კობახიძე: „არავითარი „სამხრეთ ოსეთის“ და აფხაზეთის რესპუბლიკა არ არსებობს“
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დაადასტურეს, რომ რუსეთის ორენბურგის ოლქში მდებარე „ორსკნეფტეორგსინტეზის“ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს
გოჩა მირცხულავა - დადგით ბარემ ორჯონიკიძის ძეგლიც. ფორმალური ლოგიკა უკვე მზად გაქვთ
„როიტერი“: ყოფილი უკრაინელი ტყვეები და ოფიციალური კიევი რუსეთს სამხედრო ტყვეებისა და სამოქალაქო პირების სისტემატურ წამებაში ადანაშაულებენ
სირიის სასამართლომ ბაშარ ალ-ასადს კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის სიკვდილით დასჯა მიუსაჯა
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“: ალექსანდრე ელისაშვილის ქმედებაში ტერორისტული მიზანი არ იკვეთება
ზელენსკი: ზაპოროჟიეზე იერიში ჩრდილოეთ კორეის ბალისტიკური რაკეტებით, „ცირკონებითა“ და მართვადი ავიაბომბებით განხორციელდა
ლაშა ფარულავა: გიორგი ბარამიძის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება პოლიტიკური დევნაა

ნიკოლოზ რაჭველი - გულის ამრევია „ქართული ოცნება“ — უკრაინელი ხალხის გვერდით ვიპოვე ჩემი მისია

ნახვები: 288 ნიკოლოზ რაჭველი - გულის ამრევია „ქართული ოცნება“ — უკრაინელი ხალხის გვერდით ვიპოვე ჩემი მისია

 

მუსიკოსი ნიკოლოზ რაჭველი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიასგანცხადებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. მისი თქმით, ამჟამად უკრაინაში იმყოფება, სადაც მუსიკალურ პროექტებზე მუშაობს და, მიუხედავად რუსეთის საჰაერო თავდასხმებისა, საკუთარ საქმიანობას აგრძელებს.

რაჭველი წერს, რომ ლვოვიდან კიევში დაბრუნებისთანავე საჰაერო განგაში გამოცხადდა და ბალისტიკური რაკეტების გამო თავშესაფარში ჩასვლა მოუწია.

„ამ საღამოს ლვოვიდან ჩამოვედი კიევში, რადგან ხვალ რეპეტიცია მაქვს ორკესტრთან. ვამზადებთ ერთდროულად ორ საფესტივალო პროგრამას. შემოვდგი თუ არა ბინაში ფეხი, განგაში გამოცხადდა და ბალისტიკური რაკეტები გარშემო ჩამოვარდნენ... გავიქეცი თავშესაფარში... მერე შინ დავბრუნდი, რადგან სანოტო მასალა ხვალამდე უნდა მოვაწესრიგო...“

ამ კონტექსტში მუსიკოსი ირაკლი კირცხალიას მიმართავს:

„ჰოდა, ახლა მითხარით, ეს ვიღაც კვირცხალია (მგონი, სწორად მახსოვს მისი გვარი), მზადაა ამ რეალობას გაუძლოს იმისთვის, რომ ხვალ სიკეთე გააკეთოს?“

რაჭველი ასევე წერს:

„გულის ამრევია „ქართული ოცნება“, ბოლომდე! მე კი გპირდებით, რომ უკრაინელი ხალხის კვალდაკვალ ქართულ ხელოვნებას კიდევ უფრო მეტად შევაყვარებ ჩვენი დროის ჭეშმარიტ გმირებს! მე ვიპოვე ჩემი მისია!“

მისივე განცხადებით, პუტინის რეჟიმის მიმართ მისი დამოკიდებულება უცვლელია და მიაჩნია, რომ სამართლის აღდგენა უმაღლესი ღირებულებაა.

ნიკოლოზ რაჭველი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც კირცხალიამ თქვა, რომ „გარე ინტერესებს არაერთი ადამიანი ემსახურება“ და მაგალითად დაასახელა იმ კულტურის წარმომადგენელთა სია, რომლებიც, მისი თქმით, 2008-2022 წლებში რუსეთში საქმიანობას არ ერიდებოდნენ, მათ შორის „სუხიშვილები“ნიკოლოზ რაჭველი და პაატა ბურჭულაძე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა