Ihnat: Ukrainian air defense shoots down more than 100 Russian drones in one day
UK to accelerate delivery of air defense systems to Ukraine – Burnham
უკრაინაში Starlink-ის მუშაობა ნაწილობრივ აღდგა – ფედოროვი Starshield-ისთვის სიჩქარის შეზღუდვის სრულად მოხსნას ითხოვს
ზელენსკი: გადადგომას არ ვაპირებ – უკრაინის პრეზიდენტის არჩევა მხოლოდ უკრაინელ ხალხს შეუძლია და არა ტრამპს ან მასკს
ილონ მასკი: Starshield-ის გამოყენებაზე შეზღუდვებს აშშ-ის ხელისუფლება აწესებს, Starlink-ის სამხედრო გამოყენებას კი SpaceX აკონტროლებს
ზელენსკი: ტრამპმა უნდა გაიგოს, რომ რუსეთს მისი დასუსტება სურს – დიზელზე შეთანხმება პუტინისთვის მარტივი გამარჯვებაა
სალომე ზურაბიშვილი: საკონსტიტუციო სასამართლო პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტად იქცა - პარტიების აკრძალვა საქართველოს საერთაშორისო იზოლაციას გააძლიერებს
დავით ოქიტაშვილი თინათინ რუხაძეს მისი საქმიანობის მიზანმიმართულ შეზღუდვაში ადანაშაულებს და პროკურატურას პატრიარქის დაკრძალვის ხარჯების შესწავლისკენ მოუწოდებს

გიორგი გახარია - ყოფილი „ნაცებით“ არის გადავსებული „ოცნება“, „ნაცებს“ დასრულებით რომ ემუქრებით, ჯერ თქვენები გააუქმეთ, იმათ მიხედეთ, რა

ნახვები: 517 გიორგი გახარია - ყოფილი „ნაცებით“ არის გადავსებული „ოცნება“, „ნაცებს“ დასრულებით რომ ემუქრებით, ჯერ თქვენები გააუქმეთ, იმათ მიხედეთ, რა

ყოფილი „ნაცებით“ არის გადავსებული „ოცნება“ - „ნაცებს“ დასრულებით რომ ემუქრებით, ჯერ თქვენები გააუქმეთ, იმათ მიხედეთ, რა - თქვენ ისე მიდიხართ, ზუსტად ჩემი დასასრულებელი იქნება ეგ „ნაციონალური მოძრაობა“, - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნებამ“ „ნაციონალური მოძრაობის“ ქმედებები სრულად გადმოიტანა.

„ნაციონალური მოძრაობას“ მე რომ დავპირდი დაგასრულებთ-მეთქი, როგორც მიდის საქმე, ჩემი დასასრულებელი იქნება. თქვენ, „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წარმომადგენლები იმდენი გყავთ უკვე „ოცნებაში“, მაღალ თანამდებობაზე, სხვათა შორის, პარლამენტშიც. აი, ყოფილი „ნაცებით“ არის გადავსებული „ოცნება“ ამიტომ, „ნაცებს“ დასრულებით რომ ემუქრებით, ჯერ თქვენები გააუქმეთ, იმათ მიხედეთ, რა. თქვენ ისე მიდიხართ, ზუსტად ჩემი დასასრულებელი იქნება ეგ „ნაციონალური მოძრაობა“. მე მაგას ვაკეთებ. აი, ასე. როგორც ხედავთ, აი, ასე ვაკეთებ...

გარდა იმისა, რომ „ნაცებთან“ თანამშრომლობთ, გარდა იმისა, მათი ქმედებები სრულად გადმოიტანეთ, სახეების დონეზე გყავთ უკვე ინფილტრირებული რიგებში. ამასთან ერთად, კითხვებიც ახალი ვერაფერი მოიფიქრეთ, „ნაცების“ კითხვებს იყენებთ და ისევ „ნაცების“ კითხვებს მისვამთ,“ - განაცხადა გახარიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა