ნოდარ დუმბაძის შვილიშვილი ონისე ოქრიაშვილზე თავდასხმას ეხმაურება: „ბაბუაჩემის სახელით ადამიანის ცემა იდიოტის ან პროვოკატორის საქციელია“
კლინიკა „ჰელსიკორი“: ვერაზე დაჭრილი ორი ახალგაზრდა ოპერაციის შემდეგ სტაბილურ მდგომარეობაშია
Freedom House ვახო სანაიას დაპატიმრებას ეხმაურება და მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს
ვერაზე სროლის საქმეზე ერთი პირი დააკავეს — დაჭრილია ოთხი ადამიანი, მათ შორის გარდაიცვალა ერთი არასრულწლოვანი
Ukrainian border guards rescue 16 crew members after Russian drone hits foreign cargo ship in Black Sea
Ukraine’s new military leadership vows stronger strikes and technological advantage over Russia
Rubio to discuss Russia's war against Ukraine at meeting with Lavrov
ლევან ხაბეიშვილი: „ბრძოლაა საჭირო და არა პროფესორ-კომენტატორობა“

ეროვნული ბანკი - ნოემბერში აშშ-დან და ევროკავშირის ქვეყნებიდან გადმორიცხული ფულადი სახსრები გაიზარდა, ხოლო რუსეთიდან - შემცირდა

ნახვები: 929 ეროვნული ბანკი - ნოემბერში აშშ-დან და ევროკავშირის ქვეყნებიდან გადმორიცხული ფულადი სახსრები გაიზარდა, ხოლო რუსეთიდან - შემცირდა

ნოემბერში საქართველოში გადმორიცხული თანხების მოცულობამ, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 43.8%-ით დაიკლო და 292.7 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო საქართველოდან გადარიცხული თანხების მოცულობა 0.5%-ით, 31.3 მილიონ აშშ დოლარამდე შემცირდა. ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია აღნიშნული.

ცენტრალური ბანკის ინფორმაციით, წლიურად ფულადი გზავნილების შემცირებას საბაზო ეფექტი და რუსეთიდან ფულადი გზავნილების კლება განაპირობებს.

„ნოემბერში რუსეთიდან ფულადი გადმორიცხვები წლიურად 76%-ით, 75 მლნ აშშ დოლარამდე შემცირდა. თუმცა მაღალი ტემპით, 41.6%-ით ზრდას განაგრძობს აშშ-დან გადმორიცხული ფულადი სახსრები. ასევე, რეგიონის ქვეყნებიდან, ყაზახეთიდან გადმორიცხული ფულადი სახსრები მნიშვნელოვნად, 71.3%-ით გაიზარდა. კვლავ მნიშვნელოვანი წვლილი აქვს ევროკავშირის ქვეყნებიდან, იტალიიდან და გერმანიიდან გადმორიცხული ფულადი გზავნილების ზრდას. ნოემბერში, რეგიონის ქვეყნებიდან, ყირგიზეთიდან და აზერბაიჯანიდან გადმორიცხულმა თანხებმა დაიკლო, შესაბამისად, 85.7%-ით და 17.7%-ით. აღსანიშნავია, რომ უკრაინიდან გადმორიცხული ფულადი გზავნილები, წინა წლის მინიმალურ დონესთან შედარებით, გაზრდილია. ნოემბერში ფულადი გზავნილების ძირითად წყაროს ევროკავშირის ქვეყნები (38.2%), რუსეთი (25.7%) და აშშ (13.9%) წარმოადგენდა. ევროკავშირის ქვეყნებიდან აღსანიშნავია იტალიის, საბერძნეთისა და გერმანიის მაღალი წილი მთლიან ფულად გზავნილებში“, – აღნიშნულია ეროვნული ბანკის ანგარიშში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა