თამარ კორძაია შს მინისტრს - რატომ არა გაქვთ მტკიცე და ფოლადისებური ხმა მაშინ, როდესაც დეპუტატს სცემენ და წიხლებს ურტყამენ?
კახა კალაძე კელი დეგნანზე - ეს ადამიანი აგრძელებს ცილისმწამებლურ განცხადებებს
ვახტანგ გომელაური - ნათლად ჩანდა, ვინ ძალადობდა - შეიძლება ბევრი იყო ოპოზიციიდან
სუს-ი - ოკუპირებულ ოჩამჩირეში სამხედრო პორტის აშენების შემთხვევაში, რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთს შავი ზღვის სამხედრო-სტრატეგიული კონტროლისთვის დამატებით ბერკეტად გამოიყენებს
სუს-ი - ბიჭვინთის აგარაკების რუსეთისთვის გადაცემა ანექსიის გამოხატულებაა და პროცესის ამ ქვეყნის სასარგებლოდ დასრულებამ, რუსეთის ინტერესების დემონსტრირება მოახდინა
20-22 აპრილს პაერის ტემპერატურია მოიმატებს, ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით
რომან გოცირიძე - ბიძინა ივანიშვილი უნდა შეჩერდეს, ამის საშუალებაა მკაცრი სანქციების დაწესება
უკრაინის საჰაერო ძალები - უკრაინელებმა პირველად რუსული Ту-22М3 ბომბდამშენი გაანადგურეს

დავით ბუხრიკიძე

06.01.2023 | 10:04 ნახვები: 2463

სახელი, გვარი - დავით ბუხრიკიძე 

დაბადების წელი - 1963, 26 თებერვალი.

 

მედიასაშუალება - „პუბლიკა“, „ინდიგო“

პოზიცია - ჟურნალისტი, არტ-კრიტიკოსი, ბლოგერი

მედიასაშუალებები, სადაც გიმუშავნიათ - გაზეთები - „7 დღე“, „რეზონანსი“, „მერიდიანი“, „მთავარი გაზეთი“. ჟურნალები - „იმიჯი“, „ანაბეჭდი“, „ცხელი შოკოლადი“, „ამარტა“, „ლიბერალი“

 

თქვენი პირველი დღე მედიაში? – „7 დღე“...1992 წლის გაზაფხული

თქვენი პირველი მასალა? – „ქართული ესტრადა ფილარმონიაში... „მხედრიონის“ ჟამს“

არის დღეს მედია მეოთხე ხელისფლება? - არანაირად

რა არის საზოგადოების დაკვეთა? - სოციალური თემატიკა, ადამიანის უფლებები, ანტიკორუფციული რეპორტაჟები, გასართობი ტოკ-შოუ...

ვის მიიჩნევთ საინტერესო რესპონდენტად? - ანა ნაცვლიშვილი, დათა თავაძე, გიორგი ბურჯანაძე (ყოფილი ომბუდსმენის მოადგილე და არა მსახიობი გიორგი ბურჯანაძე), აჩი არველაძე.

რომელია ექსკლუზივი, რომელიც დღემდე გახსოვთ? - ტვ 1-ის ჟურნალისტის, მირანდა ბაღათურიას რეპორტაჟი 5 ივლისს, როცა ალტინფოს მოძალადეები მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისში შეიჭრენ.

რომელი იყო ყველაზე რთული დღე მედიასაქმიანობაში? - ალბათ, ისევ 2021 წლის 5 ივლისი.

რომელია დღე, ფაქტი, მოვლენა, რომელიც გახარებთ? – 26 მაისი, დამოუკიდებლობის დღე, 8 მაისი - ევროპის დღე.

რა (სად) არის თქვენთვის კომპრომისის ზღვარი? - ტროლების და ბოტების მოსყიდვა-დაქირავება, ცრუ ინფორმაციის შეგნებული გავცელება და კორუმპირებული ხელისუფლების წარმომადგენლების გამართლება („გაპრავება“).

რომელი უფრო მნიშვნელოვანია - იყო პირველი თუ იყო მართალი? – უფრო მართალი.

ვინ არის რესპონდენტი, რომელიც ვერ ჩაწერეთ? - რობერტ სტურუა, ბადრი მაისურაძე, თეა წულუკიანი, ელისო ვირსალაძე.

რომელი ხელისუფლება იყო მედიასთან უფრო გახსნილი? - ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლება.

მასალას ჟურნალისტი „აკეთებს“ თუ რესპონდენტი? – საბოლოოდ, მაინც ჟურნალისტი.

ვინ არის პერსონა, რომელთანაც არასოდეს ითანამშრომლებთ? - გააჩნია რა გაგებით, თუ მედია საშუალებას გულისხმობთ, „იმედი“, პოსტივი“, „ობიექტივი“, „ასავალ-დასავალი“.

რა ვითარებაში გისარგებლიათ თქვენი გავლენით? – როცა თეატრებში, კონსერვატორიაში ან პრემიერებზე მივდივარ, ვსარგებლობ პრეს-საშვით.

რაზე გწყდებათ გული? - ჩემი შესაძლებლობის და ცოდნის ბოლომდე გამოუყენებლობაში.

რა სახის ინფორმაციას არ გაავრცელებთ არასოდეს? – სხვების პირადი ცხოვრების შესახებ არასოდეს გავავრცელებ ინფორმაციას.

რომელია ქართული მედიის „ოქროს ხანა“? – 90-იანი წლების შუა დროიდან 2008 წლამდე.

რისი გეშინიათ? – ფეიკ-ინფორმაციებისა და ზოგადად, ფეიკ-ჟურნალისტიკის რეალურად დამკვიდრების.

„დაინგრა“ თუ „აშენდა“, რომელს ტრნასლირებთ პირველს? – გააჩნია მნიშვნელობის კონტექტს და პრიორიტეტს.

რა უფრო მეტია ქართულ მედიაში - ნეგატივი თუ პოზიტივი? – ნეგატივი.

როგორია ქართული მედიის თავისუფლების ხარისხი? – 5 ბალიანი შკალით ალბათ, სამიანს დავწერდი. ან 10 ბალიანი სისტემით - 6.

ვინ არის კოლეგა, რომელსაც ყველაზე მეტად აფასებთ? - ბეჭური მედია: სალომე ასათიანი, გიორგი გვახარია, ჯიმშერ რეხვიაშვილი, სოფო კილასონია. ტვ-მედია: ნინო ჟიჟილაშვილი, ბექა ყორშია, ია მეურმიშვილი, ქეთევან სადღობელაშვილი, თენგო გოგოტიშვილი.

რა არის ჭარბად ქართულ მედიაში? – გადაუმოწმებელი ინფორმაცია, ფეიკების გავრცელება, ჭორებისადმი მიდრეკილება, კორპორაციული ერთიანობის შენარჩუნება, თვითრეკლამის აუცილებლობა.

რა აკლია ქართულ მედიას? – გულწრფელი, ლაკონიური, აუცილებელი,  ინფორმაციაა, გაწონასწორებული საავტორო გადაცემა, არამეინსტრიმული და საგანმანათლებლო გადაცემები და სტატიები.

რომელ სატელევიზიო არხს უყურებთ? – „ფორმულა“, „ტვ პირველი“, „პალიტრა“ საზოგადოებრივი მაუწყებელი, „მთავარი არხი“.

რადიო, რომელსაც უსმენთ - „რადიო თავისუფლება“, „ამერიკის ხმა“, „ფორტუნა“.

გაზეთი, რომელსაც კითხულობთ - „რეზონანსი“, „ახალი თაობა“, მაგრამ იშვიათად. უფრო, ინტერნეტ გამოცემებს.

რჩეული ონალინ გამოცემა - „რადიო თავისუფლების“ ონლაინ ვერსია. „პუბლიკა“, „ტაბულა“, „სტუდია მონიტორი“, „ნეტგაზეთი“.

რატომ გაურბის ქართული ბიზნესი მედიაში ინვესტირებას? – 1. ამას ფულის ფუჭად დახარჯვად მიიჩნევენ 2. კრიტიკული, ან ოპოზიციური მედიაში ინვესტირება მათი ბიზნესისთვის სახიფათოა 3. უბრალოდ, საჭიროებას ვერ ხედავენ.

რა დოზითაა წარმოდგენლილი ქართულ მედიაში პოლიტიკური გავლენა? – ვიტყოდი, ძალიან დიდი დოზით.

 

რა გაღიზიანებთ? - თავხედი, უზდელი და არაკორექტული პოლიტიკოსების დამოკიდებულება მედიის და  საზოგადოების მიმართ. ზოგადად, პოლიტიკური პარტიების (ყველასი თითქმის) აგდებული და არაგულწფელი დამოკიდებულება საზოგადოების მიმართ.

რა გახარებთ? - თანაგრძნობით და სოციალური აფილაციით (თანაგრძნობით) გამორჩეული ჯგუფები, ორგანიზაციები და საინტერესო პიროვნებების არსებობა.

როგორია კონკურენტებთან დამოკიდებულება? -მათი  ყველა საინტერესო და გამორჩეული ინფორმაცია ან სტატია მაინტერესებს, თუმცა რეალურად არ მაქვს „კონკურენტულობის“ ბოლომდე  გაცნობიერება და განცდა.

რას არ პატიობთ კოლეგას? – მიზანმიმართულ, გამიზნულ ტყუილს და გარიგებას სახელისუფლებო მედიებთან.

კითხვა, რომელზეც პასუხი დღემდე არ მიგიღიათ? – 1. არ გვაქვს 2008 წლის ომის რელური ანალიზი; 2. 2020 წლის არჩევნებში შედეგების სრული ქაოსი; 3. გაუხსნელი მკვლელობების სერია; 4. გახმაურებული ანტიკორუფციული გამოძიების შემდეგ სასამართლოს სრული უპასუხისმგებლობა.

რას ნანობთ? - რომ ვერ ვახერხებ ბევრ საინტერესო ღონისძიებაში მონაწილეობის მიღებას.

რითი ხართ კმაყოფილი? - შეძლებისდაგვარად დავდივარ აქციებზე, რომლის მიზანი ქვეყნის პოლიტიკური რეფორმაცია, წინსვლა და ევროპასთან დახლოებაა.

რა არის მთავარი -სიმართლე თუ სამართლიანობა? – ერთი მეორეზეა დამოკიდებული, ალბათ, ორივე ერთად.

იაზრებენ თუ არა მედიაწარმოამდგნლები თავის როლს სოციუმში? - მგონია მაინც ვერ აცნობიერებენ და არ ესმით ბოლომდე თავად რა უნდათ და რა სურთ.

რატომ აღარ გვენდობა ხალხი? - იმიტომ, რომ პოლიტიკური და სოციალური სისტემები ვეღარ პასუხობენ მათ მოთხოვნებს.

არის თუ არა მედია ხალხთან ახლოს? - მედია უფრო დაკავებულია, უსმენს და პასუხობს იმ გამოწვევებს, რაც მას უშუალოდ ეხება და არა საზოგადოების ინტერესებს.

მედია-ჟურნალისტიკაა, ბიზნესი თუ სკანდალისტიკა? - ალბათ, ყველაფერი ერთად. გააჩნია რომელ მედიას რა ინტერესები აქვს.

რა არის მედიასტანდარტი? - სწრაფი, შეძლებისდაგვარად ზუსტი, გასაგები და გადამოწმებული ინფორმაცია და რაც შეიძლება გაწონასწორებული და ანალიტიკური სტატიები ან გადაცემები (ზოგადად ტელეგადაცემებში)

რატომ დაავიწყდა ქართულ მედიას მედია სტანდარტი? - იმიტომ, რომ ეს არაა რეიტინგული და მომგებიანი.

შეგიძლიათ დასახელება კოლეგის, რომელიც ეთერში არ უნდა იჯდეს? მგონია მთელი ალტინფო სტუდიებში კი არა სახლში უნდა ისხდნენ, არც შალვა რამიშვილის ყოველდღიური და მავნე ბოდვებია სავალდებულო მოსასმენი.

რატომ გაურბიან მედიის წარმომადგენლები კოლეგებზე კრიტიკულად საუბარს? - ასე ვთქვათ კორპორაციული და საერათო ინტერესებიდან გამომდინარე, თუმცა არსებობს მნიშვნელოვანი პირადი მოტივებიც.

ვინ არის ქართულ მედია მეტრი? - ვერ ვიტყვი, დღეს არა მგონია ასეთი მეტრი არსებობდეს. თუმცა ცხადია, ბევრი ნიჭიერი ჟურნალისტი მუშაობს ქართულ მედიაში.

რატომ გვყავს მედია „დედები და მამები“? - იმიტომ რომ თავის დროზე მათ სათანადოდ „იზრუნეს“ ამისათვის (ყველანაირი გაგებით).

რეიტინგი თუ აკადემიური ჟურნალისტიკა? - მედია, რომელიც შედარებით გრძელვადიან პერსპექტივაში ხედავს შედეგებს, აკადემიურ ჟურნალისტიკას ამჯობინებს.

რა არ უნდა გააკეთო ექსკლუზივისთვის ჟურნალისტმა? - ფეიკი, სიცრუე და ფაქტები არ უნდა დაამახინჯოს.

რა კითხვა არ უნდა დასვს ჟურნალისტმა? -ალბათ ძალიან პირადული და ინტიმური საკითხების ირგვლივ.

არსებობს თუ არა ჟურნალისტიკაში ე.წ. დოგმა? - არა მგონია, თუმცა არსებობს სტანდარტები, მაგარამ სტანდარტები დოგმა არ არის.

რატომ ჰგავს ყველა ქართული ტელევიზიის ე.წ. ბადე ერთმანეთს? - იმიტომ, რომ ისინი ერთმანეთს ეჯიბრებიან და არა საკუთარ თავს. გარდა ამისა, ისინი არ იცნობენ საზოგადოებრივ ინტერესებს და არც საზოგადოების დაკვეთა აინტერესებთ. ამიტომაც, რასაც ხედავენ, იმას ბაძავენ...ანუ ერთმანეთს.

რა არის ჟურნალისტიკის მთავარი ფუნქცია - საზოგადოების ინფორმირებულობა თუ პროპაგანდა? - პირველ რიგში ზუსტი, სწრაფი და გადამოწმებული ინფორმაცია. პროპაგანდა უნდა გავმიჯნოთ ჟურნალისტიკისგან.

არსებობს თუ არა ობიექტური ჟურნალისტიკა და თუ არსებობს, რაში გამოიხატება? - არა მგონია, რაიმე საზომი არსებოდეს ობიეტურობის დასადგენად, თუმცა ობიექტური ჟურნალისტიკა ალბათ, ცხად, დაბალანსებულ და ადვილად მისაღწევ ინფორმირებულობას გულისხმობს.

აქვს თუ არა ჟურნალისტს საკუთარი აზრის საჯარო გამოთქმის უფლება მედიასაშაულებით? - როცა საქმე ეხება საინფორმაციო სივრცეს, მნიშვნელოვანია ობიექტურობის მაქსიმალური დაცვა, როცა საავტორო ან ანალიტიკურ გადაცემებს, ცხადია, მნიშვნელოვანია ჟურნალისტის სუბიექტური ხედვა.

უნდა არსებობდეს თუ არა ჟურნალისტიკის ფაკულტეტი? - დიახ, ეს არის პროფესია, რომლის თეორიული საფუძვლები უნდა ისწავლებოდეს, თუმცა ეს მხოლოდ ბაზისია, რომელზეც შენდება პრაქტიკული გამოცდილებით გამდიდრებული ჟურნალისტიკა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა