დავით ძიძიშვილი - პროტესტის პრივატიზაციის ერთადერთი შედეგი ისაა, რომ ბოლოს მარტო ის 25 კაციანი ბაბლი დარჩება რუსთაველზე ვინც ერთმანეთს ყველაფერში ეთანხმება
აღსრულების ეროვნული ბიურო - „ლელომ“ დაკისრებული ადმინისტრაციული ჯარიმა გადაიხადა, „ლელოს“ ანგარიშებზე შეზღუდვები გაუქმდა
გიორგი ახობაძის მიმართ გამამართლებელ განაჩენს პროკურატურა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს
ლევან ხაბეიშვილი - მოსამართლემ დაადასტურა, რომ ახობაძე მართალია და ის ნარკოტიკი ვინ ჩაუდო
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო - რუსეთ-საქართველოს საზღვარზე უკრაინის 96 მოქალაქე იმყოფება
გიორგი ახობაძე - რვა თუ ცხრა თვე ჩუმად მომისაჯეს - წინასწარი პატიმრობით ჩამსვეს ციხეში
ადვოკატი - დადასტურდა რაც უალტერნატივო იყო, გიორგი ახობაძე არის მართალი, ის არ ინახავდა ნარკოტიკს
გიორგი ახობაძე - პირველი ემოცია, რაც მაქვს, არის მადლობა ყველას მიმართ

ვაშინგტონში დონალდ ტრამპის, ნიკოლ ფაშინიანის და ილჰამ ალიევს შეხვდება გაიმართება

06.08.2025 ნახვები: 212

ნიკოლ ფაშინიანი ვაშინგტონში დონალდ ტრამპსა და ილჰამ ალიევს შეხვდება, - ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

სომხეთის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის ცნობით, პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ვაშინგტონს 7-8 აგვისტოს ეწვევა.

„ვაშინგტონში, პრემიერ-მინისტრი ფაშინიანი ორმხრივ შეხვედრას გამართავს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან, სომხეთ-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერების საკითხზე“, - ნათქვამია სომხეთის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის განცხადებაში.

ასევე, სომხეთის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის განცხადებით, ნიკოლ ფაშინიანი აშშ-ისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან, დონალდ ტრამპთან და ილჰამ ალიევთან ერთად სამმხრივ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას, რომლის მიზანი „რეგიონში მშვიდობის, კეთილდღეობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის ხელშეწყობაა“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა