თიბისის განათლების შესაძლებლობები სტუდენტებისთვის: გაიცანით კესო ლალიაშვილი
War update: 175 combat clashes on front lines in past 24 hours, 50 in Pokrovsk sector
Zelensky after overnight attack: Until diplomacy works, Moscow must face more sanctions
აქციებზე დაკავებული 11 პირის საქმის პროკურორი - კადრებში ჩანან პირები, რომლებიც ახორციელებენ ერთსა და იმავე მოქმედებას პოლიციელების მიმართ, მათი მოქმედებები ქმნის ჯგუფურ დანაშაულს
გრიგოლ გეგელია - გადის აგვისტო და ვხედავთ, რომ არც ევროკავშირისგან მიღებული „დედლაინი“ არ შესრულებულა
სალომე სამადაშვილი - ევროსაბჭოს არცერთი რეკომენდაცია არ შესრულებულა
ლევან ხაბეიშვილი - ივანიშვილი რუსულ მხარესთან აწარმოებს მოლაპარაკებას, რომ ფარცხალაძეზე საქმე აღძრას ლევან ჯანგველაძის მკვლელობასთან დაკავშირებით
ლევან გაჩეჩილაძე გარდაიცვალა

გრიგოლ გეგელია - გადის აგვისტო და ვხედავთ, რომ არც ევროკავშირისგან მიღებული „დედლაინი“ არ შესრულებულა

20.08.2025 ნახვები: 243

ეს ხელისუფლება არ აპირებს ევროპულ ინტეგრაციას, ინსტიტუტების განვითარებას, პოლიტიკური კრიზისის აღმოფხვრას და აპირებს ჩვენი სახელმწიფოსგან შექმნას პრორუსული ნაცრისფერი ჭაობი, რომელიც იქნება კორუმპირებული, ოლიგარქიული და არადემოკრატიული,- ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს” საგარეო მდივანმა გრიგოლ გეგელიამ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 51 დეპუტატის განცხადებას გამოეხმაურა.

მისი შეფასებით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის განცხადება საგანგაშოა და ასახავს ევროპის ქვეყნების საერთო პოზიცია, რომელიც ოთხ სხვადასხვა პოლიტიკურ ოჯახს და 24 სხვადასხვა წევრ სახელმწიფოს პოზიციას წარმოადგენს.

„ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საერთო საგანგაშო განცხადებაა, რომელიც პირველად ისტორიაში მოუწოდებს არამარტო საპარლამენტო ასამბლეას, არამედ მმართველ მინისტრთა კომიტეტს გადახედონ საქართველოს წევრობის საკითხს, რადგანაც ის „დედლაინი“, რომელიც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ჯერ კიდევ 2025 წლის აპრილში მისცა „ქართული ოცნების“ რეჟიმს, გავიდა. „ქართული ოცნების“ რუსულ რეჟიმს მიზანმიმართულად არაფერი არ გაუკეთებია პოლიტიკური კრიზისის აღმოფხვრის მიზნით.

საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ეს ეს 51 ადამიანი აერთიანებს ოთხ სხვადასხვა პოლიტიკურ ოჯახს და წარმოადგენს 24 სხვადასხვა წევრ სახელმწიფოს. შესაბამისად, მათ განცხადებას გააჩნია ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი პოლიტიკური წონა. ნაცვლად იმისა, რომ „ქართულ ოცნებას“ გადაედგა ნაბიჯები და მსოფლიოსთვის ეთქვა, რომ მის მიზნებს და ინტერესებს წარმოადგენს პოლიტიკური კრიზისის აღმოფხვრა, როგორც წერილი ამბობს, სიტუაცია დრამატულად გაუარესდა, მოხდა პოლიტიკური ლიდერების დევნა და დაპატიმრება, სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიაზე თავდასხმა. ეს არწმუნებს მსოფლიოს, რომ „ქართული ოცნების“ რეჟიმის ერთადერთი ამოცანა არის ჩვენი ქვეყნის სრული და საბოლოო საერთაშორისო იზოლირება“, - განაცხადა მან.

ამასთან გეგელია გამოეხმაურა 15 ივლისს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე საქართველოსთან დაკავშირებით დებატებს, რომლის მიხედვითაც, თუ საქართველოს ხელისუფლება 8-პუნქტიან რეკომენდაციებს 31 აგვისტომდე არ შეასრულებს, ვიზალიბერალიზაცია შეჩერდება. მისი თქმით, ხელისუფლება არ აპირებს ევროპულ ინტეგრაციას და აპირებს ჩვენი სახელმწიფოსგან პრორუსული ნაცრისფერი ჭაობი შექმნას.

„გადის აგვისტო და ჩვენ ვხედავთ, რომ არც ის მეორე „დედლაინი“, რომელიც ევროკავშირისგან არის მიღებული, არ შესრულებულა. ეს კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ ეს ხელისუფლება არ აპირებს ევროპულ ინტეგრაციას, ინსტიტუტების განვითარებას, პოლიტიკური კრიზისის აღმოფხვრას და აპირებს ჩვენი სახელმწიფოსგან შექმნას პრო-რუსული ნაცრისფერი ჭაობი, რომელიც იქნება კორუმპირებული, ოლიგარქიული, არადემოკრატიული, რუსული სტილის და უპერსპექტივო. ეს არის ის მომავალი, რაც მათ სურთ თქვენთვის“, - განაცხადა გეგელიამ.

ინფორმაციისთვის, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 51 დეპუტატი დეკლარაციას აქვეყნებს.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2025 წლის 29 იანვარს, საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომლითაც მოხდა საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილების რატიფიცირება იმ პირობით, რომ საქართველო 2025 წლის აპრილისთვის დააკმაყოფილებდა დემოკრატიულ სტანდარტებს, მათ შორის გაათავისუფლებდა პოლიტიკურ პატიმრებს და გამოაცხადებდა ახალ საპარლამენტო არჩევნებს გაუმჯობესებული საარჩევნო პირობებში.

„თუ საქართველო ავტორიტარული კურსის შეცვლის საკითხში პროგრესს არ მიაღწევს, ჩვენ არსებითი საფუძვლით გავასაჩივრებთ საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილებას და მოვუწოდებთ ასამბლეასა და მინისტრთა კომიტეტს, დაიწყონ საქართველოს გაძევების პროცესი“,-აღნიშნულია განცხადებაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა