თიბისის განათლების შესაძლებლობები სტუდენტებისთვის: გაიცანით კესო ლალიაშვილი
War update: 175 combat clashes on front lines in past 24 hours, 50 in Pokrovsk sector
Zelensky after overnight attack: Until diplomacy works, Moscow must face more sanctions
აქციებზე დაკავებული 11 პირის საქმის პროკურორი - კადრებში ჩანან პირები, რომლებიც ახორციელებენ ერთსა და იმავე მოქმედებას პოლიციელების მიმართ, მათი მოქმედებები ქმნის ჯგუფურ დანაშაულს
გრიგოლ გეგელია - გადის აგვისტო და ვხედავთ, რომ არც ევროკავშირისგან მიღებული „დედლაინი“ არ შესრულებულა
სალომე სამადაშვილი - ევროსაბჭოს არცერთი რეკომენდაცია არ შესრულებულა
ლევან ხაბეიშვილი - ივანიშვილი რუსულ მხარესთან აწარმოებს მოლაპარაკებას, რომ ფარცხალაძეზე საქმე აღძრას ლევან ჯანგველაძის მკვლელობასთან დაკავშირებით
ლევან გაჩეჩილაძე გარდაიცვალა

ლევან ხაბეიშვილი - ივანიშვილი რუსულ მხარესთან აწარმოებს მოლაპარაკებას, რომ ფარცხალაძეზე საქმე აღძრას ლევან ჯანგველაძის მკვლელობასთან დაკავშირებით

20.08.2025 ნახვები: 215

ივანიშვილი რუსულ მხარესთან აწარმოებს მოლაპარაკებას, რომ ფარცხალაძეზე საქმე აღძრას ლევან ჯანგველაძის მკვლელობასთან დაკავშირებით. ცხადია, პატრონების გარეშე ვერ წყვეტს და შესაბამისად, ელოდება დასტურს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ეს იქნება ფორმალური პროცედურა.

„წარმოება იქნება ფორმალური და ცხადია, რომანოვს არავინ გადმოსცემს. სამაგიეროდ, დაზარალებულს ივანიშვილი გაუგზავნის "მესიჯს", რომ ის ყველაფერს აკეთებს მკვლელების, დამკვეთებისა და შემსრულებლების დასასჯელად.

ამ საქმის მფარველობისთვის, ხელშეწყობისთვის და შემდეგ უმოქმედობისთვის ივანიშვილს გამზადებული აქვს ლილუაშვილ-გომელაურის "თავი". ფარცხალაძის გარდა, საჭიროა კიდევ მინიმუმ ერთი მაღალჩინოსანი, ვისთანაც საქმე "ლაგდებოდა". ივანიშვილს მოუწევს ხელი დაადოს, შეაწმინდოს - გრიგოლ ლილუაშვილს.

რამდენიმე ჩემი საჯარო განცხადების გამო ჯუანშერი, ღარიბაშვილი და ლილუაშვილი ციხეს გადაურჩა (დროებით). ხელისუფლებას არ სურს კიდევ მსხვილი „დამთხვევები" - რა ვქნა გრიგოლ?! რამდენიმე კვირას კიდევ გაჩუქებ თავისუფლებაზე. ამ განცხადების შემდეგ ცოტა ხანს ხელს არავინ გახლებს. შეგიძლია მადლობის წერილი მალულად, ფოსტით გამომიგზავნო", - წერს ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა