კალასი: შემოდგომაზე რუსეთის წინააღმდეგ ომის დაწყებიდან ყველაზე მასშტაბურ სანქციებს წარვადგენთ
სააკაშვილი: უახლოეს კვირებში კობახიძეს მოსკოვში ელიან „ღალატის ტრაქტატზე“ ხელის მოსაწერად
აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე დააკავეს
არჩილ იაკობაშვილი - ქართულ "რეპსოლს" იურიდიულად არაფერი საერთო აქვს ესპანურ "რეპსოილან"
12 წლის წინ გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეში მეწყრის ვერსია გამოირიცხა
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება
რომან გოცირიძე - ოკუპირებულ აფხაზეთში „ოცნების“ მთავრობის ნებართვით ჯერჯერობით უცნობი ქართული კომპანიის მიერ საწვავის შეტანა მას მოსალოდნელი სანქციებისგან არ ათავისუფლებს
გოჩა მირცხულავა - ვინმეს მართლა სჯერა, რომ ასეთი მასშტაბის საწვავის შეტანა აფხაზეთში ხელისუფლების თანხმობის ან სულაც მისი დავალების გარეშე მოხდებოდა?

აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე დააკავეს

ნახვები: 242 აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტი კობა ფარტენაძე პოლიციელების სიტყვიერი შეურაცხყოფისა და წვრილმანი ხულიგნობის ფაქტებზე ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

უწყების ცნობით, ფარტენაძეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებს ედავებიან.

შსს-ში აცხადებენ, რომ 16 აგვისტოს კობა ფარტენაძე მასთან დაკავშირებულ ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე მოწმის სახით გამოკითხვის მიზნით პოლიციის განყოფილებაში იმყოფებოდა, სადაც მან სამართალდამცველებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. აღნიშნულ ფაქტზე ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.

„ასევე, აღნიშნული პირი 17 აგვისტოს ღამის საათებში, ბათუმში, ხმამაღლა ლანძღვა-გინებით არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს. სამართალდამცველებმა არაერთხელ მოუწოდეს, შეეწყვიტა კანონსაწინააღმდეგო ქმედება, თუმცა ის არ დაემორჩილა პოლიციელების მოთხოვნას, პოლიციელებს მიაყენა შეურაცხყოფა“, — აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ თავად კობა ფარტენაძე გახდა ძალადობისა და მუქარის საქმის ფიგურანტი, როგორც დაზარალებული. შსს-მ 9 აგვისტოს ბათუმში მასზე განხორციელებულ ძალადობასა და მუქარასთან დაკავშირებით ორი პირი დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, ერთ-ერთმა დაკავებულმა ფარტენაძეს ურთიერთშელაპარაკებისას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, მეორე კი მოგვიანებით დანით დაჭრით დაემუქრა. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე და 151-ე მუხლებით მიმდინარეობს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა