ნიკა მელია დიღმის მთავარ სამმართველოშია გადაყვანილი
სალომე ზურაბიშვილი - მმართველმა პარტიამ უცხო ქვეყანაში პოლიტიკური ოპონენტი გაიტაცა - მათი შეჩერების დროა
ნიკა მელია დააკავეს
დავით ჯანდიერი - გიორგი ბაჩიაშვილი სპეცრეისით ჩამოიყვანეს
ურსულა ფონ დერ ლაიენი - უფრო დიდი ევროკავშირი გააძლიერებს ჩვენს ხმას მსოფლიოში, ეს ისტორიული მომენტია, ხელიდან არ უნდა გავუშვათ და მოწოდებას ვუპასუხოთ - უკრაინისთვის, ბალკანეთისთვის, მოლდოვისთვის და იმედია, საქართველოსთვის
გრიგორი კარასინი - მოსკოვსა და თბილისს ერთმანეთის კარგად ესმით, მთავარია, ამ ურთიერთობებს ევროპელებმა ხელი არ შეუშალონ
თიბისის მხარდაჭერით ვორქშოფ ფესტივალი გაიმართება
გიორგი ბაჩიაშვილი - ამ საქმეებზე, ადრე თუ გვიან, ყველას მოეთხოვება - თეა წულუკიანის შოუები მონაგონი იქნება

გოჩა მირცხულავა - „ქართული ოცნება“ ვერ გაძლებს ამ რეჟიმში, მალე მათ ერთმანეთის დაჭმა მოუწევთ

28.05.2025 ნახვები: 291

 ბაჩიაშვილი პოლოლიკაშვილში გაცვალეს?!

ფსიქოლოგიური ზეწოლა აუცილებლად იქნება ბაჩიაშვილზე. ეს ის სიტუაცია არაა, რომ სამართალდამცავებმა საგანგებო სპეცოპერაცია ჩაატარეს და ტაში უნდა დავუკრათ. ეს არის სამართალდამცავი ორგანოების მიერ კრიმინალური ფორმით ჩატარებული ოპერაცია!

ქართველი კაცისთვის  მშიას თქმა არის ძნელი, ყოველ მეორე ნაბიჯზე ადამიანებს შიათ და საარსებო პირობები აღარ აქვთ

ახალი თაობის“ კითხვებს ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა პასუხობს.

- გოჩა, თქვენთვისაც ცნობილია, რომ გუშინ წითელი ცირკულარით ძებნილი, გიორგი ბაჩიაშვილი დააკავეს, რომელსაც ივანიშვილი ბიტკოინების მოპარვას აბრალებს. ბევრი კითხვის  ნიშანი გააჩინა ამ დაკავებამ. ვისმენთ შეფასებებს, რომ პოლოლიკაშვილის კანდიდატურაში გაიცვალა ბაჩიაშვილიო. 

- რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილისთვის პირადი ღირსების საკითხი იყო, რომ ბაჩიაშვილი საქართველოში დაებრუნებინათ. დარწმუნებული ვარ, რომ ყველანაირი სახის გარიგება და შეთანხმება დადეს და სწორედ ამის ნაწილი იყო პოლოლიკაშვილის კანდიდატურა. სწორედ პოლოლიკაშვილში გაიცვალა ბაჩიაშვილი. ეს საკმაოდ ბინძური სპეცოპერაციაა.

- ძალიან საეჭვოა ეს ყველაფერი, თავი ძლივს დააღწია და რა უნდოდა წითელ ხიდზე?

- გეთანხმებით. ადამიანმა, რომელმაც გადაწყვიტა აქედან წასულიყო და სიცოცხლის რისკის ფასად დატოვა ქვეყანა და ახლა მოვიდა და მწვანე ზოლში სეირნობდა ბუჩქებში?! ახლა დგანან და შსს და სუსი ერთმანეთს უხდიან მადლობას.  ჩემი წარმოსახვა ამ სპეცოპერაციაზე არის შემდეგი: როგორც ამბობენ, ბაჩიაშვილი ემირატებში იმყოფებოდა. ემირატების ხელისუფლებამ თვალი დახუჭა რაღაცეებზე, დანარჩენი უკვე ტექნიკის საქმე იყო. ბაჩიაშვილი მოიპარეს, ჩასვეს თვითმფრინავში, არ გამოვრიცხავ, რომ სპეციალურ თვითმფრინავში, დასვეს სადღაც და დანარჩენი იმიტაცია ქართულმა მხარემ გაითამაშა. არც იმას გამოვრიცხავ, რომ ეს თვითმფრინავი, სულაც თბილისში დამჯდარიყო. იმედია, ამ ყველაფერს თვითონ ბაჩიაშვილი უფრო დეტალურად მოყვება. ან ვერ და არ მოყვება, გააჩნია საკუთარ სიცოცხლეს როგორ დააზღვევს.

- ვინ ჩაატარა ეს სპეცოპერაცია, სუს-მა თუ შსს-მ?

- ეს პასუხისმგებლობა შსს-ზე მოდიოდა, საზღვარს ისინი აკონტროლებენ.  მე არ გამოვრიცხავ, რომ ამ პროცესში შინაგან საქმეთა სამინისტროსთან დაახლოებული შავი სამყაროს წარმომადგენლებიც ყოფილიყვნენ ჩართულები. მოკლედ, საკმაოდ ბინძური პროცესია. მე რასაც ველოდები, არის ის, რომ ბაჩიაშვილისგა, სხვადასხვა ფსიქოლოგიური ტერორითა თუ ზეწოლით დაიწყება კონკრეტული ინფორმაციების მოპოვება, იმასთან დაკავშირებით, თუ სადაა ღრუბლებში განთავსებული ბიტკოინების პაროლები, რომელიც უნდა გადასცეს ბიძინა ივანიშვილს.

- ალბათ სიმართლეს ვერ გავიგებთ, თუ რა მოხდა რეალურად. მისცემენ ბაჩიაშვილს იმის უფლებას, რომ ყველაფერი თქვას?

-  აქ რამდენიმე მომენტია: რას იტყვის ბაჩიაშვილი, ეს ერთია, ადვოკატი რას გვეტყვის, ეს მეორე. აქ არის უკვე საერთაშორისო ადვოკატების ჩართულობა, რომლებმაც უკვე გაავრცელეს განცხადება და გარკვეული შიშიც კი გამოთქვეს. ყველაზე მცირე, ფსიქოლოგიური ზეწოლა აუცილებლად იქნება ბაჩიაშვილზე. საკმაოდ რთული მომენტია. ეს არ არის, რომ სამართალდამცავებმა რაღაც საგანგებო სპეცოპერაცია ჩაატარეს ხუთიანზე და ტაში უნდა დავუკრათ. ეს არის სამართალდამცავი ორგანოების მიერ კრიმინალური ფორმით ჩატარებული ოპერაცია!

- ანუ ივანიშვილმა თავის მიზანს მაინც მიაღწია? არ დაუთმო ბიტკოინები?

- რამდენად მიაღწია, ჯერ კიდევ საკითხავია.  ბიტკოინები ბაჩიაშვილის თავშია და რამდენად შეძვრება მის თავში, ეს კიდევ საკითხავია. ეს უკვე ბაჩიაშვილზეა დამოკიდებული, გაუღებს ის საკუთარი თავის გასაღებს, თუ არ გაუღებს. ან რად დაუჯდება ეს ყველაფერი.

- თქვენ რა მოლოდინი გაქვთ? რა იქნება? ასე კანონს მიღმა უნდა მოხდეს ყველაფერი?

- ჩვენთან ხომ ყველაფერი კანონს მიღმა ხდება. რაღაც სიბინძურეს ჩაიდენენ, მოიფიქრებენ და მერე დააწევენ კანონებს ამ პროცესს. იმის არ იყოს, ქუჩის გადაკეტვის გამო 5 ათასი ლარი დააწესეს. ან თუნდაც ამ ე. წ. საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო სისხლის სამართლის პასუხისმგებლობები. კრიმინალის სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცევა, რასაც ეხლა „ქართული ოცნება“ აკეთებს, ეს ყოველგვარ უზნეობას არის გაცდენილი და არ ვიცი, რა უნდა გითხრათ, ვერაფერს გეტყვით.

- 26 მაისი იყო და ვისმენთ შეფასებებს, რომ რუსთაველზე ორი პარალელური საქართველო ვიხილეთო. თქვენ რას იტყვით, ამ დღემ რა გვაჩვენა?

- 26 მაისმა გვაჩვენა ის რეალობა, რომელშიც ვიმყოფებით. არანაირი ორი საქართველო არ იყო. „ოცნება“ ცდილობს, ასე წარმოაჩინოს. ჩვენი ქვეყანა არის იმ რეალობაში, რასაც ვხედავთ, ვუყურებთ და ამას ვერსად ვერ გავექცევით.

- რას იტყვით ოპოზიციის გეგმებზე?

- მე არ მქონდა მოლოდინი რომ რაღაც ერთიან სამოქმედო გეგმას და განცხადებას მოვისმენდით. ჩვენ ვერ ვხედავთ ერთიანობას ოპოზიციურ ფლანგზე. აქედან გამომდინარე, განსაკუთრებული მოლოდინები არ მაქვს. მე უფრო სხვა მოლოდინი მაქვს.

- რა მოლოდინი? რას გულისხმობთ?

- ჩემი მოლოდინი უკავშირდება ქვეყნის გარეთ შექმნილ სიტუაციას. ჩვენ მოვისმინეთ საოცარი განცხადება, სამკუთხედი სახელმწიფო ლიდერების მხრიდან და აქედან გამომდინარე, ეს საგარეო, საერთაშორისო პოლიტიკური დამოკიდებულება  საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, სულ სხვა იმედებს მისახავს. სწორედ ამის გამოძახილი იქნება უამრავი სხვა ფაქტორი, რომელსაც ჩვენ მალე ვნახავთ. ოპოზიციასთან დაკავშირებით კი ვიტყვი, რომ ოპოზიციამ მნიშვნელოვნად გაფლანგა დრო ქვეყნის შიგნით, ხოლო ქვეყნის გარეთ, მათ მეტ-ნაკლებად ნორმალურად იმუშავეს.

- ელოდებით რომ სასიკეთოდ შემობრუნდება ეს სიტუაცია?

- მე ძალიან ოპტიმისტი ვარ და ველოდები, რომ ვითარება სრულიად შეიცვლება. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, თვითონ „ქართული ოცნება“ ვერ გაძლებს ამ რეჟიმში. მალე მათ ერთმანეთის დაჭმა მოუწევთ. ამ ყველაფრის გარდა, უმძიმესი სოციალური ფონია ქვეყანაში. მიუხედავად იმისა, რომ ქართველი კაცისთვის  მშიას თქმა არის ძნელი, ყოველ მეორე ნაბიჯზე ადამიანებს შიათ და საარსებო პირობები აღარ აქვთ. ეს სოციალური წნეხიც თავის ასახვას ჰპოვებს პროცესზე. კიდევ უფრო გაამწარებს ამ ადამიანებს. მე ღრმად მწამს, რომ ეს ვითარება აუცილებლად შეიცვლება!

ნონა ცაბაძე

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა