დონალდ ტრამპი - ისეთმა ქვეყნებმა, როგორიც გაერთიანებული სამეფოა, მოიკრიბეთ ცოტაოდენი გამბედაობა, წადით ჰორმუზის სრუტეში და აიღეთ საწვავი
ელისო კილაძე - თვე და 2 დღეა სრულ იზოლაციაში ვარ, მიმოწერები, პაემნის და ზარების უფლება აკრძალული მაქვს
საქართველოში ირანის ელჩი - როცა ზოგიერთი ქვეყანა, უნებლიეთ ან ნაჩქარევად საკუთარ სივრცესა და ტერიტორიას გარე ავანტიურისტებს უთმობს, ამის ფასს ადრე თუ გვიან, ქვეყნის შიგნითვე იწვნევს
რუსეთის დაზვერვა - მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაზე გავლენის გაძლიერებას ცდილობს
თამარ ჩერგოლეიშვილი - იგეგმება აშშ-ში ვიზიტი
ბაჩო ახალაია - შეიძლება ივანიშვილი ფიქრობს, რომ გაიქცევა, მაგრამ ჩამოვიყვანთ და ამ სასამართლოში მოვიყვანთ
„ოპოზიციის ალიანსი“ „ეროვნული მობილიზაციის“ ორ თვიან კამპანიას იწყებს
მარკო რუბიო - აშშ-ის გარეშე ნატო არ არსებობს

გიორგი გახარია - შსს-ში შემოვიდა რუსეთის მოქალაქეების 10-12-კაციანი სია, უფრო ოდიოზური გვარები იყო, ვიდრე გავრილოვი

14.04.2025 ნახვები: 439

შინაგან საქმეთა სამინისტროში შემოვიდა რუსეთის მოქალაქეების 10-12-კაციანი სია, ბევრად უფრო ოდიოზური გვარები იყო, ვიდრე გავრილოვი - ჩვენ კატეგორიულად განვაცხადეთ უარი ამ ხალხის შემოშვებაზე, მაგრამ ატყდა ერთი ამბავი, პარლამენტიდან რეკვები, თხოვნები - კობახიძემ აიღო პასუხისმგებლობა და მოხდა ის, რაც მოხდა, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, იყო შანტაჟი, რომ თუ რუსეთის მოქალაქეებს ქვეყანაში არ შემოუშვებდნენ, ქვეყანა საერთაშორისო სკანდალში გაეხვეოდა.

როგორც გახარია ამბობს, 20 ივნისის ღამეს ვერც ერთ იმ პირთან ვერ გავიდა კონტაქტზე, ვინც გავრილოვის საქართველოში ჩამოყვანაზე და შესაძლო პროცესების განვითარებაზე აიღო პასუხისმგებლობა.

„როდესაც ამ ღონისძიების საქართველოში ჩატარება იგეგმებოდა, შინაგან საქმეთა სამინისტროში მოვიდა რუსეთის მოქალაქეების სია, რომლის შემოსვლაც იყო დაგეგმილი. მაშინ ჩვენ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ისევე როგორც სუს-მა. კატეგორიული უარი განვაცხადეთ ამ ხალხის შემოსვლაზე. იქ იყო დაახლოებით 10 თუ 12 კაცი. ბევრად უფრო ოდიოზური გვარები იყო, ვიდრე გავრილოვი. ეს ხალხი იყო ყველა „დაბრაკული“. მათ ნაწილს ჰქონდა კანონი დარღვეული , ამ ვაჟბატონს არ ჰქონდა კანონი დარღვეული, მაგრამ ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, ეს კაცი არ შემოგვეშვა. ჩვენ ვთქვით, რომ ამას არ ვუშვებთ, ატყდა ერთი ამბავი, პარლამენტიდან რეკვები, თხოვნები. ამ ხალხის შემოსვლაზე კატეგორიულად განვაცხადეთ უარი. ამის შემდეგ იმდენად დეტალებში ვიყავით შესული ამ საკითხში, რადგან ეს მართლა სერიოზული რისკი იყო, მაშინ პარლამენტის ხელმძღვანელობამ აიღო კონკრეტულად პასუხისმგებლობა. ეს პარლამენტის ხელმძღვანელობა იყო კობახიძე. თქვენ კი იძახით ქვეყნის გარეთ იყოო, მაგრამ ღვინოს მე ვსვამდი კაცო გავრილოვთან?! მე ჩავსვი გავრილოვი პარლამენტის სავარძელში?! ეს ღონისძიება იყო საერთაშორისო და ამით დაგვიწყეს შანტაჟი, რომ საერთაშორისო სკანდალში გაეხვევა ქვეყანაო და გინდა თუ არა უნდა შემოვიყვანოთო. მაინც კატეგორიულ წინააღმდეგი ვიყავით. მერე თქვეს, რომ ვიღაცა სხვა იქნებოდა ამ კონფერენციის ხელმძღვანელი. ამის შემდეგ მოხდა ის, რაც მოხდა. ამათ საღამოს მოუწყვეს ის რაღაცა რესტორანში ქეიფი, ღვინო დალიეს, ჭიქები უჭახუნეს, დაჯდნენ თვითმფრინავში და წავიდნენ. ეს იყო სიმართლე და რეალობა. ვინც აიღო პასუხისმგებლობა ამ კაცის საქართველოში ჩამოყვანაზე და შემდეგ იმაზე, რაც შეიძლებოდა მომხდარიყო, ვერავის ვერ დაურეკავდი. ვერც ერთი პოლიტიკური პასუხისმგებელი პირი ვერ ვიპოვეთ ხაზზე. ვისი მოძებნაც მაშინ გვინდოდა. ეს არის რეალობა,“ - განაცხადა გახარიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა