აღსრულების ეროვნული ბიურო - „ლელომ“ დაკისრებული ადმინისტრაციული ჯარიმა გადაიხადა, „ლელოს“ ანგარიშებზე შეზღუდვები გაუქმდა
გიორგი ახობაძის მიმართ გამამართლებელ განაჩენს პროკურატურა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს
ლევან ხაბეიშვილი - მოსამართლემ დაადასტურა, რომ ახობაძე მართალია და ის ნარკოტიკი ვინ ჩაუდო
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო - რუსეთ-საქართველოს საზღვარზე უკრაინის 96 მოქალაქე იმყოფება
გიორგი ახობაძე - რვა თუ ცხრა თვე ჩუმად მომისაჯეს - წინასწარი პატიმრობით ჩამსვეს ციხეში
ადვოკატი - დადასტურდა რაც უალტერნატივო იყო, გიორგი ახობაძე არის მართალი, ის არ ინახავდა ნარკოტიკს
გიორგი ახობაძე - პირველი ემოცია, რაც მაქვს, არის მადლობა ყველას მიმართ
გიორგი ახობაძე სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა

ადვოკატი - დადასტურდა რაც უალტერნატივო იყო, გიორგი ახობაძე არის მართალი, ის არ ინახავდა ნარკოტიკს

06.08.2025 ნახვები: 236

სასამართლომ გვერდი ვერ აუარა იმ არგუმენტებს, მტკიცებულებებსა და რეალურ ფაქტებს, რომელიც წარვადგინეთ სასამართლოში. ჩვენ მოსამართლეს ბრალის აბსურდულობა ვაჩვენეთ, - ამის შესახებ გიორგი ახობაძის ადვოკატმა, ლაშა ცუცქირიძემ პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, მოსამართლის გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ გიორგი ახობაძე მართალია და ნარკოტიკს არ ინახავდა.

„პესიმისტური მოლოდინი მქონდა, თუმცა მთავარია ის, რაც მოვისმინეთ რამდენიმე წუთის უკან. სასამართლომ გვერდი ვერ აუარა იმ არგუმენტებს, მტკიცებულებებსა და რეალურ ფაქტებს, რომელიც წარვადგინეთ სასამართლოში. ჩვენ მოსამართლეს ბრალის აბსურდულობა ვაჩვენეთ, რასაც თვეების განმავლობაში პროკურატურა ავრცელებდა. დადასტურდა ის, რაც უალტერნატივო იყო, გიორგი ახობაძე არის მართალი, ის არ ინახავდა ნარკოტიკს, შესაბამისად ის გამართლდა“, - განაცხადა ლაშა ცუცქირიძემ.

ცნობისთვის, მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა ნარკოდანაშაულში ბრალდებული ექიმი, გიორგი ახობაძე უდანაშაულოდ ცნო და სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა