UK to accelerate delivery of air defense systems to Ukraine – Burnham
უკრაინაში Starlink-ის მუშაობა ნაწილობრივ აღდგა – ფედოროვი Starshield-ისთვის სიჩქარის შეზღუდვის სრულად მოხსნას ითხოვს
ზელენსკი: გადადგომას არ ვაპირებ – უკრაინის პრეზიდენტის არჩევა მხოლოდ უკრაინელ ხალხს შეუძლია და არა ტრამპს ან მასკს
ილონ მასკი: Starshield-ის გამოყენებაზე შეზღუდვებს აშშ-ის ხელისუფლება აწესებს, Starlink-ის სამხედრო გამოყენებას კი SpaceX აკონტროლებს
ზელენსკი: ტრამპმა უნდა გაიგოს, რომ რუსეთს მისი დასუსტება სურს – დიზელზე შეთანხმება პუტინისთვის მარტივი გამარჯვებაა
სალომე ზურაბიშვილი: საკონსტიტუციო სასამართლო პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტად იქცა - პარტიების აკრძალვა საქართველოს საერთაშორისო იზოლაციას გააძლიერებს
დავით ოქიტაშვილი თინათინ რუხაძეს მისი საქმიანობის მიზანმიმართულ შეზღუდვაში ადანაშაულებს და პროკურატურას პატრიარქის დაკრძალვის ხარჯების შესწავლისკენ მოუწოდებს
საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირის გაფართოების ფორუმზე წარმოდგენილი არ იქნება - ევროკომისიამ გამომსვლელთა სია გამოაქვეყნა

ევროკავშირი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით 14-15 დეკემბერს იმსჯელებს

ნახვები: 552 ევროკავშირი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით 14-15 დეკემბერს იმსჯელებს

ევროპული საბჭო ბრიუსელში დღეს და ხვალ შეიკრიბება და იმსჯელებს გაფართოების პაკეტზე, რომელიც მოიცავს 10 ქვეყანას. გაფართოების პაკეტი ეხება საქართველოსთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, უკრაინასთან და მოლდოვასთან წევრობაზე მოლაპარაკებების დაწყებას, ასევე დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს.

გადაწყვეტილება ევროკავშირის წევრი 27 ქვეყნის ლიდერებმა კონსენსუსის საფუძველზე უნდა მიიღონ. ევროპული საბჭო საბოლოო გადაწყვეტილებას ორდღიანი სამიტის მიმდინარეობისას გამოაცხადებს.

ევროკავშირის სამიტამდე, 12 დეკემბერს ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო და ევროპულ საკითხთა მინისტრები შეიკრიბნენ. ევროკავშირის მინისტრთა საბჭოს გაფართოების შესახებ დასკვნაში აღნიშნულია, რომ „საბჭო ითვალისწინებს ევროკომისიის 8 ნოემბრის ანგარიშს საქართველოს შესახებ, მის რეკომენდაციას და მოუთმენლად ელოდება განხილვას ამ საკითხთან დაკავშირებით“.

ამავდროულად, გუშინ ევროპარლამენტმა დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც ევროკავშირის საბჭოს მოუწოდებს, საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს.

ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე დადებითი რეკომენდაციით ევროპულ საბჭოს 8 ნოემბერს მიმართა.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ 2022 წლის მარტში განაცხადა, რომ საქართველომ მიმართა ევროკავშირს წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. იმავე წლის 3 მარტს კი, წევრობაზე საქართველოს ოფიციალურ განაცხადს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი მოაწერა.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა