ლევან გაჩეჩილაძე გარდაიცვალა
თიბისი კონცეპტის და Visa-ს ულიმიტო ქეშბექი სითი მოლში
კაია კალასი - პუტინის ნდობა არ შეიძლება
დონალდ ტრამპი - აშშ-მა უკრაინას, სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში, შესაძლოა, საჰაერო მხარდაჭერა გაუწიოს
მიხეილ სააკაშვილი - პუტინი ცდილობს ომის დასრულება მის დამარცხებად არ გამოჩნდეს
Bloomberg - დონალდ ტრამპმა ვიქტორ ორბანს დაურეკა, რათა განეხილათ, თუ რატომ ბლოკავს უნგრეთი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებებს
Zelensky, Costa discuss EU’s new sanctions package and negotiation clusters
Coalition of the Willing to hold consultations with US on security guarantees for Ukraine

ლევან გაჩეჩილაძე გარდაიცვალა

20.08.2025 ნახვები: 195

ბიზნესმენი და პოლიტიკოსი ლევან გაჩეჩილაძე 61 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს, სადაც აღნიშნავენ, რომ ინფორმაციას გაჩეჩილაძის ოჯახის ახლობლები ადასტურებენ.

ინფორმაციისთვის, პოლიტიკური კარიერა გაჩეჩილაძემ დაიწყო 1999 წელს, როცა გახდა საქართველოს პარლამენტის წევრი. 1999-2002 წლებში იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“. ის მალევე გამოეყო უმრავლესობას და დავით გამყრელიძესთან ერთად შექმნა პარტია ახალი მემარჯვენეები. 2002 წლის ადგილობრივი არჩევნების შემდეგ გაჩეჩილაძე გახდა თბილისის საკრებულოს წევრი მემარჯვენეების სიით. 2003 წელს მას პარტიის წევრებისგან განსხვავებული შეხედულება აღმოაჩნდა ვარდების რევოლუციასთან დაკავშირებით, რის გამოც დატოვა პარტიის თავმჯდომარის პოსტი. 2004-2008 წლებში იყო საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი (თბილისის ვაკის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი „ახალი მემარჯვენეები“. 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე იყო გაერთიანებული ოპოზიიციის კანდიდატი საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე. მიიღო ხმათა 25.7%. 2008 წლის 7 ივნისიდან 2008 წლის 20 ივნისამდე პერიოდში იყო საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით , საარჩევნო ბლოკი „გაერთიანებული ოპოზიცია (ეროვნული საბჭო, მემარჯვენეები)“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა