თიბისიმ მდგრადი განვითარების მიმართულებით მთავარი მიღწევები წარადგინა
Ukraine needs new weapons investment, drones as priority
Germany supports Ukraine’s NATO membership – Zelensky
გიორგი გახარიას პარტია არჩევნებში მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილებას არ შეცვლის
რვა ოპოზიციურმა პარტიამ განაცხადა, რომ უარს ამბობს ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობაზე, რის შემდეგაც ელენე ხოშტარიამ და გედევან ფოფხაძემ შიმშილობა შეწყვიტეს
გოჩა მირცხულავა: კობახიძე მემკვიდრედ ბიძინას უნდა თუ არა, ამას არა აქვს მნიშვნელობა, კობახიძეს მიაჩნია, უკვე საკუთარი თავი მემკვიდრედ
1-3 ივლისს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით
საგამოძიებო კომისია თანახმაა, გიორგი გახარია 2 ივლისს, დისტანციურად გამოკითხოს

გოჩა მირცხულავა: ვის ელაპარაკებიან ესენი არჩევნებზე გადითო?! ხალხთანაც კი არ მოდიან

18.06.2025 ნახვები: 774

"„ქართული ოცნების“ პერიოდში რამდენი ტერიტორიები დაიკარგა, ასე „მშვიდობიანად“, თოფის გასროლის გარეშე, ეს ჯერ კიდევ დასადგენია"

"ხაზარაძემ თბილისი ვისი იმედით უნდა გამოგლიჯოს "ოცნებას"?!

გამოვგლიჯოთ თბილისიო, როგორ უნდა გამოგლიჯოს? იმ ხალხის იმედით, რომლებსაც მუდმივად თავ-პირს ამტვრევენ და ამ დროს თვითონ იმალებიან და მერე იწყებენ ვითომდა ფიქრს!

ახალი თაობის“ კითხვებს ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა პასუხობს.

- გოჩა, როგორ აფასებთ ბოლო პერიოდის პროცესებს? სიტუაცია შინ თუ გარეთ, ყველგან დაძაბულია. „ოცნება“ ოპოზიციის ლიდერებს აპატიმრებს. ცდილობენ,  საარჩევნოდ ველა გაანეიტრალონ? ახლა გიორგი გახარიას დაპატიმრებას აპირებენ და საუბარია რომ 15-20 წელს ითვალისწინებს ის მუხლი, რასაც ედავებიან.

- ადრეც მითქვამს, თუ ივანიშვილის ნება იქნება, ის დაიჭერს აბსოლუტურად ყველა ლიდერს. ეს მისი ნებაა, თუმცა ეს ნება, ინსპირირებულია არა მხოლოდ საკუთარი ემოციებისა და გრძნობებიდან გამომდინარე, არამედ იმ დღის წესრიგიდან და ამოცანებიდან გამომდინარე, რომელსაც მას, შესაბამისი დავალებების გამცემები აძლევენ. თანხვედრაა და ივანიშვილს მოსწონს ის, რასაც აკეთებს. მან, ჯერ კიდევ რუსთაველზე ძალით მოყვანილი ხალხის წინ დაგვიანონსა, რომ უნდა მოსპოს ნაცმოძრაობა და მასთან აფილირებული ყველა პოლიტიკური ძალა. ხოლო გახარიას მიმართ, რომ მას პერსონალურად აქვს ნეგატიური  დამოკიდებულება, ეს არაერთხელ გამოაცხადა და მას მოღალატე ეძახა.

- წინასწარ დაემუქრა დაჭერით.…

- დიახ, ასე იყო.  შესაბამისად, ახლა ამ მუქარის შესრულება მიდის.  გახარიას საქმე, საერთოდ პარადოქსულია.

- 20 ივნისზეც ხომ შეეძლოთ საქმის აღძვრა, თუნდაც უფლებამოსილების გადამეტებისთვის? რატომ მაინცდამაინც ჩორჩანა?

-  აქ პოლიტიკურ მდგენელზეა საუბარი. მაინცდამაინც რუსეთს უნდა აამონ. ასევე ეს არის ოკუპანტის დავალება. ხომ არ ავიწყდებათ, რომ იმ ცნობილი გავრილოვის ღამის შემდეგ, ის ძლევამოსილი შს მინისტრი პრემიერმინისტრად გვიკურთხეს. ყველანაირი მორალისგან დაცლილია ეს ძალა. რისთვის აკეთებენ ამას?!   ეს მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის საამებლად არ არის გაკეთებული, თურმე მთელ მსოფლიოს დიფ სთეითი მართავს და მხოლოდ საქართველოს ხელისუფლებაა ისეთი ძლევამოსილი, რომ ასე მარტივად უმკლავდება ამ ძალას. ასევე აქ არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი.

- რომელი?

- პოლიტიკური ველის მოსუფთავება. ბუნების კანონია, ცარიელ ადგილას ახალი უნდა გამოჩნდეს. ეს ახალი ვინ იქნება და ვის შემოაგორებს ივანიშვილი, ეს კიდევ ცალკე საკითხია.

- შესაძლოა, რომ არჩევნებში მონაწილეობაზეც ვერ დაითანხმეს გახარია? 

- მხოლოდ ეს მომენტიც არ იყო. გახარიას მანდატები ჩაბარებული არა აქვს, შესაბამისად, მას სია ჩახსნილი არა აქვს.  „ქართულ ოცნებას“ ახლა სჭირდება, არა ინჯიასა და მსგავსი ტიპებისგან შექმნილი რაღაც ოპოზიცია, რომლებიც საკუთარი სიით ჰყავს გაყვანილი, არამედ რეალურ ოპოზიციად მიჩნეული ძალა, რომელიც უნდა იყოს პარლამენტში.

- პარლამენტში უნდა მათი შეტყუება?

- ნამდვილად უნდა, რომ ეს ძალა პარლამენტში იყოს, მაგრამ პერსონალური მომენტიცაა, პერსონალური აუტანლობა აქვს ივანიშვილს გახარიასი!

- მრავალწლიან პატიმრობას გულისხმობს ეს მუხლი და არა კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო ერთ წელს.

- ეს არის ივანიშვილის პირადი შურისძიება. ზოგადად ჩორჩანას ეპიზოდი არ არის მცოცავი ოკუპაციის განმსაზღვრელი მომენტი. ჯერ კიდევ 2013-2014 წლებში დაიწყო ბორდერიზაციის პროცესი. რამდენი ტერიტორიები დაიკარგა, ასე „მშვიდობიანად“, თოფის გასროლის გარეშე „ქართული ოცნების“ პერიოდში, ეს ჯერ კიდევ დასადგენია. თუნდაც იმ პერიოდიდან, რა პერიოდსაც გახარიას ედავებიან. პასუხისგებაზე თუ დადგება საკითხი, გულარხეინადაც ნუ იქნებიან! მხოლოდ გახარიას ვერავინ შეაწმენდს ხელს. გახარიამდე ძალიან ბევრი ტერიტორია დაკარგეს.

- შესაძლებელია, შს მინისტრს ისე ჩაედგა საგუშაგო, რომ ეს მთავრობაში არავის სცოდნოდა?

-  რა თქმა უნდა, არა. ეს კოლეგიალურად მიღებული გადაწყვეტილებაა. თუ არასწორი იყო ეს ყველაფერი და ომის საფრთხე შექმნა, აქამდე სად იყვნენ?!

- ცხადია, „ოცნება“ აქტიურ წინასაარჩევნო კამპანიაშია, მაგრამ პროცესები ისე ვითარდება, მივლენ საერთოდ არჩევნებამდე?

- დღეს ჩვენ ისეთი სიტუაცია გვაქვს, რომ რაღაცის პროგნოზირება ძალიან ძნელია. მე სულ ვამბობდი, რომ მაისის თვე იქნებოდა გადამწყვეტი და ეს ასეც მოხდა. გადამწყვეტი იყო არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ გარეთაც. ის რაც ახლა ჩვენს გარშემო ხდება, თუნდაც ირანში, ეს ხომ ახლა არ დაიგეგმა, ეს დაიგეგმა და დალაგდა აპრილი-მაისის განმავლობაში.

- იაზრებს ამას „ოცნება“?

- მე არავის არ ვუსურვებ იმ ფატალურ ბედს, რაც განიცადეს ირანის ლიდერებმა და მათთან აფილირებულმა პერსონებმა. იმ ცნობილი ფოტოდან, მხოლოდ კობახიძეა დარჩენილი ცოცხალი. ის უკვე პოლიტიკურად კეთროვანი ტიპია საერთაშორისო არენაზე, მიუხედავად იმისა, კვირაში ცხრაჯერ რომ ჩამოართვას ორბანს ხელი. "მეგობარ აქტში" ირანზეცაა საუბარი. დასავლეთი ირანის მხარდამჭერ რეჟიმად მოიხსენიებენ საქართველოს ხელისუფლებას. განსაკუთრებით აშშ.  ისიც უნდა ვთქვათ, რომ ჩვენს პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, წლებია უკვე ისრაელთან სიტუაცია დალაგებული არა აქვს. პირიქით, კონფროტაციაში არიან. ეს ყველაფერი პირადად ბიძინა ივანიშვილის პერსონასაც უკავშირდება. ასე, რომ მთლად სახარბიელო არ არის ის ხვედრი, რაც „ოცნებას“ და მის ლიდერებს ელოდება.

- მოვლენების როგორ განვითარებას ელით? ჯერ არავინ იცის, რა იქნება შემოდგომაზე?

- რა თქმა უნდა, არავინ იცის, რა იქნება შემოდგომაზე. ზოგადად, არჩევნებს რაც შეეხება, მოდი ასე ვიკითხოთ, მხოლოდ და მხოლოდ კანონმდებლობაშია საქმე? ან იმაში, რომ „ოცნება“ არჩევნებს მიიტაცებს?! ქართული პოლიტიკური სპექტრი უნდა მიხვდეს იმას, რომ ქართული საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი, მას არ ენდობა. არ ენდობა იმიტომ, რომ ისინი არიან არა თანმიმდევრულები! არა ერთხელ არიან შემჩნეული, არასწორი გადაწყვეტილების მიღებაში, რომელიც საზიანო გახდა ქართული სახელმწიფოსთვის და ეს ეხება ოპოზიციური ძალების ძალიან დიდ ნაწილს!  რა თქვა ხაზარაძემ ახალი იმ თავის სადღეგრძელოში? ის მაინც ეთქვა რომ შეცდნენ 2024-ში. გამარჯვება თუ უნდათ, რეალურად ორი ცენტრი უნდა არსებობდეს და ერთმა უნდა დაამარცხოს მეორე! წინა არჩევნები კი ერთმანეთთან ბრძოლაში გაატარეს. სრულ პაკეტში გვითხრან, რას აპირებენ, თუ ისევ გააფორმებს „ქართული ოცნება“ გაყალბებას?! თუ მერე უნდა იფიქრონ ამაზე?! მე, პირადად, არ ვენდობი მათ.  ამ სიტუაციაში არის ძალიან დიდი ბუნდოვანება.

- რას უნდა ველოდოთ ამ სიტუაციიდან გამომდინარე? არ უნდა წავიდეს ოპოზიცია არჩევნებზე?

- ჩემი დამოკიდებულება ასეთია: როდესაც უამრავ კითხვაზეა პასუხი გასაცემი და ამ კითხვებს პასუხს ვერ სცემენ, ახლაც გვპირდებიან სოფელ-სოფელ გასვლას და ხალხთან საუბარს, თავს ლაფი დავასხი მე ამათ სოფელ-სოფელ სიარულს. ვიცი კარგად, რაც არის მათი სოფელ-სოფელ სიარული და იმიტომ! აქამდე სთენდაფებზე მაინც მოდიოდნენ რუსთაველზე ოპოზიციონერი ლიდერები, ახლა ამასაც არ კადრულობენ, იქ რომ მოვიდნენ! ვის ელაპარაკებიან ესენი არჩევნებზე გადითო?! ხალხთანაც კი არ მოდიან და რაზე ვლაპარაკობთ საერთოდ?!  გამოვგლიჯოთ თბილისიო, როგორ უნდა გამოგლიჯოს, ვისი იმედით? ჩემი იმედით უნდა გამოგლიჯოს, ან ამ ხალხის, რომლებსაც მუდმივად თავ-პირს ამტვრევენ და ამ დროს თვითონ იმალებიან და მერე იწყებენ ვითომდა ფიქრს!

ნონა ცაბაძე

ახალი თაობა

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა