კობახიძე: ქვეყანაში რევოლუციის ხუთი მცდელობა პოლიტიკური ტერორი იყო
ტრამპი: აშშ-ის საარჩევნო სისტემა „კატასტროფულად არასრულყოფილია“
კობახიძე ოპოზიციაზე: „2012 წელს ბიძინა ივანიშვილმა აჩვენა, ვინ იყო ნამდვილი გროსმაისტერი“
ტრამპი: ჩინეთი 2020 წლის არჩევნებში ჩემს დამარცხებას ცდილობდა
ქუთაისის „ტორპედოს“ სტადიონზე მწვრთნელის გადადგომის მოთხოვნას დაპირისპირება მოჰყვა
ზელენსკიმ ევგენი ხმარას თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შესრულება დაავალა
პეტერ მადიარი: უნგრეთში პეტერ სიიარტოს რუსეთთან კავშირების გამოძიება დაიწყო
ელენე ხოშტარია: თუ რაიმე ჩანაწერში ბიძინა ივანიშვილს ვაგინებ ან მისთვის სანქციების დაწესებაზე ვმუშაობ, ვადასტურებ, რომ მე ვარ

კობახიძე: ქვეყანაში რევოლუციის ხუთი მცდელობა პოლიტიკური ტერორი იყო

17.07.2026 ნახვები: 171

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში საქართველოში რევოლუციის ხუთი მცდელობა იყო, რომელთაგან ოთხი, მისი შეფასებით, ძალადობრივი იყო. ამის შესახებ მან „იმედი LIVE“-ის ეთერში განაცხადა.

კობახიძის თქმით, ეს პროცესები „პოლიტიკური ტერორის“ გამოვლინებაა, ხოლო ოპოზიციურ პარტიებს „უცხოურ აგენტურად“ მოიხსენიებს.

„როდესაც ოთხი წლის განმავლობაში გაქვს ქვეყანაში რევოლუციის ხუთი მცდელობა, საიდანაც ოთხი არის ძალადობრივი, ეს სხვა არაფერია, თუ არა პოლიტიკური ტერორი. ამით არის მუდმივად დაკავებული აგენტურა, რომელსაც თავის დროზე ოპოზიციას ჩვენც ვუწოდებდით, თუმცა ოპოზიციას მათ ვერავითარ შემთხვევაში ვერ ვუწოდებთ. ეს არის ჩვეულებრივი უცხოური აგენტურა, რომელსაც აქვს ერთადერთი დავალება – მუდმივი პოლიტიკური ტერორის ქვეშ ამყოფოს საქართველოს მოსახლეობა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, ხელისუფლებამ პოლიტიკური ტერორის აღსაკვეთად არაერთი ნაბიჯი გადადგა, მათ შორის მიიღო „გამჭვირვალობის შესახებ კანონი“, შეცვალა შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონმდებლობა, გაამკაცრა ადმინისტრაციული სანქციები და მიიღო რეგულაციები, რომლებიც, მისი თქმით, სიძულვილის გავრცელებას ეხება.

კობახიძემ ასევე გაიხსენა ამერიკის ყოფილი ელჩის, კელი დეგნანის განცხადება „გამჭვირვალობის კანონის“ მიღების პერიოდში და აღნიშნა, რომ მისი შეფასება, თითქოს ეს „შავი დღე იყო ქართული დემოკრატიისთვის“, თავად წარმოადგენდა „პოლიტიკური ტერორის აქტს“.

„ესეც პოლიტიკური ტერორის აქტი იყო. ის განცხადება, რომელიც გააკეთა ამერიკის ყოფილმა ელჩმა, კელი დეგნანმა, იყო პოლიტიკური ტერორის აქტი, როდესაც სამარცხვინო ტყუილი აკადრა ქართველ ხალხს და ამით ხელოვნურად წაახალისა რევოლუციური პროცესები ქვეყანაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა