ტრამპი: ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულებულია
War update: 271 clashes on front lines, mostly in Pokrovsk and Sloviansk sectors
ADF neutralizes 139 drones launched by Russia in overnight attack on Ukraine
Russia loses another 1,260 troops, 61 artillery systems in war against Ukraine over past day
Defense Forces hit 15 bridges and nine Russian air defense objects in June using middle strike systems
Budanov on strikes against targets in Crimea: Russia's logistics must be cut off
ბუდანოვი: ჩვენი მთავარი ამოცანაა ყირიმზე გამავალი რუსული სამხედრო ლოგისტიკის სრულად გადაკეტვა
Zelensky on Crimea operation: We cut off logistics, take control of peninsula's fuel and energy infrastructure

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა დღეს „ჰააგის დეკლარაციას“ მიიღებს, რომელიც საქართველოს შესახებ რეზოლუციას მოიცავს

08.07.2026 ნახვები: 216

 

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა დღეს „ჰააგის დეკლარაციას“ მიიღებს, რომლის შემადგენელი ნაწილია საქართველოზე მომზადებული რეზოლუცია – „საქართველოში არჩევნების მთლიანობისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვა“.

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, რეზოლუციის მთავარი სპონსორია ამერიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონი.

რეზოლუციის პროექტი შეშფოთებას გამოხატავს საქართველოში 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით და მიუთითებს ეუთო/ოდირის ანგარიშებში ასახულ მნიშვნელოვან დარღვევებზე. დოკუმენტი ასევე ეხება 2025 წლის ადგილობრივი არჩევნების დროს შესაძლო გაყალბების, ამომრჩეველთა მოსყიდვის, ე.წ. „კარუსელების“ და ოპოზიციონერი დამკვირვებლებისთვის ხელის შეშლის შესახებ გავრცელებულ ცნობებს.

რეზოლუცია გმობს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში განხორციელებულ ცვლილებებს, რომლებიც, დოკუმენტის შეფასებით, ზღუდავს გაერთიანების, მედიის, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებებს.

დოკუმენტში ასევე გამოთქმულია შეშფოთება ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებისა და ინსტიტუციური ძალაუფლების კონსოლიდაციის გამო, დაგმობილია ოპოზიციის წარმომადგენლების, ჟურნალისტებისა და მშვიდობიანი დემონსტრანტების თვითნებური დაკავებები და აღნიშნულია, რომ დემოკრატიული კონტროლისა და ბალანსის მექანიზმების შესუსტება საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას საფრთხეს უქმნის.

რეზოლუციის პროექტით ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გაათავისუფლოს ეროვნული და საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების მიერ პოლიტიკურ პატიმრებად მიჩნეული პირები, გააუქმოს ფუნდამენტურ თავისუფლებებთან წინააღმდეგობაში მყოფი კანონმდებლობა, გამოიძიოს 2024 და 2025 წლების არჩევნებთან დაკავშირებული დარღვევები, გაატაროს სასამართლოსა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის დამოუკიდებლობის უზრუნველმყოფი რეფორმები და შექმნას უსაფრთხო გარემო სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის საქმიანობისთვის.

ამასთან, დოკუმენტი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის წევრებსა და საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს, გააგრძელონ საქართველოს ხელისუფლებასთან მუშაობა დემოკრატიული ნორმების აღდგენის მიზნით, არ აღიარონ ისეთი არჩევნების შედეგები, რომლებიც სანდო საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიების მიერ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებად არ იქნება შეფასებული, და გააგრძელონ საქართველოში ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული პროცესების მონიტორინგი.

ცნობისთვის, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 33-ე ყოველწლიური სესია 4 ივლისს დაიწყო და დღეს დასრულდება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა