აღსრულების ეროვნული ბიურო - „ლელომ“ დაკისრებული ადმინისტრაციული ჯარიმა გადაიხადა, „ლელოს“ ანგარიშებზე შეზღუდვები გაუქმდა
გიორგი ახობაძის მიმართ გამამართლებელ განაჩენს პროკურატურა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს
ლევან ხაბეიშვილი - მოსამართლემ დაადასტურა, რომ ახობაძე მართალია და ის ნარკოტიკი ვინ ჩაუდო
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო - რუსეთ-საქართველოს საზღვარზე უკრაინის 96 მოქალაქე იმყოფება
გიორგი ახობაძე - რვა თუ ცხრა თვე ჩუმად მომისაჯეს - წინასწარი პატიმრობით ჩამსვეს ციხეში
ადვოკატი - დადასტურდა რაც უალტერნატივო იყო, გიორგი ახობაძე არის მართალი, ის არ ინახავდა ნარკოტიკს
გიორგი ახობაძე - პირველი ემოცია, რაც მაქვს, არის მადლობა ყველას მიმართ
გიორგი ახობაძე სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო - რუსეთ-საქართველოს საზღვარზე უკრაინის 96 მოქალაქე იმყოფება

06.08.2025 ნახვები: 225

რუსეთ-საქართველოს საზღვარზე უკრაინის 96 მოქალაქე იმყოფება, მოსკოვი განზრახ ცდილობს ჰუმანიტარული კრიზისის შექმნას. ამის შესახებ განცხადებას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2025 წლის ივნისის მეორე ნახევრიდან რუსეთმა საგრძნობლად გაააქტიურა საქართველოს საზღვრის გავლით უკრაინის მოქალაქეების დეპორტაცია, რამაც „დარიალის“ სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე ჰუმანიტარული კრიზისი გააჩინა და ზოგიერთმა უკრაინელმა შიმშილობა გამოაცხადა.

უკრაინის საგარეო უწყება აღნიშნავს, რომ ივნისის ბოლოდან დღემდე დიპლომატებისა და უკრაინის კომპეტენტური ორგანოების ძალისხმევების წყალობით უკვე მოხერხდა რუსეთ-საქართველოს საზღვრის ბუფერული ზონიდან უკრაინის 44 მოქალაქის გაყვანა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამავდროულად რუსეთმა გააგრძელა დეპორტირებულების დიდი რაოდენობით გაგზავნა, რაც მიზანმიმართულ რუსულ ოპერაციაზე შეიძლება მეტყველებდეს. ამ მომენტისთვის სასაზღვრო გამშვები პუნქტის ბუფერულ ზონაში უკრაინის 96 მოქალაქე იმყოფება.

„ჩვენი სახელმწიფო მზად არის პირდაპირ წაიყვანოს თავისი ხალხი, და არა საქართველოსა და მოლდოვის გავლით. ამ მომენტისთვის კონსტატაციას ვახდენთ, რომ რუსეთი ამ მოწოდებას უგულებელყოფს, რაც ასევე მეტყველებს მოსკოვის გააზრებულ სურვილზე შექმნას ჰუმანიტარული კრიზისი რუსეთ-საქართველოს საზღვარზე“, - ნათქვამია განცხადებაში.

მათი თქმით, „დარიალზე“ ჩარჩენილი უკრაინის მოქალაქეები განსაკუთრებით მძიმე ვითარებაში აღმოჩნდნენ, ვინაიდან ქართულმა მხარემ მზაობა გამოთქვა თბილისის აეროპორტისკენ მათი ორგანიზებული ტრანსპორტირება უზრუნველყოს მხოლოდ მას შემდეგ, რაც მოლდოვა, როგორც ტრანზიტული ქვეყანა, დაადასტურებს მათი მიღების მზაობას.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ 5 აგვისტოს საქართველოში უკრაინის საელჩომ მიმართვა მიიღო “დარიალზე” ჩარჩენილი უკრაინის ხუთი მოქალაქისგან, რომ ისინი უვადო შიმშილობას იწყებენ საქართველოს საზღვრის გადაკვეთის მოთხოვნით. აღნიშნულია ინფორმაციის მიღების შემდეგ, საქართველოში უკრაინის საელჩოს კონსულები საზღვარზე წავიდნენ უკრაინელ მოქალაქეებთან შესახვედრად და ქართულ მხარეს დაუყოვნებლივი და შეუფერხებელი წვდომის მოთხოვნით მიმართეს.

აღინიშნება, რომ კონსულები მუდმივ კავშირში იმყოფებიან სასაზღვრო გამშვებ პუნქტ „დარიალზე” მყოფ უკრაინის მოქალაქეებთან, მათ შორის მათთან, ვინც შიმშილობა დაიწყო.

უკრაინის საგარეო უწყება აღნიშნავს, რომ საქართველოს საზღვრისკენ რუსეთის მიერ დეპორტირებული უკრაინის მოქალაქეების უმრავლესობა ის ხალხია, ვინც აქამდე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში იყო მიცემული. მათ შორის არიან ისინი, ვინც უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე იხდიდა სასჯელს და შემდეგ იძულებით იქნა რუსეთის ტერიტორიაზე გადაყვანილი, და ასევე უკრაინის მოქალაქეები, რომლებიც რუსეთის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ და იქ ჩადენილი დანაშაულებისთვის გასამართლდნენ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა