თიბისის განათლების შესაძლებლობები სტუდენტებისთვის: გაიცანით კესო ლალიაშვილი
War update: 175 combat clashes on front lines in past 24 hours, 50 in Pokrovsk sector
Zelensky after overnight attack: Until diplomacy works, Moscow must face more sanctions
აქციებზე დაკავებული 11 პირის საქმის პროკურორი - კადრებში ჩანან პირები, რომლებიც ახორციელებენ ერთსა და იმავე მოქმედებას პოლიციელების მიმართ, მათი მოქმედებები ქმნის ჯგუფურ დანაშაულს
გრიგოლ გეგელია - გადის აგვისტო და ვხედავთ, რომ არც ევროკავშირისგან მიღებული „დედლაინი“ არ შესრულებულა
სალომე სამადაშვილი - ევროსაბჭოს არცერთი რეკომენდაცია არ შესრულებულა
ლევან ხაბეიშვილი - ივანიშვილი რუსულ მხარესთან აწარმოებს მოლაპარაკებას, რომ ფარცხალაძეზე საქმე აღძრას ლევან ჯანგველაძის მკვლელობასთან დაკავშირებით
ლევან გაჩეჩილაძე გარდაიცვალა

სალომე სამადაშვილი - ევროსაბჭოს არცერთი რეკომენდაცია არ შესრულებულა

20.08.2025 ნახვები: 206

ცხადია, რომ პოლიტიკურ დღის წესრიგში, ადრე თუ გვიან დადგებოდა საკითხი, რაც ეხება საქართველოს ევროსაბჭოდან გარიცხვის საკითხს - ის, რომ ეს საკითხი დღის წესრიგში დადგა, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქისთვის უზარმაზარი განგაშის ზარი უნდა იყოს,- ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რომელიც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 51 დეპუტატის განცხადებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, „ჩვენ ქვეყანას მართავს რეჟიმი, რომელიც არის ვლადიმერ პუტინის რუსული რეჟიმის გაგრძელება საქართველოში“.

„ევროსაბჭო ეს არის პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ევროპული გაერთიანება, რომელშიც ჩვენ გავწევრიანდით მრავალი წლის წინ. ფაქტობრივად, აქედან დაიწყო საქართველოს გზის გაკვალვა ევროკავშირში გაწევრიანებისკენ და ევროპული სივრცისკენ. დღეს, ჩვენ ქვეყანას მართავს რეჟიმი, რომელიც ფაქტობრივად არის ვლადიმერ პუტინის რუსული რეჟიმის გაგრძელება საქართველოში, ეს ცხადყო მათ შორის, იმან, რომ ევროსაბჭოს არცერთი რეკომენდაცია და მოთხოვნა დღემდე შესრულებული არ არის, პირიქით, ყველა ნაბიჯი საწინააღმდეგოდ არის გადადგმული. ცხადია, რომ პოლიტიკურ დღის წესრიგში, ადრე თუ გვიან დადგებოდა საკითხი, რაც ეხება საქართველოს ევროსაბჭოდან გარიცხვის საკითხს. საბედნიეროდ, ეს არ იქნება მარტივი პროცედურა, ამაზე მსჯელობას დასჭირდება დიდი დრო. ის, რომ ეს საკითხი დღის წესრიგში დადგა, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქისთვის უზარმაზარი განგაშის ზარი უნდა იყოს, სად მიაქანებს ქვეყანას ივანიშვილი და მისი რუსული რეჟიმი“,- აღნიშნა სამადაშვილმა.

ინფორმაციისთვის, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 51 დეპუტატი დეკლარაციას აქვეყნებს.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2025 წლის 29 იანვარს, საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომლითაც მოხდა საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილების რატიფიცირება იმ პირობით, რომ საქართველო 2025 წლის აპრილისთვის დააკმაყოფილებდა დემოკრატიულ სტანდარტებს, მათ შორის გაათავისუფლებდა პოლიტიკურ პატიმრებს და გამოაცხადებდა ახალ საპარლამენტო არჩევნებს გაუმჯობესებული საარჩევნო პირობებში.

„თუ საქართველო ავტორიტარული კურსის შეცვლის საკითხში პროგრესს არ მიაღწევს, ჩვენ არსებითი საფუძვლით გავასაჩივრებთ საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილებას და მოვუწოდებთ ასამბლეასა და მინისტრთა კომიტეტს, დაიწყონ საქართველოს გაძევების პროცესი“,-აღნიშნულია განცხადებაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა