავე არის „ქართული ოცნების“ პრემიერი და პროკურატურა, რომელიც ზის ახლა ჩვენ წინ და თავს ვერ სწევს - ასე იქნებით მთელი ცხოვრება, თავს ვერ აწევთ!

03.09.2025 ნახვები: 218

არანაირი დანაშაული არ მიმიძღვის. ყველაზე დიდი დამნაშავე არის „ქართული ოცნების” პრემიერი და პროკურატურა, რომელიც ზის ახლა ჩვენ წინ და თავს ვერ სწევს. ასე იქნებით მთელი ცხოვრება, თავს ვერ აწევთ - ჩვენ გვასამართლებენ საქართველოს სიყვარულის გამო, ჩვენ გვასამართლებენ იმის გამო, რომ ჩვენ ვიდექით იქ, რომ დაგვეცვა ჩვენი საქართველო, გვინდა ევროპა და არ გვინდა რუსეთი, - ამის შესახებ საპროტესტო აქციაზე დაკავებულმა გიორგი ტერიშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, სადაც ის საბოლოო სიტყვით სარგებლობს.

როგორც ტერიშვილმა აღნიშნა, საქართველოს ბევრი გმირი ჰყავს და ეს მთავრობა მათ სახელს ლახავს.

„მე არანაირი დანაშაული არ მიმიძღვის, ყველაზე დიდი დამნაშავე არის “ქართული ოცნების” პრემიერი და პროკურატურა, რომელიც ზის ახლა ჩვენ წინ და თავს ვერ სწევს. ასე იქნებით მთელი ცხოვრება, თავს ვერ აწევთ... 9 თვეა ვსხედვართ ციხეში, არანაირი მტკიცებულება... 9 თვის განმავლობაში წაგვართვეს ყველანაირი უფლება, შეკერეს ჩვენი საქმეები ისე, როგორც თვითონ უნდოდათ და მაგის თავიც არ აქვთ ნორმალურად შეკერონ...

მინდა პროკურატურას ვუთხრა, აქ გყავდათ მოყვანილი ცრუ მოწმე პოლიციელები, რომლებიც ისხდნენ და თვითონვე რცხვენოდათ თავიანთი თავის, თვითონვე წითლდებოდნენ თავიანთ სიტყვებში...

ცრუ მოწმე პოლიციელებით არის ეს ქვეყანა სავსე, ასეთი მატყუარები არიან. როდესაც ადვოკატმა ჩომახაშვილმა დაუსვა კითხვა ერთ-ერთ ცრუ მოწმეს, მან ვერ გასცა პასუხი, თუ შეიძლება გამიმეორეთო და ამასობაში, მას პროკურორმა მესიჯი მისწერა, რა უნდა ეთქვა, ეს ყველამ კარგად დავინახეთ.. ამიტომ ბატონო მოსამართლე, მეგობრებთან, რომლებიც ჩემ გვერდით სხედან, არანაირი კავშირი არ მქონია, მე ისინი აქ გავიცანი სხდომაზე...

როცა დამაკავეს, გამომძიებელმა ჩამომართვა მობილური, მე თვითონ მივეცი ტელეფონის კოდი. 9 თვე გავიდა, მაგრამ არანაირი მტკიცებულება, რომელიც დაადგენდა, რომ ჩვენ კავშირი გვქონდა ერთმანეთთან, არ ყოფილა. ვერ დაადგენდა, რადგან ჩვენ აქ სხდომათა დარბაზში გავიცანით ერთმანეთი. მინდა ვთქვა ასეთი რაღაც: ჩვენ გვასამართლებენ საქართველოს სიყვარულის გამო, ჩვენ გვასამართლებენ იმის გამო, რომ ჩვენ ვიდექით იქ, რომ დაგვეცვა ჩვენი საქართველო, გვინდა ევროპა და არ გვინდა რუსეთი...

გვყავს მთავრობა, რომელიც იწევს რუსეთისკენ… ჯალათი [თეა] წულუკიანი გამოვიდა და საქართველოს დასდო ბრალი, ასეთი მთავრობა გვყავს და მალე უნდა მოვაშოროთ“, - აღნიშნა გიორგი ტერიშვილმა, რომლის საბოლოო სიტყვასაც „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს.

IPN

ყველას ნახვა
ყველას ნახვა