კობახიძე: „არავითარი „სამხრეთ ოსეთის“ და აფხაზეთის რესპუბლიკა არ არსებობს“
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დაადასტურეს, რომ რუსეთის ორენბურგის ოლქში მდებარე „ორსკნეფტეორგსინტეზის“ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს
გოჩა მირცხულავა - დადგით ბარემ ორჯონიკიძის ძეგლიც. ფორმალური ლოგიკა უკვე მზად გაქვთ
„როიტერი“: ყოფილი უკრაინელი ტყვეები და ოფიციალური კიევი რუსეთს სამხედრო ტყვეებისა და სამოქალაქო პირების სისტემატურ წამებაში ადანაშაულებენ
სირიის სასამართლომ ბაშარ ალ-ასადს კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის სიკვდილით დასჯა მიუსაჯა
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“: ალექსანდრე ელისაშვილის ქმედებაში ტერორისტული მიზანი არ იკვეთება
ზელენსკი: ზაპოროჟიეზე იერიში ჩრდილოეთ კორეის ბალისტიკური რაკეტებით, „ცირკონებითა“ და მართვადი ავიაბომბებით განხორციელდა
ლაშა ფარულავა: გიორგი ბარამიძის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება პოლიტიკური დევნაა

ზელენსკი: ზაპოროჟიეზე იერიში ჩრდილოეთ კორეის ბალისტიკური რაკეტებით, „ცირკონებითა“ და მართვადი ავიაბომბებით განხორციელდა

ნახვები: 261 ზელენსკი: ზაპოროჟიეზე იერიში ჩრდილოეთ კორეის ბალისტიკური რაკეტებით, „ცირკონებითა“ და მართვადი ავიაბომბებით განხორციელდა

 

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის მიერ ზაპოროჟიეზე განხორციელებული იერიში ჩრდილოეთ კორეის ბალისტიკური რაკეტებით, „ცირკონის“ ტიპის რაკეტებითა და მართვადი საჰაერო ბომბებით განხორციელდა.

ზელენსკის თქმით, თავდასხმის შედეგების აღმოსაფხვრელად საგანგებო სამსახურები გუშინ ღამიდან მუშაობენ.

„ეს იყო სასტიკი თავდასხმა, რომელიც გათვლილი იყო მაქსიმალური ზიანის მიყენებაზე, განსაკუთრებით სამოქალაქო ინფრასტრუქტურისთვის“, – წერს უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.

მისი ინფორმაციით, კიევში სარაკეტო დარტყმის შედეგად დაზიანდა ინფექციური დაავადებების საავადმყოფოს შენობა და რამდენიმე ბიზნესობიექტი.

ზელენსკის განცხადებით, რუსეთი აგრძელებს დრონებით მასშტაბურ შეტევებსაც.

„დრონების ტერორი პრაქტიკულად ყოველდღე გრძელდება. ხერსონსა და ხარკოვში ღამით ქვესადგურები დაბომბეს, რამაც ელექტროენერგიის გათიშვა გამოიწვია. ყველა სამსახური მუშაობს ოჯახებისთვის ელექტროენერგიის აღსადგენად. დონეცკის, დნეპრისა და ნიკოლაევის ოლქებსაც დაარტყეს. რაკეტების გარდა, უკრაინის წინააღმდეგ 120-ზე მეტი დრონი გამოიყენეს, რომელთა უმეტესობა რეაქტიული ძრავებით მომუშავე „შაჰედები“ იყო“, – აცხადებს ზელენსკი.

მისივე შეფასებით, რუსეთის ქმედებები აჩვენებს, რომ მოსკოვი მშვიდობისთვის კი არა, ესკალაციისთვის ემზადება.

„რუსეთის მიერ გადადგმული ყოველი ნაბიჯი – ბალისტიკური რაკეტების წარმოების გაზრდა, ჩრდილოეთ კორეული აღჭურვილობის შემოტანა, მობილიზაციისთვის მზადება – ეს ყველაფერი აჩვენებს, რომ მოსკოვი არა მშვიდობისთვის, არამედ ესკალაციისთვის ემზადება.

მსოფლიომ კი ახლავე უნდა უპასუხოს და არა დაელოდოს. მეტი სანქციები კონკრეტულად იმ საწარმოებზე, რომლებიც რუსეთის ომს უწყობენ ხელს, მეტი საჰაერო თავდაცვის დახმარება უკრაინისთვის – ეს ყველაფერი საჭიროა მშვიდობისთვის შანსის მისაცემად“, – წერს უკრაინის პრეზიდენტი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა