Ihnat: Ukrainian air defense shoots down more than 100 Russian drones in one day
UK to accelerate delivery of air defense systems to Ukraine – Burnham
უკრაინაში Starlink-ის მუშაობა ნაწილობრივ აღდგა – ფედოროვი Starshield-ისთვის სიჩქარის შეზღუდვის სრულად მოხსნას ითხოვს
ზელენსკი: გადადგომას არ ვაპირებ – უკრაინის პრეზიდენტის არჩევა მხოლოდ უკრაინელ ხალხს შეუძლია და არა ტრამპს ან მასკს
ილონ მასკი: Starshield-ის გამოყენებაზე შეზღუდვებს აშშ-ის ხელისუფლება აწესებს, Starlink-ის სამხედრო გამოყენებას კი SpaceX აკონტროლებს
ზელენსკი: ტრამპმა უნდა გაიგოს, რომ რუსეთს მისი დასუსტება სურს – დიზელზე შეთანხმება პუტინისთვის მარტივი გამარჯვებაა
სალომე ზურაბიშვილი: საკონსტიტუციო სასამართლო პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტად იქცა - პარტიების აკრძალვა საქართველოს საერთაშორისო იზოლაციას გააძლიერებს
დავით ოქიტაშვილი თინათინ რუხაძეს მისი საქმიანობის მიზანმიმართულ შეზღუდვაში ადანაშაულებს და პროკურატურას პატრიარქის დაკრძალვის ხარჯების შესწავლისკენ მოუწოდებს

გიორგი გახარია დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრებს - ივანიშვილს იცავთ? დაიცავით, არ არის პრობლემა

ნახვები: 485 გიორგი გახარია დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრებს - ივანიშვილს იცავთ? დაიცავით, არ არის პრობლემა

ივანიშვილს იცავთ? დაიცავით, არ არის პრობლემა, - ასე მიმართა შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე კომისიის წევრებს, რომლებმაც მას 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ჰკითხეს, თუ როდის მოახსენა აღნიშნულის თაობაზე ბიძინა ივანიშვილს.

გიორგი გახარიას განცხადების საპასუხოდ, „ქართული ოცნების” დეპუტატმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილი „იცავს სიმართლეს და ქვეყნის ღირსებას“.

„კითხვა ხომ დამისვით, ივანიშვილს იცავთ თუ არაო, მე ვიცავ სიმართლეს და აქედან გამომდინარე, დიახ, ბატონი ივანიშვილი იცავს სიმართლეს და ამ ქვეყნის ღირსებას, ეს მოგწონთ თუ არა. თქვენ ძალიან წვალობთ ახლა, რომ ამ სიტუაციიდან გამოძვრეთ. ჩვენ პირდაპირი და პრინციპულები ვართ, ეს არის თქვენსა და ჩვენს შორის განსხვავება, ტყუილად გეცინებათ“, - მიმართა ალუდა ღუდუშაურმა გიორგი გახარიას.

მან გიორგი გახარიას უთხრა ისიც, რომ კომისიის სხდომაზე ყოფნა მისთვის დისკომფორტია. „საერთოდ არ მაქვს დისკომფორტი. შემიძლია დილამდე ვიყო, უპრობლემოდ და სიამოვნებით მოგყვებით“,- უპასუხა გახარიამ ალუდა ღუდუშაურს.

სხდომაზე გიორგი გახარიას კითხვა ასევე პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა დაუსვა, რომლის შეფასებით, გახარიამ „ნაცმოძრაობა კი არ დაასრულა“, არამედ სიცოცხლე შეუნარჩუნა.

„ნაცმოძრაობას“ რომ შევპირდი, დაგასრულებთ მეთქი, როგორც მიდის საქმე, ჩემი დასასრულებელი იქნება. თქვენ, „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წარმომადგენლები იმდენი გყავთ უკვე „ოცნებაში“ მაღალ თანამდებობებზე, სხვათა შორის, პარლამენტშიც, ყოფილი „ნაცებით“ არის გადავსებული „ოცნება“. ამიტომ „ნაცებს“ დასრულებით რომ ემუქრებით, ჯერ თქვენ გააუქმეთ და მიხედეთ. მე ამას ვაკეთებ, როგორც ხედავთ. თქვენ ისე მიდიხართ, ზუსტად ჩემი დასასრულებელი იქნება „ნაციონალური მოძრაობა“,-განაცხადა გახარიამ.

მან საგამოძიებო კომისიის წევრებს მიმართა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მსგავს კითხვებს სვამენ.

„გარდა იმისა, რომ მათი ქმედებები სრულად გადმოიტანეთ, სახეების დონეზე გყავთ ინფილტრირებული რიგებში. კითხვებიც ახალი ვერ მოიფიქრეთ ვერაფერი, „ნაცების“ კითხვებს იღებთ“,-განაცხადა გახარიამ. საპასუხოდ, კომისიის თავმჯდომარე, თეა წულუკიანმა გიორგი გახარიას მიმართა: „კითხვებზე პასუხს ვერ სცემთ და ამიტომ, პოლიტიკური განცხადებები გიწევთ“,-მიმართა წულუკიანმა გახარიას, რაზეც მან უპასუხა, რომ არსად მიდის და არსად იმალება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა