აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ჰორმუზის სრუტეს სრულად აკონტროლებს, თუმცა ირანს კვლავ შეუძლია ვითარების გართულება.
„სრუტეს 100%-ით ვაკონტროლებთ, მაგრამ ირანს უსიამოვნებების შექმნა შეუძლია. ახლა, შეუძლიათ თუ არა მათ პრობლემების შექმნა? დიახ, მათ შეუძლიათ პრობლემების შექმნა, მაგრამ ისინი გაკოტრებულები არიან, მათ ფული არ აქვთ“, – განაცხადა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ამერიკის საზღვაო ძალების მიერ ირანის მიმართულებით დაწესებული ბლოკადა „ფოლადის კედელია“, თუმცა ჰორმუზის სრუტეში ვითარება კვლავ რთული რჩება.
„ისინი დროდადრო ნაღმებს დებენ, ჩვენ კი ამ ნაღმებს ვპოულობთ“, – აღნიშნა ტრამპმა.