სააკაშვილი: „ხალხო, გაიღვიძეთ, გაანძრიეთ ხელი, თორემ ვიღუპებით!“
Bloomberg: აშშ-მა წვრთნების დროს პირველად უკრაინული Magura საზღვაო დრონები გამოიყენა
რუბიო: არცერთ ქვეყანას არ აქვს უფლება ჰორმუზის სრუტეში გადასახადი დააწესოს
სადისტრიბუციო მანქანებს ღამით BUS LANE-ით სარგებლობის უფლება ექნებათ
პარლამენტმა მწვანე ნარგავების დაზიანებისთვის ჯარიმები მნიშვნელოვნად შეამცირა
პარლამენტმა სიჩქარის გადაჭარბებისთვის ახალი ჯარიმები დაამტკიცა
ფოთის ახალი პორტის პროექტში აშშ დამატებით 25 მილიონ დოლარს აბანდებს
Oil depot on fire in Krasnodar region following drone attack

სააკაშვილი: „ხალხო, გაიღვიძეთ, გაანძრიეთ ხელი, თორემ ვიღუპებით!“

25.06.2026 ნახვები: 171

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველო სერიოზული საფრთხის წინაშე დგას და საზოგადოებამ არსებული ვითარება სათანადოდ უნდა შეაფასოს.

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვრცელ განცხადებაში სააკაშვილი რეგიონში მიმდინარე პროცესებს, რუსეთის პოლიტიკას და საქართველოს ხელისუფლების მოქმედებებს აფასებს. მისი თქმით, რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის ფონზე საქართველოს უსაფრთხოების საკითხი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.

სააკაშვილის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს უკრაინაში სერიოზული პრობლემები შეექმნა, საქართველოს მიმართ საფრთხეები კვლავ აქტუალურია.

„ახლა რუსეთს ძალიან გაუჭირდა უკრაინასთან. პუტინი გრძნობს გარდაუვალი კრახის მოახლოებას და დაიწყო ფიქრი კუდის მოქნევაზე. სწორედ ამითაა განპირობებული ახლა რუსული მოძრაობები ცხინვალის რეგიონში. ეს არის ივანიშვილის შანტაჟი, რომ აღიაროს ოკუპირებული მიწების დამოუკიდებლობა.

ივანიშვილი, თავის მხრივ, იმიტირებს დასავლეთთან დაახლოების სურვილს, მაგრამ დასავლეთი - არც ამერიკა და არც ევროპა - დღევანდელი ფორმით რეჟიმს არ მიიღებს და არ გადაეფარება.

აი, პუტინისთვის კი საქართველოს სრული ფიზიკური გაკონტროლება ძალიან ადვილი საქმეა. ივანიშვილმა საკუთარი სიხარბითა და არაშორსმჭვრეტელობით მას უკვე მოუმზადა საფუძველი“, – აცხადებს სააკაშვილი.

ყოფილი პრეზიდენტის თქმით, არსებული ვითარება არა მხოლოდ პოლიტიკური პარტიების, არამედ ქვეყნის მომავლის საკითხია.

„ვხედავ რა ამ სასიკვდილო საფრთხეს, უარს ვამბობ დადგენილ სათამაშო წესებზე და ხმამაღლა მინდა ვიყვირო: ხალხო, გაიღვიძეთ, გაანძრიეთ ხელი, თორემ ვიღუპებით! ჩვენ უნდა გადავარჩინოთ ჩვენი შვილები. მე მინდა, რომ ჩემს ხუთი თვის შვილიშვილს, ილიკო სააკაშვილს, ჰქონდეს სამშობლო და იამაყოს თავისი წარმოშობით.

ახლა საკითხი ასე დგას: ან გამარჯვება, ან სიკვდილი. უნდა ყველაფერი ვიღონოთ, რათა ეს იყოს მტრის სიკვდილი და ჩვენი გამარჯვება“, – წერს სააკაშვილი.

წყარო: მიხეილ სააკაშვილის განცხადება სოციალურ ქსელში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა