აღსრულების ეროვნული ბიურო - „ლელომ“ დაკისრებული ადმინისტრაციული ჯარიმა გადაიხადა, „ლელოს“ ანგარიშებზე შეზღუდვები გაუქმდა
გიორგი ახობაძის მიმართ გამამართლებელ განაჩენს პროკურატურა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს
ლევან ხაბეიშვილი - მოსამართლემ დაადასტურა, რომ ახობაძე მართალია და ის ნარკოტიკი ვინ ჩაუდო
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო - რუსეთ-საქართველოს საზღვარზე უკრაინის 96 მოქალაქე იმყოფება
გიორგი ახობაძე - რვა თუ ცხრა თვე ჩუმად მომისაჯეს - წინასწარი პატიმრობით ჩამსვეს ციხეში
ადვოკატი - დადასტურდა რაც უალტერნატივო იყო, გიორგი ახობაძე არის მართალი, ის არ ინახავდა ნარკოტიკს
გიორგი ახობაძე - პირველი ემოცია, რაც მაქვს, არის მადლობა ყველას მიმართ
გიორგი ახობაძე სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა

აღსრულების ეროვნული ბიურო - „ლელომ“ დაკისრებული ადმინისტრაციული ჯარიმა გადაიხადა, „ლელოს“ ანგარიშებზე შეზღუდვები გაუქმდა

06.08.2025 ნახვები: 219

,,ლელო საქართველოს” მიერ განხორციელდა სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული ადმინისტრაციული ჯარიმის გადახდა. შესაბამისად, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ დაასრულა საქმისწარმოება,- ამის შესახებ აღსრულების ეროვნული ბიუროს განცახდებაშია აღნიშული.

მათივე ინფორმაციით, ,,ლელო საქართველოს” ანგარიშებზე შეზღუდვები გაუქმდა.

„გვსურს, ვაცნობოთ საზოგადოებას, რომ ,,ლელო საქართველოს” მიერ განხორციელდა სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული ადმინისტრაციული ჯარიმის გადახდა. შესაბამისად, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ დაასრულა საქმისწარმოება და ,,ლელო საქართველოს” ანგარიშებზე შეზღუდვები გაუქმდა.

კიდევ ერთხელ გვსურს განვაცხადოთ, რომ აღსრულების ეროვნული ბიურო მოქმედებს ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად და აღმასრულებლების ყველა მოქმედება განპირობებულია სამართლიანობის პრინციპის დაცვისა და ეფექტიანი აღსრულების წარმოების მიზნით.

სააღსრულებო საქმისწარმოება, სასამართლო ან/და უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოების მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, თანაბარი კანონზომიერებით მიმდინარეობს ფიზიკური თუ იურიდიული პირების მიმართ, ასევე იმ საქმეებში, სადაც მოვალე მხარეს წარმოადგენს სახელმწიფო უწყებები”,- ნათქვამია განცხადებაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა