ცოლის მკვლელობაში ბრალდებულ კაცს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ირაკლი კობახიძე - ბიძინა ივანიშვილი არის პოლიტიკის გროსმაისტერი
ირაკლი კობახიძე ვიზალიბერალიზაციაზე - შანტაჟი ვერ გაჭრის
მაკა ბოჭორიშვილი - შეხვედრა, რომელსაც ითვალისწინებს ევროკავშირის რეგულაცია, გაიმართება სამუშაო დონეზე და ქართული მხარის მოლოდინია, რომ იქნება კონსტრუქციული
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,380 over past day
Melnyk urges UN to ban Russia from peacekeeping missions over sexual violence crimes
Zelensky, Macron coordinate next steps in phone call
Zelensky has talk with Witkoff and Kushner

ინფიცირების მაღალი მაჩვენებელი გარდაუვალია - ვახტანგ კალოიანი

25.01.2022 ნახვები: 1212

„მნიშვნელოვანია პირველადი ჯანდაცვის გაძლიერება და რა თქმა უნდა, აქცენტი ვაქციანიციაზე, რომელსაც ამ ეტაპზე ვერ ვხედავთ. ახლა მნიშვნელოვანია, კიდევ ერთხელ ვამბობ პირველადი ჯანდაცვის გაძლიერება, ნიღბის ტარება, სადაც ეს შესაძლებელია სამსახურების ონლაინ რეჟიმზე გადაყვანა. დიდი შეკრებების თავიდან არიდება, რითაც შესაძლებელი გახდება პანდემიის  მართვა.

“,-ამის შესახებ NATION-თან ინტერვიუში, ანესთეზიოლოგიისა და კრიტიკული მედიცინის ასოციაციის დამფუძნებელმა, ექიმმა ვახტანგ კალოიანმა განაცხადა.

ვახტანგ კალოიანი: ინფიცირების მაღალი მაჩვენებელი სამწუხაროდ გარდაუვალია, განსაკუთრებით აუცრელ საზოგადოებაში. ცუდი მართვის მთავარი პრობლემა  არის ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებელი და გარკვეული პრობლემა ჰოსპიტალურ სივრცეში. ინფიცირებულთა რაოდენობა აუცილებლად გაიზრდება - ეს არის ვირუსის ლოგიკა. ჩვენ რაც შეგვიძლია გავაკეთოთ, დროულად აღმოვაჩინოთ, კონტაქტში ვიყოთ პირველად ჯანდაცვასთან. ხელისუფლების ვალდებულებაა, რაც შეიძლება გაზარდოს პირველადი ჯანდაცვის მოცულობა.

პამდემიის დაწყების პერიოდიდან, ჰოსპიტალურ სექტორში არსებულ არაერთ პრობლემაზე გამახვილდა ყურადღება. ამჯერად რა პრობლემაა ჰოსპიტალურ სივრცეში?

დღეს ერთ ექიმს უწევს დაახლოებით, 50 პაციენტის მოვლა ბინაზე და ეს რაოდენობა კიდევ გაიზრდება. მათი შეცდომის ან ფიზიკურად კონტაქტის უქონლობის ან არასაკმარისობის გამო პაციენტები შეიძლება დამძიმდნენ. ამიტომ არის მნიშვნელოვანი პირველადი ჯანდაცვის გაძლიერება და რა თქმა უნდა, აქცენტი ვაქციანიციაზე, რომელსაც ამ ეტაპზე ვერ ვხედავთ.

რა არის გასაკეთებელი? გავიგეთ რომ ვაქცინაციის პროცესი არის გასააქტიურებელი, ამას თავადაც ამბობენ ხელისუფლების წარმომადგენლები და სპეციალისტებიც. რა უნდა გაკეთდეს, რომ საშინელ მდგომარეობაში არ აღმოჩნდეს ქვეყანა?

ვაქცინაციის პროცესი არის ჩავარდნილი, ცალსახად.

ამას ვკითხთხულობ სწორედ, რადგან აქცინაციაზე აპელირებთ, რა უნდა ეშველოს ამას, რომ ეს პროცესი იყოს უფრო აქტიური?

ვაქცინაციის პროცესის აქტივაციის გეგმა, ჩვენ ჯერ კიდევ მარტში წარვადგინეთ, რომელიც მოიცავდა ძალიან აქტიურ საინფორმაციო კამპანიას, ასევე კარდაკარის პრინციპით საინფორმაციო კამპანია და ასევე ფინანსური სტიმულაცია. სამწუხაროდ ეს ყველაფერი არ გაკეთდა, ეს აღიარა ჯანდაცვის სამინისტრომაც, ამის გამო ბევრი ადმიანი დაიღუპა.

ამ ეტაპზე რა არის მნიშვნელოვანი?

ახლა მნიშვნელოვანია, კიდევ ერთხელ ვამბობ პირველადი ჯანდაცვის გაძლიერება, ნიღბის ტარება, სადაც ეს შესაძლებელია სამსახურების ონლაინ რეჟიმზე გადაყვანა. დიდი შეკრებების თავიდან არიდება, რითაც შესაძლებელი გახდება პანდემიის  მართვა.

სკოლებთან დაკავშირებით, რას ფიქრობთ? ამირან გამყრელიძის განცხადებით, სკოლები უნდა იყოს ყველაზე ბოლო, რომელიც ონლაინ რეჟიმზე  გადავა.

დიახ, ეს მართალია, სკოლების უნდა იყოს ყველაზე ბოლო, რომელიც დაიხურება და ყველაზე პირველი, რომელიც გაიხსნება. თუმცა აქ მნიშვნელოვანია პედაგოგების ვაქცინაცია.

მხოლოდ?

ასევე მნიშვნელოვანია ძალიან აქტიური ლაბორატორიული კონტროლი და დროული რეაგირება, რომ მასიური გავრცელება არ მოხდეს.

გასაგებია, რას უნდა ველოდოთ ამ 2 კვირის მანძილზე?

რაოდენობა იქნება, ბევრი.  ორი კვირა არის საკმაოდ რთული, შემდეგ კი ვირუსის ლოგიკით რაოდენობა უნდა წავიდეს შემცირებისკენ, ამიტომაც უნდა გაძლიერდეს ვაქცინაციის პროცესი და უნდა მოხდეს პირველადი ჯანდაცვის მოცულობის გაზრდა.

ესაუბრა, ზუკა ნემსაძე

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა