დავით ძიძიშვილი - პროტესტის პრივატიზაციის ერთადერთი შედეგი ისაა, რომ ბოლოს მარტო ის 25 კაციანი ბაბლი დარჩება რუსთაველზე ვინც ერთმანეთს ყველაფერში ეთანხმება
აღსრულების ეროვნული ბიურო - „ლელომ“ დაკისრებული ადმინისტრაციული ჯარიმა გადაიხადა, „ლელოს“ ანგარიშებზე შეზღუდვები გაუქმდა
გიორგი ახობაძის მიმართ გამამართლებელ განაჩენს პროკურატურა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს
ლევან ხაბეიშვილი - მოსამართლემ დაადასტურა, რომ ახობაძე მართალია და ის ნარკოტიკი ვინ ჩაუდო
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო - რუსეთ-საქართველოს საზღვარზე უკრაინის 96 მოქალაქე იმყოფება
გიორგი ახობაძე - რვა თუ ცხრა თვე ჩუმად მომისაჯეს - წინასწარი პატიმრობით ჩამსვეს ციხეში
ადვოკატი - დადასტურდა რაც უალტერნატივო იყო, გიორგი ახობაძე არის მართალი, ის არ ინახავდა ნარკოტიკს
გიორგი ახობაძე - პირველი ემოცია, რაც მაქვს, არის მადლობა ყველას მიმართ

დავით ძიძიშვილი - პროტესტის პრივატიზაციის ერთადერთი შედეგი ისაა, რომ ბოლოს მარტო ის 25 კაციანი ბაბლი დარჩება რუსთაველზე ვინც ერთმანეთს ყველაფერში ეთანხმება

06.08.2025 ნახვები: 223

პოლიტიკური ანალიტიკოსი დავით ძიძიშვილი სოციალურ ქსელში რუსთაველზე პროტესტის მონაწილეებსა და გრიგოლ გეგელიას შორის დაპირისპირებას ეხმაურება: 

"პროტესტის პრივატიზაციის ერთადერთი შედეგი ისაა, რომ ბოლოს მარტო ის 25 კაციანი ბაბლი დარჩება რუსთაველზე ვინც ერთმანეთს ყველაფერში ეთანხმება.

სწორედ განსხვავებული აზრის მქონე ტიპები რომ ვიდექით მაგ აქციებზე მაშინ ვიყავით 200 000 და თუ ისევ მაგდენი ხალხის ეთად დგომის მიღწევაა მიზანი, მაშინ უნდა აიტანოთ რომ იქ ლელოც იდგება და სხვებიც. თან არავისზე ნაკლები საქმე არ აქვს ამ ხალხს გაკეთებული რა. 

გუშინ განქოცებულები დღეს რომ ბრძოლის ლიდერებად მოგვევლინეთ და გრიგოლ გეგელიას დასდევთ მოდი რა ჯერ თქვენს ცოდვებს მიხედეთ ყველამ.

გრიგოლი რომ ქართულ ოცნებას ებრძოდა, არცერთი არ მინახიხართ იმ აქციებზე. თქვენს ფოტოებს კი ვხედავდი ფეისბუქზე, ხან ერთ კონფერენციაზე რომ კეკლუცობდით და ხან მეორეზე, მამალ ქოცებთან ერთად და ხან მაგათ მარკეტინგულ პროექტებს რომ აკეთებდით და ხან სასამართლო რეფორმის ტალღების გასვლით შეხვედრებს კაჭრეთში.

ამიტომ მოდი რა, ან თქვენს თავებთან დაალაგეთ, რომ განსხვავებული აზრის და გზის ქონა დემოკრატიის ნაწილია, ანდა აგერ ღიად ვიტყვი რომ საერთოდ ვერ ვხედავ განსხვავებას თქვენს და ქოცებს შორის იმ ნაწილში, რომ განსხვავებული აზრის გამო ადამიანებს აგინებთ. . . ჰოდა თუ აქ ასე იქცევით, სხვა ამბებშიც რომ ეგრე მოიქცეთ გამორიცხულია? . . . 

და იქნებ თავის დროზეც მარტო თქვენი აჯენდით რომ მოძრაობდით და მარტო საკუთარი გზა გეგონათ სწორი, და საერთო მიზნისთვის ბრძოლის ნაცვლად იმათ ებრძოდით ვისაც იგივე მიზანი ქონდა მაგრამ ვისი გზაც თქვენი აზრით არასწორი იყო, მაგიტომ მოვედით აქამდეც?! . . ."

ყველას ნახვა
ყველას ნახვა