აღსრულების ეროვნული ბიურო - „ლელომ“ დაკისრებული ადმინისტრაციული ჯარიმა გადაიხადა, „ლელოს“ ანგარიშებზე შეზღუდვები გაუქმდა
გიორგი ახობაძის მიმართ გამამართლებელ განაჩენს პროკურატურა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს
ლევან ხაბეიშვილი - მოსამართლემ დაადასტურა, რომ ახობაძე მართალია და ის ნარკოტიკი ვინ ჩაუდო
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო - რუსეთ-საქართველოს საზღვარზე უკრაინის 96 მოქალაქე იმყოფება
გიორგი ახობაძე - რვა თუ ცხრა თვე ჩუმად მომისაჯეს - წინასწარი პატიმრობით ჩამსვეს ციხეში
ადვოკატი - დადასტურდა რაც უალტერნატივო იყო, გიორგი ახობაძე არის მართალი, ის არ ინახავდა ნარკოტიკს
გიორგი ახობაძე - პირველი ემოცია, რაც მაქვს, არის მადლობა ყველას მიმართ
გიორგი ახობაძე სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა

ლევან ხაბეიშვილი - მოსამართლემ დაადასტურა, რომ ახობაძე მართალია და ის ნარკოტიკი ვინ ჩაუდო

06.08.2025 ნახვები: 211

გიორგი ახობაძე თავისუფალია! ახლა კითხვაა - ნარკოტიკი ვინ ჩაუდო? და ვისი დავალებით?! რეჟიმი ჩამოშლილია, მოსამართლეები - ივანიშვილს 4 ოქტომბერს ქუჩაში გამოუტანენ განაჩენს! - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, მოსამართლეების ნაწილი „აბუნტებულია“ და სისტემის დავალებას აღარ ასრულებს.

„ივანიშვილის რეჟიმი არათუ მორყეული, მოყანყალებული, არამედ სრულად დამპალი და ჩამოშლილია!

მზია ამაღლობელის მოსამართლემ - „ცუდი გადაწყვეტილება დავწერე და მიმართე ყაველაშვილს, გამოასწორებსო".

გიორგი ახობაძე თავისუფალია, ვულოცავ და გილოცავთ!

ახლა საინტერესოა, როცა მოსამართლემ დაადასტურა, რომ ახობაძე მართალია - ის ნარკოტიკი ვისი იყო? ვინ ჩაუდო? ვისი დავალებით? და ამ უდანაშაულო კაცმა, რომ ციხეში გაატარა ეს დრო, ვინ არის პასუხისმგებელი? ცრუ მოწმე - „პოლიციელებზე" რა ხდება?! დავალების გამცემ-შემსრულებელი საინტერესოა ახლა!

რღვევა გაგრძელდება და ჩვენ მხოლოდ მობილიზება, გამარჯვების რწმენა გვჭირდება და წინ, შეტევაზე! მოსამართლეების ნაწილი აბუნტებულია და აღარ ასრულებს სისტემის დავალებას! რაც მეტ იმედს, ოპტიმიზმს, ბრძოლისუნარიანობას გამოვასხივებთ, კიდევ უფრო აირევიან შიგნით!

ახლა ივანიშვილი დაელოდოს 4 ოქტომბერს - მის განაჩენს, რომელსაც ხალხი ქუჩაში გამოუტანს!”, - წერს ლევან ხაბეიშვილი

ყველას ნახვა
ყველას ნახვა